ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png

Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
კვირა, 10 მაისი 2026 21:51

ამსკას ახალი სამოქმედო გეგმა: ნდობის აღდგენა და გაუცხოების დაძლევა სამედიცინო და ეკონომიკური მხარდაჭერით Featured

მიმდინარე წლის 7 მაისს ჩატარდა ასოციაცია „მშვიდობიუიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ)  თანამშრომელთა თათბირი  და განხილულ იქნა    მაისის სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია ორგანიზაციის საქმიანობისათვის ალტერნატიული დაფინანსების მოძიება/მოზიდვა.

თათბირზე აღინიშნა, რომ ამსკ  მიზანმიმართულად  ხელს  უწყობს   ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ნდობის აღდგენის და შერიგების გზას. ის  კონფლიქურ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს უანგაროდ     ეხმარება  ქართულ მხარეს უფასო  მაღალკვალიფიციური  სამედიცინო სერვისების /მკურნალობის/ მიღებაში და  ასევე,  ეკონომიკური, პარტნიორული კავშირების დამყარებაში.ამიტომ, აუცილებელია, ორგანიზაციამ დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით,   ამ მიმართულებით  გააგძელოს აქტიური მუშაობა   ახალი ინოვაციური მიდგომების, ინიციატივების და კონკრეტული აქტივობების ხარისხიანად განსახორციელებლად.

მკურნალობაში  დახმარებისათვის მომართვიანობა  მზარდია და მასზე დროულად რეაგირება  ხელს უწყობს   ნდობის აღდგენას  და  შერიგების პროცესის დაჩქარებას. ამიტომ აუცილებელია

ამსკ-ს სამედიცინო პროექტის  მნიშვნელობაში გაცნობიერებული და მასში ჩართვის სურვილის მქონე  სამედიცინო კლინიკების, ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლებლების, ურთიერთობების გადაყვანა პრაქტიკულ ჭრილში და ურთიერთპატივისცემაზე   დამყარებული  თანამშრომლობის დაგეგმვა,    მათი   კონსოლიდაცია და სამედიცინო პროექტის სამსახურში  ჩაყენება.   

 ამსკ  ყველაფერს აკეთებს, რომ საგრძნობლად გაზარდოს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური   კავშირ-ურთიერთობები  განათლებისა და ეკონომიკის სფეროებში   და ამ გზით ხელს უწყობს  კონფლიქტის ზონებში მცხოვრები   მოსახლეობის,  უპირველესად, მისი მოწყვლადი ნაწილის  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამსკ  მის პარტნიორებთან ერთად გეგმავს   მეტი ყურადღება  გაამახვილოს  პაციენტების მკურნალობის პროცესში ლოგოთერაპიის როლის მნიშვნელობაზე,მენტალური ჯანმრთელობის საკითხზე,  მათ  ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობაზე.

  ორგანიზაცია ცდილობს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ქართველებსა და აფხაზებს შორის  გაჩენილი გაუცხოების გაქარწყლებას.   პარადოქსია, მაგრამ  ფაქტია, რომ  მრავალრიცხოვანი  პაციენტების   ნდობის დინამიკა  მაღალია,  მაგრამ, ამავდროულად, შესამჩნევი გახდა ქართველებსა და აფხაზებს შორის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის გაუცხოების საშიში ტენდენცია, ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას-ჩაერთოს ნდობის მშენებლობის მიმდინარე პროცესში, უპირველესად, სამედიცინო დახმარებების გაწევის გზით, ასევე ,ეკონომიკური კავშირების  დამყარებისა და გაღრმავების მიმართულებით.

  ამ აქტივობების განხორციელება  ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსური გაუცხოების შეჩერებას და ქვეყნის განმთლიანებისაკენ   კონკრეტული მოსაზრებებისა და გეგმების შემუშავებას.

 

Read 13 times Last modified on კვირა, 10 მაისი 2026 21:58

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

©2026 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search