ამა წლის 1 ნოემბერს, სოფელ რუხში, მულტიფუნქციურ სათემო ცენტრ „ჩემი მორდუში“ შედგა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას (ამსკ) წარმომადგენელთა და რუხის აქტივისტების შეხვედრა, რომელიც ეხებოდა მეტად აქტუალურ და მნიშვნელოვან სამშვიდობო და პატრიოტულ საქმეს-წონადი წვლილის შეტანას ქართულ-აფხაზური ნდობის მშენებლობისა და შერიგების საქმეში.
ახლა, როცა რუხში აშენებული და ამოქმედებულია საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო, თანამედროვე სამედიცინო ცენტრი-რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც უმაღლეს დონეზე და ოპერატიულად ემსახურება აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტებს, საგრძნობლად იმატა ამ კლინიკაში აფხაზი პაციენტების მომართვიანობამ. აქ მომუშავე მაღალი რანგის ექიმები და ხელმძღვანელობა პირნათლად აკეთებენ თავიანთ საქმეს, რათა ისინი ჯანმრთელნი და კმაყოფილნი დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს, ახლობლებს, საზოგადოებას. მაგრამ არის ერთი სერიოზული გამოწვევა-აფხაზი პაციენტების სტაციონალური მკურნალობის პერიოდში,მათი მომყოლი პირები ღამის სათევი ადგილების გარეშე რჩებიან.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუხელები უნდა დაუბრუნდნენ თავიანთი ისტორიული მისიის შესრულებას, შეახსენონ აფხაზებს ქართული ტრადიციული სტუმართმოყვარეობა-სოფელში შეირჩეს რამდენიმე ათეული ოჯახი (მათი სურვილის შემთხვევაში) და პაციენტების მომყოლ პირებს, მათი ავადმყოფის კლინიკაში მკურნალობის პერიოდში, შესთავაზონ ღამის თევა.
ამ მიზნით, უახლოეს პერიოდში შედგება რუხის მოსახლეობასთან შეხვედრა, რათა მოძიებულ იქნენ მოხალისეები, ვინც გამოხატავს მზაობას, ღამის სათევის გარეშე დარჩენილი აფხაზი პაციენტების თანმხლები პირებისთვის მასპინძლობის გაწევის თაობაზე.
ქართულ-აფხაზური ნდობის მშენებლობისა და შერიგების მიმართულებით, გვჯერა, რომ რუხელები ამ პრობლემას, როგორც არავინ, ისე მოაგვარებენ, აღადგენენ დავიწყებულ კავშირებს და ასობით აფხაზ მეგობარს და ახლობელს შეიძენენ.
ამა წლის 23 სექტემბერს, 13:00 სთ-დან 17:00 საათამდე, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს (სამეგრელო,ზუგდიდის რ-ნი), არსებული მდგომარეობის გასაცნობად და სამომავლო გეგმების დასასახად, ეწვია ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ) თანამშრომელთა ჯგუფი, სოხუმელ ექიმთან ერთად.
რუხის საავადმყოფოდან შეხვედრას უძღვებოდნენ: კლინიკის დირექტორი სერგო ფიფია და კლინიკური დირექტორი გიგა ფარფალია.
ამსკ-ს გუნდის კლინიკის მენეჯმენტთან შეხვედრის მიზანი იყო აფხაზი პაციენტების მკურნალობის საკითხებთან დაკავშირებით, ამსკ-ს და რუხის საავადმყოფოს შორის აქტიური თანამშრომლობის აწყობა.
რუხის სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე, უახლოესი მოდელის სამედიცინო აპარატურებით და დაკომპლექტებულია განათლებული, წარმატებული, მაღალკვალიფიციური, ადგილობრივი და მოწვეული ექიმებით, უმცროსი მედპერსონალით.
მედპერსონალის სამუშაო გამოცდილება უკავშირდება წლების განმავლობაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიღებულ პრაქტიკას და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, არა ერთ ტრეინინ-სემინარში მონაწილეობას.
კლინიკის მედპერსონალი გამოირჩევა პაციენტებისადმი ზრუნვით და თბილი დამოკიდებულებით. მათი მიზანია კლინიკაში სამედიცინო სერვისების გაძლიერება და განვითარება, რათა ყველა მოქალაქეს ჰქონდეს მაღალი ხარისხის, თანამედროვე სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, სამედიცინო სერვისით სარგებლობს, როგორც ადგილობრივი, ისე აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტები და მათ, როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული სერვისის მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში.
კლინიკის მენეჯმენტმა ამსკ-ს გუნდს გააცნო კლინიკის განვითარების გეგმები და ყურადღება გაამახვილა უახლოეს პერიოდში აქ სამედიცინო სერვისების გაფართოების, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და კადრებით სრული დაკომპლექტების საკითხებზე.
ყოველივე ამის შემდეგ, ის გახდება საქართველოში ერთ - ერთი საუკეთესო კლინიკა, რომელსაც დიდი როლის შეტანა შეუძლია ქართულ-აფხაზური ნდობის აღდგენა-გაღრმავების საკითხებში.
