ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png
ალუ გამახარია
ალუ გამახარიადირექტორი და დამფუძნებელიgamakhariaalu@gmail.com; alu.gamakharia@mail.ru
ტელ.: (+995) 599 55 20 64

ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"-ს (ამსკ) უმაღლესი მმართველი ორგანოა გამგეობა.იგი შედგება 4 წევრისგან:

ალუ გამახარია - გამგეობის წევრი.ამავდროულად, ორგანიზაციის დამფუძნებელი და მისი დირექტორი,ბიზნესისა და განვითარების კავკასიური ქსელის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი.

დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკური სახელმწიფო ინსტიტუტი (ამჟამად მართვის უნივერსიტეტი, მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი), სპეციალობა ინჟინერ-ეკონომისტი.

1974-1993 წლებში ცხოვრობდა და საქმიანობდა სოხუმში, იყო საწარმოო გაერთიანება "ორგტექნიკის" ("სოხუმხელსაწყოს") გენერალური დირექტორი.

§ 1990-2014 წლებში გავლილი აქვს მოკლევადიანი სემინარები და სასწავლო და კურსები თემებზე:

-თანამედროვე მენეჯმენტისა და მარკეტინგის საკითხები, ევროპაში ბიზნეს-ტურებში მონაწილეობით;

- “საბუღალტრო აღრიცხვის რეფორმა საწარმოებში”, ქუთაისი, USAID-ის პროექტის ფარგლებში;

2013 წლის იანვარ-მარტში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, გაიარა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის კურსები შემდეგ საკითხებზე:

-სტრატეგიული დაგეგმვა ;

-ადამიანური რესურსების მართვა;

-პროექტის ციკლის მართვა.

§ 2013-2014ww.EU-UNDP- ის ერთობლივი ინიციატივა COBERM-ის ტრენინგები: შედეგებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენება ნდობის დამყარების პროექტებში;

§ 2015 წლის თებერვალ-მარტი: ძლიერი, კრეატიული აზროვნების განვითარება მეწარმეებში;

§ უამრავი სხვა ტრენინგი და სემინარი , როგორც ეკონომიკისა და ბიზნესის , ასევე კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის თემებზე.

გამოცემული აქვს სახელმძღვანელო: „როგორ ავაწყოთ და ვმართოთ საკუთარი ბიზნესი“. ატარებს ტრენინგებს, მონაწილეობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის და მათი კოალიციის დაფუძნებაში და საქმიანობაში.

სისტემატიურად აწყობს შეხვედრებს ანდა აქტიურად მონაწილეობს სახალხო დიპლომატიის ფარგლებში საქართველოში და საზღვარგარეთ სხვადასხვა ფორმატის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგებში.

· 2008 წლის დეკემბერში „საყოველთაო მშვიდობის ფედერაცია“-მ მიანიჭა„მშვიდობის ელჩი“-ს საპატიო წოდება.

მერი გვაძაბია
მერი გვაძაბიაგამგეობის წევრი, ოფის მენეჯერიელ. ფოსტა.: gvadzabiam@mail.ru
მობ.: (+995) 598 25 52 79; (+995) 597 92 83 83.

მერი გვაძაბია – გამგეობის წევრი, ოფისის მენეჯერი.

2004 წლიდან მუშაობს ამსკ-ს ოფისის მენეჯერად.

დაამთავრა აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენა და ლიტერატურა, ლინგვისტიკის სპეციალიზაციით (1988წ).

გაიარა :

1996 წელს, TACIS-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯის მართვის მომსახურების კურსი;

2002 წელს- გაეროს განვითარების პროექტის ეგიდით ტრენინგ-კურსი:

– საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზაცია,

-კადრების აღრიცხვისა და მართვის სისტემები;

2013 წლის იანვარ-მარტში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის კურსები შემდეგ საკითხებზე:

-სტრატეგიული დაგეგმვა ;

-ადამიანური რესურსების მართვა;

-პროექტის ციკლის მართვა.

– 2015 წლის თებერვალ-მარტი: ძლიერი, კრეატიული აზროვნების განვითარება მეწარმეებში.

აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისათვის აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მიერ 2014 წლის 18 ივნისს დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.

ეკატერინე გამახარია – გამგეობის წევრი

დაამთავრა: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა- სამართალმცოდნეობა და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია (2001წ), ინდიანას უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (IUPUI, აშშ) საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართლის მაგისტრის კვალიფიკაციით (2007).

შრომითი საქმიანობა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰომანიტარულ ფონდ „სოხუმ“-ში, სადაც 2000-2006 წლებში ხელმძღვანელობდა ქალთა უფლებების დაცვის სექტორს. ფონდ “სოხუმთან” დღემდე თანამშრომლობს, როგორც კონსულტანტი. 2007-2008 წლებში მუშაობდა თბილისში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში, ნაციონალურ კონსულტანტად დევნილთა საკითხებში.

2012 წლიდან მუშაობს, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მოღვაწე ბრიტანულ საერთაშორისო-საქველმოქმედო ორგანიზაციაში „ევრიჩაილდი“, პროგრამების მენეჯერად.

ეკატერინე გამახარია
ეკატერინე გამახარიაგამგეობის წევრიელ. ფოსტა: ekagama@gmail.com
მობ.: (+995) 599 73 47 57

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search