Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
Monday, 29 December 2014 13:38

ქართული და აფხაზური თემები-მცენარეთა დაცვის, სუფთა და ჯანსაღი გარემოსათვის დასკვნითი მრგვალი მაგიდა

 16 დეკემბერს, 13:00 სთ-დან 15:00 საათამდე, ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ასოციაცია "მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასია"-მ (ამსკ),  აღნიშნულ პროექტში ჩართულ პარტნიორებთან ერთად  ჩაატარა  ევროკავშირისა და  გაეროს   განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა  COBERM2-ის  მიერ მხარდაჭერილი პროექტის-"ქართულიდააფხაზურითემები-მცენარეთადაცვის, სუფთადაჯანსაღიგარემოსათვის"   დასკვნითი  მრგვალი მაგიდა.

 

16 დეკემბერს, 13:00 სთ-დან 15:00 საათამდე, ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ასოციაცია "მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასია"-მ (ამსკ),  აღნიშნულ პროექტში ჩართულ პარტნიორებთან ერთად  ჩაატარა  ევროკავშირისა და  გაეროს   განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა  COBERM2-ის  მიერ მხარდაჭერილი პროექტის-"ქართულიდააფხაზურითემები-მცენარეთადაცვის, სუფთადაჯანსაღიგარემოსათვის"   დასკვნითი  მრგვალი მაგიდა.

პროექტი განხორციელდა ქართული და აფხაზური მხარეების მონაწილეობით,  სამეგრელოსა და აფხაზეთის 5 კმ-იანი   ზღვისპირა ზოლზე -განმუხურიდან (სამეგრელო) ილორის ჩათვლით (აფხაზეთი),მდინარე ენგურიდან მდინარე ღალიძგამდე.

პროექტი მიზნად ისახავდა ამერიკული თეთრი პეპელას (ათპ), არაფარდი პარკხვევიას (ა.პ), ოქროკუდას (ო.კ.)  და მცენარეთა სხვა მავნებლების განადგურებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შესრულებულია და მისი განხორციელებით მიღებულ იქნა 3 ძირითადი შედეგი: 1. აგრო-ეკონომიკური;2. ეკოლოგიური და 3. ქართულ-აფხაზური ნდობის აღდგენა/გაღრმავება.

პროექტის მთავარი ამოცანა იყო  მოსახლეობასთან აქტიური ინფორმაციული მუშაობით,  მათი მობილიზაციით და ჩართულობის  გზით,  საკარმიდამო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო მიწების, ასევე, უმწეო ოჯახების  ნაკვეთების  დამუშავება და მცენარეთა  მავნებლების განადგურება.

  პროექტის ფარგლებში,  5-ვე სამიზნე სოფელში (განმუხური, ფიჩორი, გაგიდა,გუდავა, ილორი)   შეირჩა 3-3 აქტიური ფერმერი  და ასევე  2-2 რეზერვი.   ჩატარდა  ფოკუს ჯგუფ/დისკუსია,  სამიზნე სოფლების საჭიროებათა კვლევა  და  შეხვედრები, სამიზნე სოფლების წარმომადგენლებთან ხურჩა  და განმუხურში. შერჩეულ  ფერმერებს ჩაუტარდათ 2 ტრენინგი    (პირველი 1 დღიანი ქუთაისში და მეორე  1 დღიანი  ადგილზე  სამიზნე სოფლებში).დატრენინგებული  15 ფერმერის ჩართულობით,   5-ვე სოფელში შეიქმნა  სერვისცენტრი და   თითოეულში  დაინიშა  3 ოპერატორი  (+2 რეზერვი).სერვისცენტრების  მიერ  ხუთივესამიზნე სოფელში მოსახლეობისთვის შედგა  საინფორმაციო შეხვედერები. მათ  დახმარება და  მონიტორინგი გაუწიეს ტრენერ-კონსულტანტებმა.  მოსახლეობის ცნობიერების  და საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების შედეგად, დამატებითი  სერვისცენტრის შექმნის თხოვნით მოგვმართეს  სოფ. წარჩედან  (დღეს ტყვარჩელის რ-ნი), სადაც შეიქმნა მე-6 სერვისცენტრი. ასევე, გამოვლინდნენ  სერვისცენტრის  შექმნის ინიციატორები აფხაზურ სოფელ აკვასკაში და სოფელ ათარა არმიანსკაიაში (ოჩაჩირის რ-ნი).