ამსკ-ს გუნდი სტუმრობის მომენტში მოწმე გახდა კლინიკაში უახლესი ტექნიკის 3 ტესლიანი მრტ-ს შემოტანის და დამონტაჟების პროცესისა. ასევე, ვნახეთ უახლესი 600 შრიანი კტ და სხვა უახლესი თანამედროვე სამედიცინო აპარატურებით აღჭურვილი განყოფილებები.
ამსკ-ს გუნდის ამოცანაა-აფხაზეთში რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს შესახებ მეტი ცნობადობის შეტანა და ამ კლინიკასთან თანამშრომლობაზე მეტი აქცენტის გადატანა.
ცალსახად აღინიშნა, რომ აფხაზეთიდან ჩამოსული პაციენტებისამი ამ კლინიკის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, მათდამი თბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულება, თუ როგორ ქმნის აფხაზი ხალხის კმაყოფილებას და კეთილგანწყობას ქართველებისადმი.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის კეთილშობილური საქმიანობა, ნდობისა და მშვიდობის მშენებლობის დიადი საქმის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მიმდინარეობს.
შეხვედრა მიდიოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
მადლობა კლინიკის მენეჯმენტს, მედპერსონალს, თანამშრომლობაში მზაობის გამოხატვისათვის.
23 სექტემბერი, 2024 წელი
ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ (ამსკ), მის პარტნიორ ჩაის მწარმოებელ ორგანიზაციებთან (სოციალური საწარმო“ თერნალი+“, აგურა ჩაის მწარმოებელი შპს „თერნალი“) ერთად, მ/წლის 13 აგვისტოს, გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში გამართულ ქართული ჩაის ფესტივალში „ჩაის გზა“ მონაწილეობა მიიღო.
ამსკ-ს საგამოგენო კუთხეში სადეგუსტაციოდ გამოფენილი იყო აფხაზი მეწარმეების მიერ დამზადებული ელიტური თეთრი, მწვანე და შავი ჩაი.
ჩატარებულ ფესტივალზე ქართველ მეწარმეებს მიეცათ საშუალება ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქციის: ჩაის, ბიოჩაის,თაფლის,ყველის, ღვინის, ჩირის, ჩურჩხელების, აჯიკის და სხვ. პროდუქტების გამოფენა-გაყიდვის, სამეწარმეო და სარეალიზაციო ბაზრების შესწავლისა.
ამსკ-ს საგამოგენო კუთხეს მრავალი ქართველი და უცხოელი ვიზიტიორი ესტუმრა. აფხაზი მეწარმეების მიერ დამზადებულმა თეთრმა, მწვანე და შავმა ჩაიმ, დარგის სპეციალისტთა და ვიზიტიორთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
აფხაზრეთში წარმოებული ჩაი დააგემოვნეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან და სხვ.
თავად ჩაის დარგის გამოცდილი სპეციალისტი, გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში მწვანე ჩაის ერთადერთი მწარმოებელი და ერთ-ერთი ჩაის ფაბრიკის ყოფილი დირექტორი მურმან ყოლბაია აღფრთოვანებული დარჩა ფესტივალზე წარმოდგენილი ჩაის პროდუქციით და თქვა, „...მე მეგონა, საქართველოში დღეისთვის 5- 6 ქართული ჩაის კომპანია თუ აწარმოებდა ჩაის. რომ არა დღეს ორგანიზებული ფესტივალი „ჩაის გზა“, არ მეცოდინებოდა ამდენი ქართული ჩაის მწარმოებელი რომ ყოფილა. ძალიან ბევრი კარგი ხარისხის ჩაი დავაგემოვნე...მივესალმები აფხაზეთში ჩაის ინდუსტრიის აღორძინებას და რომ არა ფესტივალი „ჩაის გზა“, ქართულ მხარეს არსებული ჩაის მწარმოებლები ვერც გაიგებდნენ თუ როგორი ხარისხის ჩაი იწარმოება დღეს აფხაზეთში“.
ღონისძიების დასასრულს, ფესტივალის მონაწილეები, მათ შორის ამსკ-ს პარტნიორი შპს „თერნალი-ჩაი“ დაჯილდოვდნენ სიგელებით.
ფესტივალის მუშაობას სოციალური ქსელით თვალს ადევნებდნენ ამსკ-ს ბენეფიციარები აფხაზეთიდანაც .
ქართული ჩაის ფესტივალი გურიაში პროექტ “ჩაის გზის“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
USAID-ის მიერ დაფინანსებული, ფონდი „სოხუმის“ პროექტის: „განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისათვის”, რომლის პარტნიორია ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“, საანგარიშო პერიოდში -2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ეკონომიკური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების მომზადებით დაინტერესებულ პირთათვის ჩაატარა 3 ტრენინგ-სემინარი და კონკურსის ფარგლებში შემოსული პროექტებიდან, საკონკურსო კომისიის მიერ შეირჩა 14 პროექტი. ყველა ეს პროექტი ემსახურება პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებას.
არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს, რეგისტრაციის
#5/4102-5/ზ-11.