მიმდინარე წლის 7 მაისს ჩატარდა ასოციაცია „მშვიდობიუიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ) თანამშრომელთა თათბირი და განხილულ იქნა მაისის სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია ორგანიზაციის საქმიანობისათვის ალტერნატიული დაფინანსების მოძიება/მოზიდვა.
თათბირზე აღინიშნა, რომ ამსკ მიზანმიმართულად ხელს უწყობს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ნდობის აღდგენის და შერიგების გზას. ის კონფლიქურ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს უანგაროდ ეხმარება ქართულ მხარეს უფასო მაღალკვალიფიციური სამედიცინო სერვისების /მკურნალობის/ მიღებაში და ასევე, ეკონომიკური, პარტნიორული კავშირების დამყარებაში.ამიტომ, აუცილებელია, ორგანიზაციამ დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, ამ მიმართულებით გააგძელოს აქტიური მუშაობა ახალი ინოვაციური მიდგომების, ინიციატივების და კონკრეტული აქტივობების ხარისხიანად განსახორციელებლად.
მკურნალობაში დახმარებისათვის მომართვიანობა მზარდია და მასზე დროულად რეაგირება ხელს უწყობს ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესის დაჩქარებას. ამიტომ აუცილებელია
ამსკ-ს სამედიცინო პროექტის მნიშვნელობაში გაცნობიერებული და მასში ჩართვის სურვილის მქონე სამედიცინო კლინიკების, ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლებლების, ურთიერთობების გადაყვანა პრაქტიკულ ჭრილში და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის დაგეგმვა, მათი კონსოლიდაცია და სამედიცინო პროექტის სამსახურში ჩაყენება.
ამსკ ყველაფერს აკეთებს, რომ საგრძნობლად გაზარდოს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური კავშირ-ურთიერთობები განათლებისა და ეკონომიკის სფეროებში და ამ გზით ხელს უწყობს კონფლიქტის ზონებში მცხოვრები მოსახლეობის, უპირველესად, მისი მოწყვლადი ნაწილის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამსკ მის პარტნიორებთან ერთად გეგმავს მეტი ყურადღება გაამახვილოს პაციენტების მკურნალობის პროცესში ლოგოთერაპიის როლის მნიშვნელობაზე,მენტალური ჯანმრთელობის საკითხზე, მათ ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობაზე.
ორგანიზაცია ცდილობს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ქართველებსა და აფხაზებს შორის გაჩენილი გაუცხოების გაქარწყლებას. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მრავალრიცხოვანი პაციენტების ნდობის დინამიკა მაღალია, მაგრამ, ამავდროულად, შესამჩნევი გახდა ქართველებსა და აფხაზებს შორის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის გაუცხოების საშიში ტენდენცია, ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას-ჩაერთოს ნდობის მშენებლობის მიმდინარე პროცესში, უპირველესად, სამედიცინო დახმარებების გაწევის გზით, ასევე ,ეკონომიკური კავშირების დამყარებისა და გაღრმავების მიმართულებით.
ამ აქტივობების განხორციელება ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსური გაუცხოების შეჩერებას და ქვეყნის განმთლიანებისაკენ კონკრეტული მოსაზრებებისა და გეგმების შემუშავებას.
ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია” (ამსკ) , დიდი ბრიტანეთი/UNDP-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "მედიცინა ხიდია დიალოგისა და ნდობის მშენებლობისათვის".
პროექტს 2 კონკრეტული მიზანი აქვს:
ü მიზანი-1.
დახმარება გაეწიოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მუდმივად მცხოვრებ 450 ადამიანს, რათა მათ შეძლონ მაღალკვალიფიციური მკურნალობის მიღება საქართველოს სამედიცინო კლინიკებში და კმაყოფილები და კეთილგანწყობილები დაბრუნდნენ საკუთარ საზოგადოებაში.
ü მიზანი-2.