   შეძენილ იქნა და ყველა სერვისცენტრს  მოსახლეობის პროპორციულად  გაუნაწილდა: საჭირო ტექნიკა და ბიოპრეპარატები.

 ივნისის თვეში  სამიზნე სოფლებში სულ,  620-მდე კაცს, ჯგუფების მიხედვით, ჩაუტარდა  1 დღიანი ტრენინგ/სემინარი. განხორციელდა ათპ-საქტიური კონტროლი  ფერმერულ  მეურნეობებში და   მათი   კერების აღმოჩენის  ადგილებზე  ჩატარდა  საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებები.

 დაიბეჭდა  3000  საინფორმაციო- მეთოდური  ბუკლეტი  (რუსულ ენაზე  1700 ცალი, 1300 ქართულ ენაზე). ისინი გადაცემულია  ფერმერებისათვის,  აქტივისტებისათვის და მოსახლეობისათვის.   სამიზნე სოფლებში,  თითო ფერმერულ მეურნეობაში, სპეციალისტებისა  და მეცნიერების მიერ  მცენარეთა მავნებლებზე ჩატარდა  დაკვირვებები   და  ექსპერიმენტები .

  ჩატარდა: 27 ივნისს განმუხურში   შემაჯამებელი ინფორმაციული შეხვედრა;30 ივლისს   ხურჩაში 1-ლი მრგვალი მაგიდა;   21 ნოემბერს თბილისში, შპს "ბიოაგრო"-ს ოფისში  მე-2 მრგვალი მაგიდაპროექტის    შედეგების შეჯამებით, შეფასებით  და პრეზენტაციით;16 დეკემბერს ზუგდიდში  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მე-3 მრგვალი მაგიდა .

ფერმერებისათვის ბროშურის სახით  რეკომენდაციები შემუშავებულია  ქართულ და რუსულ ენებზე.

პროექტის შედეგებიდან გამომდინარე,   მცენარეთა მავნებლების- ამერიკული თეთრი პეპელას (ათპ),  არაფარდი პარკხვევიას (ა.პ), ოქროკუდას (ო.კ.) და სხვათა განადგურება  ან მათი ზიანის საგრძნობლად შემცირება, სავსებით  შესაძლებელია, მოსახლეობის მობილიზებულობის  და ჩართულობის შემთხვევაში. 

   პროექტის  ფარგლებში უკვე ჩატარებული აქტივობები  პოზიტიურ ზეგავლენას ახდენენ  ქართულ-აფხაზურ თემებს  შორის  ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე. აფხაზურმა მხარემ დიდი ინტერესით გაიზიარა  გამოცდილება  მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.  პროექტის განხორციელებით, სამიზნე სოფლების  მოსახლეობამ მიიღო მოვლილი საკარმიდამო ნაკვეთები, მცენარეთა მავნებლებისგან დაცული  თხილისა და სხვა ხეხილის პლანტაციები, რომლის დამატებითი მოსავალი დაახლოებით 0,5 მილიონ ლარს შეადგენს. 

   ასევე, გაჟღერდა აფხაზეთის სოფლებიდან შემოსული თხოვნები - მომდევნო წლებში ანალოგიური საქმიანობის გაგრძელებისა და სამოქმედო  არეალის გაფართოების თაობაზე.

