ალუ გამახარია

– გამგეობის წევრი.ამავდროულად, ორგანიზაციის დამფუძნებელი და მისი დირექტორი,ბიზნესისა და განვითარების კავკასიური ქსელის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი.

დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკური სახელმწიფო ინსტიტუტი (ამჟამად მართვის უნივერსიტეტი, მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი), სპეციალობა ინჟინერ-ეკონომისტი.

funder.png

1974-1993 წლებში ცხოვრობდა და საქმიანობდა სოხუმში, იყო საწარმოო გაერთიანება “ორგტექნიკის” (“სოხუმხელსაწყოს”) გენერალური დირექტორი.

1990-2014 წლებში გავლილი აქვს მოკლევადიანი სემინარები და სასწავლო და კურსები თემებზე:

-თან

ამედროვე მენეჯმენტისა და მარკეტინგის საკითხები, ევროპაში ბი

ზნეს-ტურებში მონაწილეობით;

– “საბუღალტრო აღრიცხვის რეფორმა საწარმოებში”, ქუთაისი, USAID-ის პროექტის ფარგლებში;

2013 წლის იანვარ-მარტში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, გაიარა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის კურსები შემდეგ საკითხებზე:

-სტრატეგიული დაგეგმვა ;

-ადამიანური რესურსების მართვა;

-პროექტის ციკლის მართვა.

2013-2014 www.EU-UNDP- ის ერთობლივი ინიციატივა COBERM-ის ტრენინგები: შედეგებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენება ნდობის დამყარების პროექტებში;

2015 წლის თებერვალ-მარტი: ძლიერი, კრეატიული აზროვნების განვითარება მეწარმეებში;

უამრავი სხვა ტრენინგი და სემინარი , როგორც ეკონომიკისა და ბიზნესის , ასევე კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის თემებზე.

გამოცემული აქვს სახელმძღვანელო: „როგორ ავაწყოთ და ვმართოთ საკუთარი ბიზნესი“. ატარებს ტრენინგებს, მონაწილეობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის და მათი კოალიციის დაფუძნებაში და საქმიანობაში.

სისტემატიურად აწყობს შეხვედრებს ანდა აქტიურად მონაწილეობს სახალხო დიპლომატიის ფარგლებში საქართველოში და საზღვარგარეთ სხვადასხვა ფორმატის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგებში.

2008 წლის დეკემბერში „საყოველთაო მშვიდობის ფედერაცია“-მ მიანიჭა„მშვიდობის ელჩი“-ს საპატიო წოდება.

ალუ გამახარიადირექტორი და დამფუძნებელიgamakhariaalu@gmail.com; alu.gamakharia@mail.ru
ტელ.: (+995) 599 55 20 64

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search