ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png

Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
სამშაბათი, 11 აგვისტო 2015 17:43

ინფორმაცია

2015 წლის  7 გვისტოს ქ. ქუთაისში, გუგუნავას ქ. #1-ში,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  მიერ შექმნილ  სსიპ "აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების  და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი"ბიზნესინკუბატორს"   აფხაზეთის ა.რ.  მთავრობის თვმჯდომარე  ბ-ნი  ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით,  იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი  ბატონი  გივი ჭიჭინაძე ეწვია.

 ბატონი გივი ჭიჭინაძე დეტალურად გაეცნო "ბიზნესინკუბატორში" შემოყვანილ, საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე მოქმედ მცირე ბიზნესის წარმომადგენელ კომპანიებს,   სოციალური საწარმო „თერნალი+“-ს და მისი პარტნიორ  ხონის რ-ნ სოფ. დედალაურში შექმნილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ   "ეკომიგრანტ"-ს (მისი წევრები 1989 წელს მეწყერის შედეგად აჭარიდან გადმოსახლებული),  ასოციაცია "მშვიდობიანი და  საქმიანი კავკასია“ -ს  (ამსკ)  მიმდინარე საქმიანობებს, მათ  სამომავლო გეგმებს.

 ასევე, დეტალურად გაეცნო და მოიწონა აფხაზეთის ა.რ. მთავრობისა და USAID/NEO-ს მიერ ერთობლივად ინიცირებული მცირემიწიანი დამწყები ფერმერებისთვის სასწავლო/სადემონსტრაციო, ორგანული სასათბურე მეურნეობის  მოწყობის და საგამოფენო-სავაჭრო პავილიონის პროექტი, რომლის განხორციელებაში  "ბიზნესინკუბატორთან" აქტიურად თანამშრომლობენ  აფხაზეთის ა.რ. სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი (თავმჯდომარე ვალერი ბასარია), აფხაზეთის ა.რ.  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მინისტრი მურმან ფარფალია), სხვა სამსახურები. სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

ბოლოს საქმიანი საუბარი შედგა ოფისში. ბ-ნმა გივი ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასა  და "ბიზნესინკუბატორს"  შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის  ძალიან კარგ შესაძლებლობას ეყრება საფუძველი და ითხოვა მიეწოდოს მას  საპროექტო იდეები, წინადადებები, პროექტები,  პოტენციურ ინვესტორებთან  წარსადგენად, რათა ხელი შეეწყოს  "ბიზნესინკუბატორი"-ს  საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებისკენ  ორიენტირებული პროექტების შემუშავებას. მან  აფხაზეთის ა.რ.  მთავრობასა და "ბიზნესინკუბატორს"  ხელშეწყობა აღუთქვა.

  ღონისძიების დასასრულს,  აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ბ-ნმა ვ. ყოლბაიამ  მადლობა  გადაუხადა ბ-ნ გივი ჭიჭინაძეს და განაცხადა:ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით და საერთო ძალიხმევით, ერთობლივად განვახორციელებთ იმ პროექტებს,   იმ გეგმებს, რომელიც „ბიზნესინკუბატორი"-ს  წინაშე დგას. "ბიზნესინკუბატორი"-ს სრულად   ამუშავება კი - სასიცოცხლოდ აუცილებელია  დევნილი მოსახლეობისთვის."

 სსიპ "ბიზნესინკუბატორი"-ს ხელმძღვანელობამ  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას 10 აგვისტოს მიაწოდა  ეკონომიკური  განვითარებისკენ  მიმართული  იდეები  და  მოსაზრებები.

 

 

Read 4151 times Last modified on სამშაბათი, 11 აგვისტო 2015 18:13

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search