ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png

Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
პარასკევი, 02 ივნისი 2023 05:49

„მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ) საქმიანობის პრეზენტაცია.

ამა წლის 25 მაისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო  მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ადამიანური უსაფრთხოების ჯგუფის მოწვევით, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისათვის  ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში შედგა  ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ)  საქმიანობის პრეზენტაცია.

დამსწრე საზოგადოებას ამსკ-ს საქმიანობა , მიღწეული შედეგები და სამომავლო ამოცანები  გააცნო ორგანიზაციის დირექტორმა ალუ გამახარიამ.

განაცხადა, რომ  EU/UNDP-ის (EU4Dialogue -ის)  და აშშ-ს განვითარების სააგენტოს, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე სამედიცინო და ეკონომიკურ პროექტებს,  ამსკ (APBC) წარმატებულად   ახორციელებს.  ამაზე მეტყველებენ ორგანიზაციისათვის აფხაზი და ოსი პაციენტების მომართვიანობის ზრდის ტემპი. 10 წლის განმავლობაში, ორგანიზაციის მიერ   მომსახურებული პაციენტების მომართვიანობა 110-დან 1000-მდე, ანუ 9-ჯერ და მეტად გაიზარდა. ასევე,  უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის კმაყოფილება და კეთილგანწყობა, რომელიც თან მიჰყვება საკუთარ ოჯახებში დაბრუნებულ აფხაზ და ოს პაციენტებს. რამდენიმეწლიანი დაკვირვებებით და კვლევებით დადასტურებულია, რომ აფხაზეთის სინამდვილეში, ყოველი კეთილგანწყობილად შინ  დაბრუნებული პაციენტი, ასევე კეთილად განაწყობს ქართველი ექიმებისადმი და ზოგადად, ქართველებისადმი, საშუალოდ   არანაკლებ 16 ადამიანს  საკუთარ სოციუმში (საფუძველი: დიმიტრი უზნაძის განწყობის  თეორია).

ეს წარმატებები ქვეყანაში არსებული შერიგების პოლიტიკის, შესაბამისი  სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი პარტნიორი ადგილობრივი  არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი დამსახურებაა! 

აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტები, რუხის სამედიცინო პუნქტთან  გამოკრულ ბანერზე ეცნობიან ინფორმაციას ამსკ-ს სამედიცინო პროექტის შესახებ და იღებენ საკონტაქტო ინფორმაციას.

 პრობლემების,გამოწვევების შესახებ ითქვა - ყველაზე მთავარი გამოწვევაა ის, რომ აფხაზი პაციენტების 30-35%  ონკოლოგიური ავადმყოფია. ჩამოდიან დაგვიანებულ მდგომარეობაში. მკურნალობა ძვირადღირებულია და  დადგენილი ლიმიტები ხშირად  არ არის საკმარისი.

სამედიცინო პროექტის მეშვეობით  ხდება წელიწადში  1000-ზე მეტი ეთნიკური აფხაზი, ოსი ბენეფიციარის მიღება და მკურნალობის ხელშეწყობა, ძველი ურთიერთობების  აღდგენა, ახლის დამყარება, დაახლოება;ხდება მივიწყებული კონტაქტების აღდგენა, ჩნდება ახალი კომუნიკაციები;   შენდება ნდობა და მშვიდობა ; მატულობს კეთილგანწყობილი ადამიანების რაოდენობა; მცირდება მტრის ხატიდა გამაღიზიანებელი    რიტორიკა; არნახულად იზრდება სამოქალაქო და საქმიანი ურთიერთობების  მომხრეთა  რაოდენობა. 

ამსკ-ს წინადადებაა:

·                  აფხაზეთში შეიქმნას  (სოხუმსა და  გალში) სკრინინგ-ცენტრები, რათა ადრეულად  გამოვლინდეს  ონკოლოგიური დაავადებები და  როულად  ჩაუტარდეთ მათ სათანადო მკურნალობა;

·                  აეწყოს ქართველ და აფხაზ ექიმებს შორის თანამშრომლობა.

პრობლემური საკითხები , რომელთა მოგვარება  დროულად უნდა მოხდეს :

ü    აფხაზი პაციენტების ბინებით (ღამის სათევი ოთახებით უზრუნველყოფა თბილისში);

ü    რეფერალური პროგრამის თანხების გაზრდა;

ü    აფხაზი სტუდენტების მხარდაჭერა თბილისში სწავლის შემთხვევაში;

ü    ნდობის მშენებლობის ზოგიერთი სამედიცინო (ინსტრუმენტები, აპარატურა მედიკამენტები), ეკონომიკური (ერთობლივი პროექტები), ადამიანური და სხვა ფაქტორი არ არის სრულად ამოქმედებული (კერძოდ, ექიმებს შორის  პროფესიული კონტაქტები და  თანამშრომლობა).

პრეზენტაცია ჩატარდა  ვიზუალური ჩვენებით.

Read 276 times Last modified on პარასკევი, 02 ივნისი 2023 05:52

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search