Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
Print this page
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2022 05:37

სამედიცინო პროექტების პლატფორმის მორიგი შეხვედრა

 

                                                

  ამა წლის 10-11 დკემბერს,   სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“   ჩატარადა  EU/UNDP-ის (EU4Dialogue-ის) მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომის გადაწყვეტილებით შექმნილი სამედიცინო პროექტების პლატფორმის მორიგი შეხვედრა და ის   მიეძღვნა    კონფლიქტის ზონებში -ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის მშენებლობის საკითხებზე სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების  საკითხებს. 

 

ჯანმრთელობის სფეროში ნდობის მშენებლობისკენ მიმართული  და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროექტების  მიმდინარეობის, არსებული მიღწევების და ახალი გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა  ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“  დირექტორმა ალუ გმახარიამ. პრეზენტაცია მიმდინარეობდა ვიზუალური ჩვენებით, სადაც  დეტალურად იყო  გადმოცემული, როგორც მიღწევები, ისე  მიმდინარე საქმიანობაში არსებული პრობლემები  და გამოწვევები.

 

საკითხების განხილვა მიმდინარეობდა   კითხვა-პასუხის რეჟიმში.  

 

ღონისძიების დასასრულს, შემუშავდა რეკომენდაციები, დაისახა ამოცანები, ვადებისა და შემსრულებლების მითითებით.

 

ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ  სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროექტის დონორი  EU/UNDP-ის (EU4Dialogue-ის)  და აშშ-ს განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

 

 

Read 388 times Last modified on ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2022 05:41

Image Gallery