Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
Print this page

ჩვენს შესახებ

ვინ ვართ   ჩვენ

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

ორგანიზაციას გააჩნია 2 მთავარი მისია:

 1.კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია-მოგვარების ხელშეწყობა სახალხო დიპლომატიის  ფარგლებში;

2. საზოგადოების მოწყვლად  ნაწილში უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირება.

ორგანიზაციის მიზნებია:

– საზოგადების მოწყვლადი ნაწილის, უპირატესად, იძულებით გადაადგილებული პირების და მიგრანტებისათვის საარსებო წყაროსთან წვდომის ხელშეწყობა. დასაქმება;

-  საქართველოში და მთლიანად  სამხრეთ კავკასიაში დაპირისპირებულ  მხარეებს შორის ნდობის აღდგენა/ამაღლების და არსებული კონფლიქტების  მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ხელშეწყობა კრეატიული   სახალხო დიპლომატიური  მიდგომებით.

ძირითადი სამიზნე ჯგუფები:

-იძულებით გადაადგილებული პირები,უპირველესად, იმერეთში მცხოვრები, ბიზნესაქმიანობის აწყობის მსურველი ახალგაზრდები; უმწეო ოჯახების შრომისუნარიანი წევრები; შშმ პირები;

-კონფლიქტის ზონებში მცხოვრები, ძირითადად საქართველოს  მოქალაქეობის არ მქონე ადამიანები, რომელთაც კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე არ მიუწვდებათ ხელი .

 

ორივე მიზნის მისაღწევად   გათვალისწინებული  ძირითადი საქმიანობის მიმართულებები:

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  ბიზნესის განვითარებისა და  მოსახლეობის დასაქმებისკენ მიმართული  საკონსულტაციო-საგანმანათლებლო  საქმიანობა; ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური თანამშრომლობის, საქმიანი და სამოქალაქო პარტნიორობის  ინიცირება და   მხარდაჭერა; კონფლიქტის ზონებში გამყოფი ხაზის გადაკვეთის  გაადვილებისა და გადაადგილების თავისუფლების ამაღლების ხელშეწყობა.

ბოლო წლებში  APBC -ს განხორციელებული აქვს  30-ზე მეტი  სამშვიდობო და  სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების პროექტი:

- APBC  2012 წლიდან  დღემდე,   COBERM-ის ფინანსური და მეთოდური მხარდაჭერით  (EU/UNDP-is   ერთობლივი ინიციატივა), ასევე, სლოვაკეთის საელჩოს, ფონდი „კრისტალი“-სა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“-ს  დახმარებით  ახორციელებს ჰუმანიტარულ-სამედიცინო  პროექტს,  რომლის მიზანია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან წამოსულ, სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ, ყოველდღიურად მზარდ მოთხოვნებზე   დროული რეაგირება, ავადმყოფებისათვის აუცილებელი კვალიფიციური დახმარების გაწევა   და ამ გზით  ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ნდობის ამაღლების,მხარეთა დაახლოების,  ომის სინდრომისა და "მტრის ხატი"-ს  მოშლის,  კონფლიქტებით დაყოფილ თემებს შორის სოციალურ-ჰუმანიტარული  და ეკონომიკურ-საქმიანი  კავშირების განვითარების  ხელშეწყობა.

- აღნიშნულ პერიოდში ჰუმანიტარული სამედიცინო მომსახურება გაეწია  ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილ  1500-ზე მეტ  ეთნიკურ აფხაზს და ეთნიკურ ოსს. 

- APBC- მ განახორციელა აფხაზეთში   გალის რაიონული საავადმყოფოს რეაბილიტაცია, რომელიც აფხაზეთის 3 რაიონის (გალი, ოჩამჩირე, ტყვარჩელი) მოსახლეობას ემსახურება. ამ ღონისძიებების  შედეგად გაუმჯობესდა ავადმყოფების მიღების, გამოკვლევების, მკურნალობის   და  ექიმების  მუშაობის პირობები. აშრნიშნული  აქტივობები ნდობის მშენებლობისა და    განმტკიცების საოცარ  შედეგებს იძლევა;

 -2012-2014წწ.  ზემოთ აღნიშნული დონორისა და UNDP-ის  მხარდაჭერით, სამეგრელოს 3 სოფელსა და აფხაზეთის 7 სოფელში განხორციელდა   სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებისგან დაცვის, მათი ზიანის შემცირების და  მოსავლიანობის  ამაღლებისკენ  მიმართული პროექტი. მისი წარმატებული განხორციელებით მიღებულ იქნა 3 მთავარი  შედეგი: 1) აგრო-ეკონომიკური; 2) ეკოლოგიური და 3) ქართულ-აფხაზური ნდობის  გაღრმავება/განმტკიცება. გარდა ამისა,  ამ პროექტის შედეგად  აფხაზეთში  სოფლად  შექმნილია და ფუნქციონირებს 5  აგროსერვისცენტრი.