დაგეგმილი ბენეფიციარების სულ მცირე ნახევარში (არანაკლებ 225 ადამიანი) ჯანსაღი ცხოვრების წესის, საერთო კულტურისა და საერთო წარსულის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ომის შედეგად დაშორებული ნათესავების, მეზობლების, მეგობრების და სხვა საინტერესო ადამიანების პოვნასა და მათთან დაკავშირებაში დახმარება.
ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ (ამსკ), მის პარტნიორ ჩაის მწარმოებელ ორგანიზაციებთან (თერნალი+“, აგურა ჩაის მწარმოებელი შპს „თერნალი“, შპს „თამარ-ჩაისთან“) ერთად, მ/წლის 30 აგვისტოს, გურიაში, შეკვეთილში მუსიკოსთა პარკში გამართულ ქართული ჩაის ფესტივალში „ჩაის გზა“ მიიღო აქტიური მონაწილეობა
ამსკ-ს საგამოგენო პანელმა იქ მოსული საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მრავალი ქართველი და უცხოელი ვიზიტიორი ესტუმრა. ქართველი და აფხაზი მეწარმეების ერთობლივად დამზადებულმა თეთრმა, მწვანე და შავმა ჩაიმ, დარგის სპეციალისტთა და ვიზიტიორთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
რადგანაც ამსკ-ს საქმიანობის პრიორიტეტებს შორის, სამედიცინო დახმარებების შემდეგ, მეორე ადგილზე ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური პარტნიორული, ერთობლივი მცირე ბიზნესის მხარდაჭერაა, ნათლად იკვერთება მეჩაიეობაში პარტნიორობის დიდი და რეალური პოტენციალი.
ჩატარებულ ფესტივალზე ქართველ მეწარმეებს მიეცათ საშუალება ეკოლოგიურად სუფთა ქართილი ჩაის პროდუქციასთან ერთად
კვებისა და სამეწარმეო კუთხის დათვალიერებისა,სამეწარმეო და სარეალიზაციო ბაზრების შესწავლისა.
ფესტივალს სტუმრობდნენ ამსკ-ს აფხაზი ბენრფიციარებიც. ფესტივალმა და იქაურმა გარემომ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი მადლიერები და თანამშრომლობით დაინტერესებულები არიან.
ასევე, შედგა შეხვედრა შვეცარიის სააგენტოს ხელმძვანელთან, რომელსაც ინფორმაცია მიეწოდა ამსკ-ს გეგმებზე.
ქართულ - აფხაზური თანამშრომლობის თემა, ყველა მნახველს აინტერესებდა და მოსწონდა.თვით აფხაზი მეწარმეების მონაწილეობა სხვა დატვირთვას ანიჭებდა ამსკ-ს პანელს.ასევე , ფესტივალის მუშაობას სოციალური ქსელით თვალს ადევნებდნენ ამსკ-ს ბენეფიციარები აფხაზეთიდანაც .
ამსკ-ს კუთხეს სტუმრობლნენ და ჩაი დააგემოვნეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, მოადგილე ლაშა ჭელიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძემ.
ღონისძიების დასასრულს, ფესტივალის მონაწილეები, მათ შორის ამსკ, დაჯილდოვდნენ სიგელებით „ჩაის გზა“.
„ჩაის გზა“ ორგანიზებული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ.
ამა წლის 15 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის მშობელთა კომიტეტის წევრებთან შედგა შეხვერდა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ) და „საზოგადოება მომავალი თაობისათვის“ ხელმძღვანელების: ალუ გამახარია და ლევან თოდუასი .
შეხვედრა გახსნა და სიტყვით გამოვიდა რუხის საჯარო სკოლის დირექტორი ედუარდ ციკოლია. შეხვედრის მიზანზე ილაპარაკეს ამსკ-ს გამგეობის თავმჯდომარემ ალუ გამახარიამ, ა/ო „საზოგადოება მომავალი თაობისათვის“ დირექტორმა ლევან თოდუამ, სჰც „აფხაზეთის“ სამეგრელოს ოფისის ხელმძღვანელმა ირაკლი ქოჩუამ, მისმა თანამშრომელმა მაკო ქირიამ.
