Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
Print this page
Sunday, 27 October 2013 09:56

პილოტური ბიზნეს-უნკუბატორი

Written by
Rate this item
(0 votes)

ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”(ამსკ)
ქუთაისის დასაქმების ცენტრი, პილოტური ბიზნეს-ინკუბატორის პროექტის კონცეფციის

რ ე ზ ი უ მ ე

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენელებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს სარგებლობაში გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის შენობა- 11200მ2-ის საწარმოო ფართით იმისათვის, რომ აქ შეიქმნას იმერეთში მცხოვრები,ბიზნესსაქმიანობის აწყობის მსურველი, სათანადო განათლების მქონე ახალგაზრდების და უმწეო ოჯახების შრომისუნარიან წევრთა დასაქმების ცენტრი, პილოტური ბიზნეს-ინკუბატორი.
დასაქმების მთავარ ინსტრუმენტად გათვალისწინებულია საკუთარი მცირე ბიზნესის აწყობის მსურველთა კონკრეტულ კომპანიებში სტაჟირება/სწავლება, მათ მიერ სასტარტო ბიზნეს-საშუალებების მიღება, ბიზნესის ინკუბაცია, კონკურენტულ გარემოში ადაპტირებისა და დანერგვის ხელშეწყობით.
სასტაჟიორო ბაზა, კერძო ბიზნესის თანამონაწილეობითა და დახმარებით, შექმნის სტადიაშია და ამისათვის დონორების თანხები თითქმის არ დაიხარჯება. გამოყოფილ შენობაში, უპირატესად, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული, სხვადასხვა პროფილის სამრეწველო საწარმოს განთავსება მიმდინარეობს. სულ, 20-22 კომპანიის შემოყვანაა გათვალისწინებული.
შენობის ირგვლივ განლაგდება კლიმატის გლობალური ცვლილებების შემაკავებელი გარემოდაცვითი აგრარული ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ეფექტურად მოქმედი ეკოტექნიკის სასწავლო სადემონსტრაციო ნიმუშები, რომლებიც გახდებიან ყველა ფერმერისთვის, მათ შორის, დამწყებთათვის ხელმისაწვდომი ეკოტექნოლოგიების სასწავლო-სასტაჟიორო ბაზა. შესაძლებელი იქნება აღნიშნული ეკოტექნიკის ანალოგების ადგილზე დამზადება და შეძენა ან სტაჟიორების მიერ საკუთარი ძალებით გაკეთება.
ბიზნეს-ინკუბატორის გამართვის დასრულების შემდეგ, სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც, საბაზო კომპანიებში ყოველწლიურად 6 თვიან სტაჟირება/სწავლებას გაივლიან, 200-ს მიაღწევს. ბიზნეს-ინკუბატორის საბოლო “პროდუქტი” სერთიფიცირებული ახალგაზრდა მეწარმე დამსაქმებლები არიან. მათ ექნებათ საშუალება ბიზნეს-ინკუბატორში შეიქმნან სასტარტო პირობები საკუთარი ბიზნესის აწყობისა და განვითარებისათვის. ისინი გზას გაიკაფავენ და თავის ადგილს იპოვნიან მცირე ბიზნესის პროფესიულ საქმიან კონკურენტულ გარემოში.
შემუშავებულია პროექტის კონცეფცია 3 და 5 წლიანი პროგრამებით. განსაზღვრულია ბიზნეს-ინკუბატორის ძირითადი პარამეტრები და კონკრეტული შედეგები, კერძოდ:
ბიზნეს-ინკუბატორი, მისი სრულად გამართვის შემდეგ, სტაჟირება/სწავლების გზით მოამზადებს და ბიზნესის წარმარმართვის სასტარტო პირობებს ყოველწლიურად შეუქმნის სამეწარმეო გამოცდილების არმქონე, მაგრამ საკუთარი ბიზნესის აწყობის ნამდვილი სურვილის მქონე 200-მდე უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულ ან სხვა შესაბამისი განათლების მქონე ახალგაზრდას. ისინი კი, თავის მხრივ დაასაქმებენ ჯამში, კიდევ არანაკლებ 600 სამუშაოს მაძიებელს (200X3=600 უპირატესად დევნილს) ;
• ბიზნესინკუბატორი, კონსალტინგის ჯგუფთან ერთად, იზრუნებს თავის ბენეფიციარებზე მანამ, სანამ ისინი საკუთარი ბიზნესის მდგრადობას მიაღწევენ;
• პროექტი ითვალისწინებს:
-პრიორიტეტულად, საზოგადოების მოწყვლადი ნაწილის, უპირატესად, დევნილების დასაქმებას, უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირებას;
-კოოპერაციულ საწყისებზე, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ პროექტებში გარემოდაცვითი კლიმატის გლობალური ცვლილებების შემაკავებელი კომპონენტების ჩართვას;
-აფხაზური მხარისთვის საინტერესო და მიმზიდველი მიმართულებით საქმიან პარტნიორობას;
-ქართულ-აფხაზური ინტეგრაციული პროცესის ხელშეწყობას.
ამ ამბიციურ, მაგრამ ძალიან საჭირო და საკმაოდ რეალური გეგმის ხორცშესხმა დაწყებულია და ის უახლოეს პერიოდში, ნაბიჯ-ნაბიჯ, აუცილებლად განხორციელდება!
თანამშრომლობისათვის ვიწვევთ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანისაციებს,უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, ფონდებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს, ინვესტორებს, ბიზნესმენებს და ბიზნესგაერთიანებებს, უცხოელ პარტნიორებს, ხელისუფლების დაინტერესებულ სტრუქტურებს.
პროექტზე მუშაობს კოალიცია :
-ასოციაცია“მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”, E-მაილ: ალუ.გამაკჰარია@მაილ.რუ, ალუ გამახარია, მობ.:599 55 20 64,
-“ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი”, ლიკა კილაძე, მობ: 599 15 73 15,
-ფონდი “აფხაზინტერკონტი”, არჩილ ელბაქიძე (მობ.: 599 17 08 05)
პარტნიორები თბილისში: თენგიზ სვანიძე –საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აგრარული სექტორის გამგე, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი,
ვალერი ბასარია – აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული დასაქმების საკონსულტაციო საბჭოს თანათავმჯდომარე, ამჟამად, აფხაზეთის ა.რ მთავრობაში სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