-APBC-მ  სათემო ცენტრების  ქართულ-აფხაზურ-ოსურ კოალიცია „თანადგომა“-სთან, „ტურიზმი „მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ორგანიზაციებთან  პარტნიორობით, 2012 წელს სოფელ ხურჩაში და ხოლო  2014 წელს სოფელ პერევში ჩაატარეს   ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალები;

 -2013 წელს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (ამჟამად ევროპის ფონდი) მხარდაჭერით, წარმატებით განახორციელა პროექტი: „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ინტეგრაციული  პროცესის გაღრმავება სამოქალაქო  სექტორში გრძელვადიანი, კოალიციური და ქსელური თანამშრომლობის ხელშეწყობით“. პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო  ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური საქმიანი და სამოქალაქო პარტნიორობის დაწყებას,  ახალი კონტაქტების  დამყარებას  და ნდობის ამაღლებას.

 -APBC-ს ინიციატივით 2014 წელს შექმნილ "ბიზნესინკუბატორში" დაწყებულია უპირატესად, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების  სტაჟირება და დასაქმების ხელშეწყობა.  უახლოეს 2-3 წელიწადში  APBC  გეგმავს   სტაჟირების გზით,   ყოველწლიურად 200-მდე  ახალგაზრდის დასაქმების ორგანიზებას.  

- APBC  ხელს უწყობს 2015 წლიდან დაწყებულ  ქართველ და აფხაზ ენათმეცნიერებს შორის  შეხვედრებს და  თანამშრომლობას;

 

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, 2013 წელს APBC-ს პერსონალმა აიმაღლა ორგანიზაციული განვითარების დონე  და პერიოდულად მონაწილეობს სხვადასხვა ტრენინგებში.

ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"-ს (ამსკ) უმაღლესი მმართველი ორგანოა გამგეობა.    

ამსკ- ს მენეჯერები ანგარიშვალდებულნი არიან დირექტორის და გამგეობის წინაშე.

 

 

Who We Are

Non commerce (non profitable) legal entity Association “Peaceful and Business Caucasus” was registered in accordance with the legislation of Georgia in August 13, 2004. Registration No #5/4102-5/ზ-11.

 

Organisation has two main missions:

  1. Supporting peaceful transformation/resolution of conflicts through the grass root diplomacy;
  2. 2.      Diminishing unemployment and poverty in the vulnerable parts of society:

-  Helping IDPs and other vulnerable groups in finding sustainable income

-  Increasing confidence between opposed communities in Georgia and in South Caucasus.

 

Main Target Groups are:

-         IDPs, mainly Imereti residents, youth having start up ideas, citizens with limited resources and people with disabilities.

-         Conflict zone residents, without Georgian citizenship, who have no access to qualified medical care.

 

Main Activities to achieve both objectives:

Building peace and confidence:

Conducting social, economic and ecologic activities, to support conflict transformation and resolution. Organising scientific/practical conferences, festivals, forums, meetings of different character, discussions and seminaries.  Educational programs to support business development, Georgian-Abkhazian and Georgian-Ossetian cooperation, Initiating civil partnership. Facilitating conflict zone movement.

 

 

APBC has implemented more than 30 peace-building and social/economic projects:

-         Since 2012 APBC, with the support of COBERM (EU UNDP joint initiative), Slovakian embassy, fund CRISTAL and Charity humanitarian centre “Abkhazeti”, is implementing medical humanitarian project, which aims to help increasing number of Abkhazian and Ossetian patients to obtain access to qualified medical care. Thus, destroying “the enemy image” of Georgians, bringing together Abkhazian-Georgian and Ossetian-Georgian communities, supporting Social-humanitarian and economic cooperation.

 

 

-         During above-mentioned period more than 1500 ethnic Abkhazian and Ossetians, living in occupied territories, received medical services.

-         APBC conducted Gali regional hospital rehabilitation, this hospital serves citizens from three districts (Gali, Ochamchire, Tkvarcheli). Renovated hospital improved patients’ service qualities, medical diagnostics. The abovementioned activities bring considerable results in confidence and peace building.

 -

-         2012-2014 with the support of donors and UNDP agricultural project aiming protecting agriculture from parasite insects and increasing overall yield was implemented in 7 villages of Abkhazia and 3 villages of Mengrelia.

Successful implementation of these results brought three main results:

  1. Agro-economic
  2. Ecologic
  3. Confidence building

Furthermore, there are currently five functioning agro-centers in Abkhazia thanks to our project.

 

-         APBC in partnership with Abkhazian Ossetian coalition ‘’Tanadgoma’’ and community center “tourism for peace and development’’ organized national cuisine festivals in village khurcha in 2012 and 2014.

 

-         In 2013, with the support of Europe fund, project “Georgian Abkhazian and Georgian Ossetian Integration process support by supporting long term cooperation and web partnership” was successfully implemented. Project implementation facilitated Georgian Abkhazian and Georgian Ossetian partnership, establishment of new contacts and  confidence”

-         APBC initiated internships especially for IDP youth from Abkhazia at “Business Incubator”, with further perspectives for employment. APBC plans to help 200 young interns during next 2-3 years to begin their own carriers.

-         APBC supports cooperation and organizes meetings between Abkhazian and Georgian linguists, since 2015.

 

With the support of EURASIAN fund in 2013, APBC personnel participated in different trainings, increasing their level of professionalism.

The governing body of Association “Peaceful and Business Caucasus” (APBC) is board.

APBC managers are reporting to the director and board. 

Read 1356604 times