2017 წლის 4 ოქტომბერს, ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასია“-მ (ამსკ APBC) და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამ თბილისში „საზოგადოება მომავალი თაობისათვის“ (SFG) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM III-ის მხარდაჭერით 2016 წლის 15 აგვისტოს დაწყებული 14 თვიანი სამედიცინო ჰუმანიტარული პროექტის „დავძლიოთუნდობლობადავაშენოთმშვიდობა“-ს ფარგლებში ჩატარებული კვლევების პირველადი შედეგების პრეზენტაცია მოაწყვეს . იგი ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.
ღონისძიებას პროექტის მენეჯმენტის გარდა ესწრებოდა 60 ადამიანი: შერიგების სამინისტროდან, საქართველოს პარლამენტიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე პროექტის ბენეფიციარები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან .
ღონისძიების მიზანი იყო- აღნიშნული პროექტისა და მის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და მიღწეული შედეგების შეფასება, ასევე პროექტის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობის ინიცირება. ეს მიზანი ძირითადად მღწეული იქნა. დამსწრე საზოგადოებას ეცნობა, რომ ბოლო 14 თვის განმავლობაში 555 აფხაზ და ოს პაციენტს, ქუთაისსა და თბილისში მიეწოდა კვალიფიციური სამედიცინო სერვისი. ამასთან, როგორც პაციენტებს, ასევე მათ თანმხლებ პირებს გაეწია ლოჯისტიკური და სხვა სახის საჭირო მომსახურება.
2017 წლის 15 ოქტომბერს ქ. თბილისში, ევროპის მოედანზე აფხაზეთის სავაჭრო -სამრეწველო პალატის ეგიდით ჩატარებულ გამოფენაზე მონაწილეობდა ქუთაისიდან სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი „ბიზნესინკუბატორი“. გამოფენაზე გატანილიყო „ბიზნესინკუბატორში“ განლაგებული პარტნიორი კომპანიების პროდუქცია და ის ბიზნესპროექტები, რომელთა განხორციელება შესაძლებელია „ბიზნესინკუბატორში“ არსებულ საწარმოო ფართებზე და მის მიმდებარე ტეტიტორიაზე.
ასევე, გამოფენაზე მონაწილეობა მიიღეს აფხაზმა მეწარმეებმაც. ისინი გამოფენის ვიზიტიორებს თავად აგემოვნებინებდნენ აფხაზეთში მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას.
იხილეთ ფოტოგალერა.
Сообщаем, что врач-консультант Георги ( Гиа) Джугели в медицинском проекте Ассоциации «Мирный и деловой Кавказ» (АМДК) с 04 августа 2017 года не работает . При необходимости обращайтесь непосредственно в офис организации на горячую линию:+5597928383; +995589255279;+995577051507.
Директор АМДК Алу Гамахария моб: +995 599 55 20 64
ქუთაისში მოქმედი ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" და მისი პარტნიორი აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორი“, რომლებიც უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირებას უწყობენ ხელს, აცხადებენ შემდეგვაკანსიებს:
– სპეციალისტი საგრანტო და საინვესტიციო პროექტების, საპროექტო განაცხადების შემუშავების საკითხებში;
– სპეციალისტი მარკეტინგისა და ექპსორტის საკითხებში.
კონკურსანტებს უნდაშეეძლოთ:
პირველი. სპეციალისტისაგრანტოდასაინვესტიციოპროექტების, საპროექტოგანაცხადებისშემუშავებისსაკითხებში
არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს, რეგისტრაციის
#5/4102-5/ზ-11.