Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603

ვლაქერნობა ზუგდიდში და შეხვედრა პატრიარქთან

15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან დილის 08:30 საათზე  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი  სამოსელის გამობრძანებას, ამ სიწმინდის         საზეიმო ლიტანიობით  ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში გადაბრძანებას და  სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას  დაესწრნენ  ამსკ- წარმომადგენლები, აფხაზ   ბენეფიციარებთან ერთად.

საღმრთო ლიტურგია აღავლინა  უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად.

ლიტურგიის დამთავრების შემდეგ უწმინდესი და უნეტარესი შიო III შეხვდა აფხაზეთიდან ჩამოსულთ, მოისმინა მათი პრობლემები,   დალოცა და სამახსოვროდ ხატებიც გადასცა.

მსგავსი შეხვედრები პატრიარქთან  მომავალშიც შედგება.

Read 1 times
© 2026 Your Company. All Rights Reserved. Designed By JoomShaper

Search