ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png

მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია


ჩვენი მისიიდან გამომდინარე, გვაქვს   ერთმანეთთან  დაკავშირებული 2  ძირითადი მიზანი:

  • საქართველოში არსებული  კონფლიქტების ტრანსფორმაცია, დაპირისპირებისა და დაძაბულობის შემცირება , მხარეებს შორის ნდობის  ამაღლება;
  • მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ქართულ-აფხაზურ ერთობლივ  პროექტებში  ჩართვისა და მშობლიურ კერებში მათი დაბრუნების წახალისება.

წარმატებულად განხორციელებული პროექტები

  • აფხაზი და ოსი პაციენტებისათვის მაღალკვალიფიციური ჰუმანიტარული სამედიცინო სერვისების მიწოდების ხელშეწყობა. ამსკ-ს მეშვეობით, ამ სერვისებით  წელიწადში არანაკლებ 500 ბენეფიციარი სარგებლობს;
  • პარტნიორული ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების საპროექტო განაცხადების მომზადება. ამისათვის ხდებოდა და  ამჟამადაც  ხდება   შესაბამისი  სავაჭრო ტურების, ტრენინგებისა და  კონსულტაციების  ორგანიზება ქართველების, აფხაზების, ოსების მონაწილეობით;
  • 2014 წლიდან ხორციელდება ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების სტაჟირების და მცირე ბიზნესში მათი ჩართვის ხელშემწყობი „ბიზნესინკუბატორი“-ს საქმიანობის  განვითარებისკენ მიმართული   აქტივობები. „ბიზნესინკუბატორს“, როგორც ამსკ-ს  ხელშეწყობით შექმნილ ორგანიზაციას, გააჩნია სახელმწიფოს მიერ  უვადო სარგებლობაში  გადმოცემული შენობა-ნაგებობები და ტერიტორია, რომლის  საერთო ფართი 17,0 ათას მ2-ს შეადგენს.

ბოლო  წლებში მიღწეული შედეგები

  • ნდობა ამაღლდა, მშვიდობა შენდება :

-კონფლიქტებით დაყოფილ თემებში  კეთილგანწყობა  მატულობს;

-ქართველებს და აფხაზებს/ოსებს შორის „მტრის ხატი“ შემცირდა ;

- სამოქალაქო და საქმიანი ურთიერთობების  მომხრეთა  რაოდენობა  ბოლო 5 წელიწადში თითქმის 2-ჯერ გაიზარდა;

-მხარეებს შორის   გამაღიზიანებელი   რიტორიკა შემცირდა;

- ქართულ მხარეს    სამკურნალოდ  და საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად  გადმოსვლის  მსურველი აფხაზების და ოსების რაოდენობა  დღითი დღე იზრდება და ა.შ.

სამომავლო  გეგმები

  • „სიკეთის ძალა“-ზე დაყრდნობითა და გაეროს გლობალურ მიზნებზე ორიენტირებით,  ნდობისა და მშვიდობის მშენებლობის ხელშემწყობი ახალი პროექტების შემუშავება-განხორციელება (გაეროს გლობალური მიზანი  #16);
  • ევროკავშირის, აშშ-ს, იაპონიის და სხვა მოწინავე ქვეყნების მონათესავე ორგანიზაციების ცოდნა-გამოცდილების შესწავლა, მათთან უშუალო კონტაქტების დამყარება და აქტიური  თანამშრომლობის აწყობა (გაეროს გლობალური მიზანი #17);
  • აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის მხარდაჭერისკენ მიმართული  ჰუმანიტარულ-სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების  მოცულობის  ზრდა  (გაეროს  გლობალური მიზანი:#1,#2, #3, #8);
  • COVID-19-ის წინააღმდეგ და ადამიანების უსაფრთხოებისკენ მიმართულ სხვადასხვა  პროექტში აქქტიური მონაწილეობა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები  მეგობრების  ჩართულობით ქართველ, აფხაზ, ოს  ექიმებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • ეროვნული და საერთაშორისო დონის სამშვიდობო, სოციალური და გარემოდაცვითი  ინიციატივების  განხორციელების პროცესში ჩართვა,     უპირველესად, 2030 წლამდე  გაეროს მიერ დასახული  მდგრადი განვითარების  გლობალურ  მიზნებთან დაკავშირებული (#1,#2#3,#6,#7)  პროგრამების   იმპლემენტაციაში  საკუთარი წვლილის შეტანა.

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search