    მრგვალი მაგიდის  მონაწილეებმა   და  COBERM2-ის პროექტების მენეჯერმა ქ-ნმა  ირინა ლიცეკმა და ტექნიკურმა კოორდინატორმა ბატონმა  ბეჟან კოზანაშვილმა  პროექტის შედეგებს მაღალი შეფასება მისცეს  და წარმატებულად ცნეს იგი.

 

P.S. დანართში იხილეთ -პროექტის შედეგები და მისი ამსახველი   ვიზულაური ინფორმაცია .

 

 

 

On December 16, at 13:00-15:00 pm, Association “Peaceful and Business Caucasus” arranged the Final Round Table of the project " Georgian and Abkhaz communities for plant protection, clean and healthy environment” supported by a joint EU/UNDP initiative COBERM 2

The project was implemented with participation of Georgian and Abkhazian parties in 5 km seaside of Samegrelo and Abkhazia – from Ganmukhuri (Samegrelo) to Ilori (Abkhazia), from Rv. Enguri to Rv. Galidzga.

The project aimed destruction of American White Butterfly, Huphantria Cunea, Lymantria Dispar and other pests. All the activities planned under the project have been implemented and there were adopted 3 main results: 1. Agro-economical; 2. Ecological and 3. Restoration/enhancement of Georgian-Abkhazian trust. Main goal of the project was cultivation of homestead, public and state lands, as well as the plots of poor families and the destruction of plant pests with active information work with the population, their mobilization and engagement.

Under the project 3-3 active farmers and 2-2 reserves have been chosen at all 5 target villages (Ganmukhuri, Fichori, Gagida, Gudava, Ilori). APBC arranged focus groups, surveys and conducted meetings in Khurcha and Ganmukhuri for representatives of the target villages. 2 trainings were arranged for chosen farmers (1st-1 day long training in Kutaisi and 2nd-1 day long training in target villages). With involvement of trained 15 farmers, service centers were created in all 5 villages and 3 operators (2 reserve) were appointed for each village. Service centers arranged informational meetings for population in all 5 target villages. They have been supported and monitored by a trainer-consultants. As a result of increasing awareness, APBC had been asked to create an additional service center for village Tsarche (Tkvarcheli region at), where we have been created the 6th service center.

There were purchased necessary equipment and pesticides for all service center and have been distributed in proportion of the population.

In June, 620 people have completed 1-day training / workshop in the target villages. We have implemented active control of AWB in the farms and there were held necessary agro-technical activities.

Project team published 3000 informational-methodological booklet (Russian 1700 pieces, 1300 Georgian). In the target villages, professionals and scientists carried out experiments and observations on the plant pests.

There were held: On 27th June - summarizing informational meeting in Ganmukhuri; on 30th July - first Round Table in Khurcha; On 21st November – second Round Table, presentation and summarizing of the project results in the office of LTD “Bioagro”; on 16th December third Round Table in Center for Civic Engagement of Zugdidi.

Recommendations are developed for farmers as a brochure in Georgian and Russian languages.

Based on the results of the project, destruction of the plant pests, such as, American White Butterflies (AWB), Huphantria Cunea, Lymantria Dispar and other pests, is possible in case of, mobilization and involvement of local population.

Project activities have a positive impact on the Georgian-Abkhazian relations. The Abkhazian side had a big interest in the project and shared experience of plant pest management methods. By implementing of the project, the target villages received nuts and fruit plantations protected from pests, the additional harvest is about 0.5 million.

The Round Table participants, COBERM project manager Mrs. Irina Liczek and technical coordinator Mr. Bejan Kozanashvili recognized it as a successful project and praised the project results.

P.S. Please, in the annex see the results of the projects and its visual information. 

 

 

 

Read 3833 times Last modified on Wednesday, 04 March 2015 17:54

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

Apbc.Ge

Non commerce (non profitable) legal entity Association “Peaceful and Business Caucasus” was registered in accordance with the legislation of Georgia in August 13, 2004. Registration No #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search