საუბარი შეეხო რუხის კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი პაციენტების და მათი მომყოლი პირების, რუხელების მიერ ოჯახებში მიღებისა და მათთვის მოკლე დროით ღამის სათევი ადგილების გამოყოფის საკითხებს.
თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, განსაკუთრებით, რუხში არსებულ სამედიცინო კლინიკებში ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ მოწოდებული მკურნალობის სერვისები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ქართულ-აფხაზური შერიგებისათვის და „მტრის ხატის“ მოშლისათვის, ხალხებს შორის ადამიანური და საქმიანი კავშირების დამყარებისათვის.
შეხვედრაზე აღინიშნა,რომ რუხში ამოქმედებული თანამედროვე სამედიცინო
ცენტრი-რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, უმაღლეს დონეზე და ოპერატიულად
ემსახურება აფხაზეთიდან გადმოყვანილ მძიმე პაციენტებს. მაგრამ სერიოზულ გამოწვევად რჩება აფხაზი პაციენტების სტაციონალური მკურნალობის პერიოდში, მათი მომყოლი პირებისათვის ღამის სათევი ადგილები. გამომსვლელებმა მოუწოდეს შეხვედრის მონაწილეებს ეფიქრათ ამ პრობლემის გადაჭრაზე.
შეხვედრაზე მშობელთა კომიტეტის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ იდეის განხორციელება შესამჩნევად წაახალისებს ქართულ-აფხაზური ნდობის მშენებლობასა და შერიგებას. შეხვედრის მონაწილენი დაგვპირდნენ, რომ მოწოდებას (იდეას) აუცილებლად გააცნობენ სოფლის მოსახლეობას, რათა მოძიებულ იქნენ მოხალისე ოჯახები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, ღამის სათევის გარეშე დარჩენილი აფხაზი პაციენტების თანმხლები პირებისთვის, უსასყიდლოდ მასპინძლობის გაწევის თაობაზე.
რუხელები ამ იდეის ხორცშესხმით, კიდევ ერთხელ შეახსენებენ აფხაზებს ქართულ ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. თავიანთ მხრივ კი, მასპინძელი ქართველი და სტუმარი აფხაზი დაამყარებენ მეგობრულ კავშირებს, შესაძლოა პარტნიორული ეკონომიკური ურთიერთობებიც კი! ამის დასტურად დასახელდა ერთ-ერთი რუხელის ოჯახი, რომელიც მასპინძლობდა რუხის კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტის თანმხლებ პირებს.ასეთ ურთიერთობებს აუცილებლად მოჰყვება დადებითი ემოცია და განწყობა. როგორც ლევან თოდუა აღნიშნავს, აფხაზი ოჯახურ ღირებულებებს დიდ პატივს სცემს და სტუმართმოყვარეობას ძალიან აფასებს. დღეს აფხაზსა და ქართველს შორის არსებულ გაუცხოებაში მიზეზია მესამე ძალის მიერ თავს მოხვეული ომი და არა რიგითი ადამიანები. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა და ხალხების შერიგება გარდაუვალია. რუხელებს, როგორც არასდროს, ეძლევათ შანსი, რომ ამ ისტორიულ პროცესში თავიანთი ღირებული წვლილი შეიტანონ.
რუხელებთან შეხვედრები გაგრძელდება და შეირჩევა ოჯახები, რომლებიც გაჭირვებაში ჩავარდნილ აფხაზებს დახმარების ხელს გაუწოდებენ. ასეთ ოჯახებს ჩვენი ორგანიზაციის მხარდაჭერაც ექნებათ.
არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს, რეგისტრაციის
#5/4102-5/ზ-11.