ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png

Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
კვირა, 01 მარტი 2015 11:51

Copy of ქართული და აფხაზური თემები-მცენარეთა დაცვის, სუფთა და ჯანსაღი გარემოსათვის დასკვნითი მრგვალი მაგიდა

 16 დეკემბერს, 13:00 სთ-დან 15:00 საათამდე, ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ასოციაცია "მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასია"-მ (ამსკ),   აღნიშნულ პროექტში ჩართულ პარტნიორებთან ერთად  ჩაატარა  ევროკავშირისა და  გაეროს   განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა  COBERM2-ის

 16 დეკემბერს, 13:00 სთ-დან 15:00 საათამდე, ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ასოციაცია "მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასია"-მ (ამსკ),  აღნიშნულ პროექტში ჩართულ პარტნიორებთან ერთად  ჩაატარა  ევროკავშირისა და  გაეროს   განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა  COBERM2-ის  მიერ მხარდაჭერილი პროექტის-"ქართული და აფხაზური თემები-მცენარეთა დაცვის, სუფთა და ჯანსაღი გარემოსათვის"   დასკვნითი  მრგვალი მაგიდა.

მოისმინეს პროექტის საბოლოო შედეგების ანალიზი და  განიხილეს მისი ცალკეული ასპექტები. 

პროექტი განხორციელდა ქართული და აფხაზური მხარეების მონაწილეობით,  სამეგრელოსა და აფხაზეთის 5 კმ-იანი   ზღვისპირა ზოლზე მდინარე ენგურიდან მდინარე ღალიძგამდე. 

პროექტი მიზნად ისახავდა ამერიკული თეთრი პეპელას   (ათპ), არაფარდი პარკხვევიას  და მცენარეთა სხვა მავნებლების განადგურებას. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შესრულებულიადა მისი განხორციელებით მიღებულ იქნა 3 ძირითადი შედეგი: I. აგრო-ეკონომიკური; II.ეკოლოგიური და III. ქართულ-აფხაზური ნდობის აღდგენა/გაღრმავება. 

პროექტის მთავარი ამოცანა იყო  მოსახლეობასთან აქტიური ინფორმაციული მუშაობით,  მათი მობილიზაციით და ჩართულობის  გზით,  საკარმიდამო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო მიწების, ასევე, უმწეო ოჯახების  ნაკვეთების  დამუშავება და მცენარეთა მავნებლების განადგურება. 

  პროექტის ფარგლებში,  5-ვე სამიზნე სოფელში  შეირჩა 3-3 აქტიური ფერმერი  და ასევე  2-2 რეზერვი.   შერჩეულ  ფერმერებს ჩაუტარდათ  ტრენინგები. დატრენინგებული  15 ფერმერისჩართულობით,   5-ვე სოფელში შეიქმნა    მცენარეთა დაცვის სერვისცენტრი და   თითოეულში  დაინიშა  3 ოპერატორი. 

 შეძენილ იქნა და 5-ვე სერვისცენტრს, მოსახლეობის პროპორციულად  გაუნაწილდა საჭირო პრეპარატები და ტექნიკა . 

დაიბეჭდა    საინფორმაციო- მეთოდური  ბუკლეტები რუსულ და ქართულ ენებზე. ისინი გადაცემულია  ფერმერებისათვის,  აქტივისტებისათვის და მოსახლეობისათვის.  

პროექტის სამიზნე სოფლებში, თითო ფერმერულ მეურნეობაში, სპეციალისტებისა  და მეცნიერების მიერ   მცენარეთა მავნებლებზე ჩატარდა დაკვირვებები   და  ექსპერიმენტები . 

 

ჩატარდა:

27 ივნისს განმუხურში   შემაჯამებელი ინფორმაციული შეხვედრა;

30 ივლისს   ხურჩაში 1-ლი მრგვალი მაგიდა;  

21 ნოემბერს თბილისში  მე-2 მრგვალი მაგიდაპროექტის    შედეგების შეჯამებით, შეფასებით  და პრეზენტაციით;

16 დეკემბერს ზუგდიდში  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მე-3 დასკვნითი მრგვალი მაგიდა .

 

   თხილის მავნებელთან ბრძოლის შეზღუდვების და მოსავლიანობის ამაღლების გზების  შესახებ,

ფერმერებისათვის ბროშურის სახით,  შემუშავებულია რეკომენდაციები   რუსულ და ქართულ ენებზე. 

 

პროექტის შედეგებიდან გამომდინარე,   მცენარეთა მავნებლების- ამერიკული თეთრი პეპელას (ათპ),  არაფარდი პარკხვევიას და სხვათა განადგურება  ან მათი ზიანის საგრძნობლად შემცირება, სავსებით  შესაძლებელია, მოსახლეობის მობილიზებულობის  და ჩართულობის შემთხვევაში. 

პროექტის  ფარგლებში უკვე ჩატარებული აქტივობები  პოზიტიურ ზეგავლენას ახდენენ  ქართულ-აფხაზურ თემებს  შორის  ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე.  მოსახლეობას სჯერა, რომ ეს პროექტი  მომავალშიც ხელს შეუწყობს თემებს შორის  მეტ დაახლოებას  და საქმიანი პარტნიორობის განვითარებას.

 

ასევე, გაჟღერდა აფხაზეთის სოფლებიდან შემოსული თხოვნები - მომდევნო წლებში ანალოგიური საქმიანობის გაგრძელებისა და სამოქმედო  არეალის გაფართოების თაობაზე.

 

მრგვალი მაგიდის  მონაწილეებმა   და  COBERM2-ის პროექტების მენეჯერმა ქ-ნმა  ირინა ლიცეკმა და ტექნიკურმა კოორდინატორმა ბატონმა  ბეჟან კოზანაშვილმა  პროექტის შედეგებს მაღალი შეფასება მისცეს  და წარმატებულად ცნეს იგი.

 

Read 863 times

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search