Association ,,Peaceful and Business Caucasus” (APBC)

Employment center of Kutaisi, project of pilot business incubator

Concept abstract

 

Efforts of local NGOs and initiative group made with business and government representatives, the Ministry of Economy of Abkhazia was given 11200 square meters industrial space for use. There shouldcreate pilot business incubator for young people living in Imereti region who is interested in setting up business activities.

The main tool for employment is internship and training in different companies for young people who are interested to build their own small businesses. Companies will give young people opportunity to start their business. They will help them in adaptation.

Internship base is in process of creatingsupporting by private business. Donor’s funds will not be spent. There will be created different enterprises connected to agriculture in a designated area. Only 20-22 companies creation is incorporated.

There will be located eco environmental technologies training and demonstration samples around the building, that will be available for farmers and especially forbeginners.

After setting up of business incubator, number of employed young people, who will internship every year, will reach to 200. The final ,,product” of business incubator iscertified young entrepreneur employer. They will have starting up conditions in business incubator. They will find their way in small business.

The concept has been developed for 3 and 5 year. The basic parameters and results are defined:

After setting up business incubator, it will help higher educated young people to start-up in business every year, using of internship and training. They will employ at least 600 young. (200x3=600)

·Business incubator supporting with consulting group will take care to their beneficial until they will start their own business.

·Projects goal is:

- Employment of vulnerable part of the society, reduction of unemployment and poverty.

- Environmental components involve in rural development projects.

- Georgian - Abkhazian business partnership, promotion of integration process.

Implementation of this ambitious project is started. It is developing step-by-step and will finish soon.

We are looking for local and international NGOs, high and professional schools, Funds, Banks, Investors, foreign partners to cooperate.

The coalition is working on the project:

- Association ,,Peaceful and Business Caucasus” (APBC) – Alu Gamakharia.E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. mob: 599 55 20 64

- ,,Educational development and employment center of Kutaisi” – Lika Kiladzemob: 599 15 73 15

- Fund ,,Abkhazintercont”-Archil Elbaqidze.mob: 599 17 08 05

- Manager of Business Incubator -Biqtor Balanchivadze.mob: 599 63 44 99

Partners in Tbilisi: Tengiz Svanidze - Head of the agricultural sector in Chamber of Commerce and Industry. Georgian tea producers' associationpresident.

Valeri Basaria –Co-Chair of employment advisory council.

Read 34696 times Last modified on Sunday, 27 October 2013 12:59