ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png

Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
პარასკევი, 14 ოქტომბერი 2022 15:13

ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ სამედიცინო პროექტების ფარგლებში,

ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ სამედიცინო პროექტების ფარგლებში,

21-27 სექტემბერს ქუთაისში  ჩატარდა  შეხვედრები, რომელიც ითვალისწინებდა    ექიმებს შორის ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას და  პროფესიული კავშირების დამყარება-გაფართოვებას.

 

ექიმების მეტად საინტერესო შეხვედრები შედგა:

Ø  დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ევექსის:  

·   კარდიოლოგიურ განყოფილებაში  მაღალი დონის  სპეციალისტებთან:  თამარ იობიძე, რეზო შენგელია და  ავთანდილ გოლეთიანთან, რომლებმაც კოლეგებს    თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს,  საერთაშორისო სტანდარტებთან  შესაბამისი  კარდიოლოგიური მიმართულებით მკურნალობის  სიახლეებზე და  დღე-ღამის განმავლობაში  მათ უწყვეტ მომსახურებაზე.

·            ლინიკის ნეიროქირურგიული განყოფილების  გუნდთან;    ნეიროქირურგმა იაგო ცერცვაძემ კოლეებს  გააცნო  გეგმიური და გადაუდებელი სრული ნეიროქირურგიული სერვისის მიღების საკითხები. ასევე, ექიმები დაასწრო  ურთულეს   ოპერაციას, რომელიც ჩაუტარდა   ინსულტით შემოყვანილ, მარცხენა ხელ-ფეხ  და მეტყველება  წართმეულ ახალგაზრდა ქალს. დოქტორ იაგო ცერცვაძის გუნდმა, ძვირადღირებული მიკროკატეტერების გამოყენებით,პაციენტს ინსულტი უსისხლო ოპერაციის დაწყებიდან, 7 წუთში გაუქრო! ავადმყოფს  კიდურები აუმოძრავდა და მეტყველება აღუდგა.

·            ტრავმატოლოგია/ორთოპედიის განყოფილებაში,  მსოფლიო ტრავმატოლოგთა  ასოციაციის წევრმა,  საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა,ასოცირებულმა პროფესორმა   ზურაბ ხაბეიშვილმა  კოლეგებს  გააცნო  კლინიკაში   მაღალი სირთულის ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური  სამედიცინო სერვისები და 
ისაუბრეს   კოლეგიალური ურთიერთობის აწყობის საკითხებზე. 

·         ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში,  ოკო ექიმებმა-ხათუნა ბიბიჩაძემ, მარინა სიმსივემ, რადიაციული ონკოლოგიის  დეპარტამენტიდან-აკაკი ჩიხლაძემ, თორნიკე ბაძგარაძემ,   ჯარჯი ბაციკაძემ,   მათ განყოფილებაში მომუშავე სხვა მედიკოსებმა, ჩიკაგოში მოღვაწე რადიაციულ ონკოლოგ კრისტინა  კილიმ,რომელიც კლინიკაში წელიწადში ჩამოდის 3-4-ჯერ,   კოლეგებს გააცნეს თუ როგორ ხდება ამ კლინიკაში  ონკოლოგიური პაციენტების მართვა, დიაგნოსტიკური ღონისძიებების დაგეგმვა  და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა. აღნიშნულ გუნდში ჩართულია ყველა სპეციალობის ექიმი: სხივური ონკოლოგები, ქიმიოთერაპევტები, ქირურგები, რადიოლოგები... აქ   ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტსძლევა შესაძლებლობა, ჩვენების მიხედვით, ერთ სივრცეში ჩაიტაროს შესაბამისი სრული ონკოლოგიური კვლევა და მკურნალობის კურსი ადგილობრივი და საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმების ჩართულობით გაიაროს.

Ø  ქუთაისის ერთ-ერთ წარმატებული ინფექციური (COVID-19) მიმართულების კლინიკა ლჯ და კომპანიას-დირექტორმა, პროფესორმა ნოდარ მაღლაფერიძემ, წამყვან ექიმ-ინფექციონისტმა, პროფესორ დარეჯან ხაჭაპურიძე, კლინიკის მთავარმა ექთანმა  ნესტან ყიფიანმა  კოლეგებს დაათვალიერებინეს და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მკურნალობის ახალ საინტერესო მიგნებებზე და მეთოდებზე.

Ø  წყალტუბოში, განმაჯანსაღებელ კომპლექსში „პრომეთე“, ექიმ-იმუნოლოგმა გიორგი ჯუღელმა და  ექიმმა ირმა თუთბერიძემ  ექიმებს დეტალურად გააცნეს წყალტუბოს  მინერალური წყლების ფიზიკო-ქიმიური თვისებები.    წყალტუბოში არსებული სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურები და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა სასიამოვნო გარემოს ქმნის კომფორტული მკურნალობისათვის, აღნიშნეს  ექიმებმა და სურვილი გამოთქვეს მომავალში თანამშრომლობის აწყობაზე.

Øექიმებმა მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში  ბათუმის რეფერალური  ჰოსპიტალის  პროფესორ კახაბერ ქაშიბაძის და მისი გუნდის მიერ ჩატარებულ  ღვიძლის  ტრანსპლანტაციის   კონფერენციაში.  

Øწყალტუბოში,  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელ კომპანია   „ჰერბიას“ ხელმძღვანელმა  ზურაბ ჯანელიძემ  ექიმებს  გააცნო და დაათვალიერებინა,   თანამედროვე ტექნოლოგიების და ხარისხის სტანდარტების დაცვით,     მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად,  სასუქის გამოყენების გარეშე  თუ როგორ მოჰყავთ მწვანილი, ბოსტნეული ,  როგორ  ხდება  წარმოებული პროდუქციის დაფასოება და  დისტრიბუცია  საქართველოს  სხვადასხვა  600-დან 700-მდე სავაჭრო ქსელში. ასევე, კომპანიას მოწყობილი აქვს პროდუქციის დასაფასოებელი უბანი და  საწყობი-მაცივარი.  

კომპანიის ტერიტორიაზე, მშენებლობის პროცესშია „ღია ცის ქვეშ  სოფლის ევოლუციის მუზეუმი“,  სადაც მოხდება  მამა-პაპისეული ტრადიციებით,  მოსული სტუმრების, ტურისტების მიღება.ეს იქნება კულტურული ცენტრი,თავისი  საგამოფენო დარბაზით,სადაც მოსული სტუმარი  გაეცნობა ქვეყნის წარსულს და მის მომავალს.

 

შეხვედრებისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართველი ექიმები მზად არიან ხელი შეუწყონ    ტელემედიცინის  განვითარებას და თავიანთ   კოლეგებს  გაუწიონ ვიდეო კონსულტაციები, რათა ერთობლივი ძალებით მოხდეს  რაც შეიძლება მეტი პაციენტების გადარჩენა. 

 

ყოველი შეხვედრის შემდეგ ხდებოდა   საკონტაქტო ტელეფონის ნომრების გაცვლა. 

 

 

 

 

 

Read 366 times

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search