USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის-განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისათვის” ფარგლებში, 2023 წლის 20-25 ნოემბერს ჩატარდა ქართულ-აფხაზური საქმიანი ტურის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები.
ტურის მონაწილეებმა ერთი კვირის განმავლობაში მოიარეს თბილისი, ქუთაისი, რაჭა, აჭარა, სამეგრელო. გაეცნენ ეკონომიკის სხვადასხვა დარგს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ სფეროებზე, როგორიცაა: ფერმერული მეურნეობები, მეჩაიეობა, მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მებაღეობა, ტურიზმი, საოჯახო სასტუმროები, ღვინის მარნები და სხვ. შეხვდნენ უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს,დაათვალიერეს მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები,
კერძოდ:
· 20 ნოემბერს, თბილისში მგზავრობისას გზაზე დაათვალიერეს ავტობანზე გვირაბების და ხიდების მშენებლობის პროცესი. შედგა შეხვედრები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ -მასწავლებლებთან და გაეცნენ „საუნივერსიტეტო დიპლომატიას“. შეხვედნენ სოხუმელ ძველ მეგობრებს, კოლეგებს. გაიხსენეს საინტერესო მოგონებები და ისტორიები.
· შეხვედრის ბოლოს, მხარეთა შორის იყო საქმიანი წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარება ეკონომიკური თანამშრომლობისა და მათი პერსპექტივების შესახებ.
21 ნოემბერს შეხვედრები შედგა:
· საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და განიხილეს გალის რ-ნ სოფ. ბარღებში (აფხაზეთი) გათვალისწინებული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა.
· საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკისთან. მან ტურის მონაწილეებს განუცხადა, რომ:
- ქართული მხარიდან აფხაზეთის მიმართ ომის არანაირი საშიშროება არ არსებობს. საქართველო ბოლომდე იქნება ერთგული მის მიერ საყოველთაოდ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკისა, უპირველესად, კონფლიქტების დარეგულირების ნაწილში;
- საქართველოს მთავრობა მომავალშიც თანმიმდევრულად გააგრძელებს აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერას, როგორც უფასო სამედიცინო სერვისების მიწოდების ნაწილში, ისე მცირე მეწარმეობის განვითარების მიმართულებით;
- ასევე, საუბარი იყო ქართულ-აფხაზურ გამყოფ ხაზზე ადამიანების და ტვირთების გადაადგილების შესაძლო გაადვილებისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. .
22 ნოემბერს:
· ტურის მონაწილენი ეწვივნენ ქ. ქუთაისში ფუნქციონირებად შპს „თერნალი-ჩაის“ საწარმოს მუშაობის პროსესში და გაეცნენ მწვანე აგურა ჩაის დამზადების ტექნოლოგიიას. შეხვედრაზე გამოიკვეთა მოსაზრება „თერნალი-ჩაის“ და აფხაზ მეწარმეებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის აწყობის საკითხებზე.
· ამ დღესვე შეხვედრა შედგა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწოფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და მოწვეულ სპეციალისტებთან, სადაც რექტორმა შალვა კირთაძემ განაცხადა, რომ აფხაზი სტუდენტებისთვის ამ უნივესიტეტში სწავლა და საცხოვრებელი ფართი რომ იქნება უფასო. ასევე, მათ გაეწევათ დაეხმარება საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებში გაცვლითი პროგრამით უფასოდ სწავლის გაგრძელებაში.
· დაათვალიერეს ქუთაისში X-XI საუკუნის ქართულ-აფხაზური კულტურის ძეგლი ბაგრატის ტაძარი . გაეცნენ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების უძველეს ისტორიას და ბაგრატის ტაძრის სულიერ კავშირს სოფ. ბედიაში (ოჩამჩირის რ-ნი) არსებულ მონასტერთან, სადაც 2016 წელს წმინდანად შერაცხული ბაგრატ-lll და მასთან ერთად მისი აფხაზი დედა გურანდუხტი განისვენებენ;
23 ნოემბერს:
· ტურის მონაწილენი ესტუმრნენ რაჭაში, ამბროლაურის რ-ნ სოფ. წესში სოხუმელი მიხეილ ელბაქიძის მიერ შექმნილ საოჯახო სასტუმრო "აზნაურის სახლს" და გაეცნენ ტურიზმის სფეროში მათ საქმიანობას. განიხილეს აფხაზური მხარის ტურკომპანიებთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ მოსაზრებები და წინადადებები. შეხვდნენ აქ მოღვაწე მცირე მეწარმეებს და განიხილეს პარტნიორობაზე აწყობილი საქმიანი წინადადებები. გაეცნენ რაჭული სამზარეულოს კვების პროდუქტების მომზადების წესებს. შედგა რაჭაში დამზადებული სხვადასხვა სახის ღვინის დეგუსტაცია.
24 ნოემბერს:
· ტურის მონაწილეებმა ბათუმში დაათვალიერეს ბათუმის საზღვაო პორტი,აეროპორტი, საქართველო-თურქეთის საზღვარზე არსებული ბათუმის (სარფის) საბაჟო.
ქედას რაიონ სოფ. პირველ მასიში (ბათუმიდან 35 კმ) მოინახულეს „შერვაშიძეების მარანი“, სადაც მასპინძელი საკუთარი მეურნეობიდან მიღებული ნატურალური პროდუქტებით დამზადებული ქართული და ზემო აჭარული ტრადიციული კერძებით (დოშურვა, სინორი)მათ გაუმასპონძლდა .
25 ნოემბერს:
· სენაკში დაათვალიერეს „ფერმერთა სახლი“ და საქმიანი შეხვედრა შედგა ადგილობრივ ფერმერებთან.
და ბოლოს, შემაჯამებელ შეხვედრაზე ტურის ყველა მონაწილემ გამოთქვა დიდი სურვილი, რომ მომავალშიც ჩატარდეს მსგავსი აქტივობები.
APBC-ის პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს ჩატარდა 3 ტრენინგ-სემინარი, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ, ეკონომიკური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების მომზადებით დაინტერესებულ პირთათვის.
მცირე გრანტების მიღებაზე 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის სექტემბრამდე გამოცხადებულ ღია კონკურსში შემოსული პროექტებიდან საკონკურსო კომისიის მიერ შეირჩა და დაფინანსდა 13 საუკეთესო პარტნიორული პროექტი. ყველა ეს პროექტი ემსახურება ტრანსინგურული თანამშრომლობის განვითარებას.
ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ (ამსკ), მის პარტნიორ ჩაის მწარმოებელ ორგანიზაცია სოციალური საწარმო“ თერნალი+სთან“ და სხვა მომავალ პარტნიორებთან ერთად, მ/წლის 29 ივლისს, ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით, გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ქართული ჩაის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ჩაის მწარმოებელი მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ამ ღონისძიების მიზანი იყო ქართული ჩაის პოპულარიზაცია, კერძოდ, სამეწარმეო პოტენციალის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის, მეჩაიეობის აღირძინების და დასაქმების ხელშეწყობა, ადგილობრივ და საერთაშორისო წრეებში ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება.
ჩატარებულმა ჩაის ფესტივალმა საზოგადოებას აჩვენა ქართული ჩაის ასაღორინებლად არსებული ადამიანური, მეცნიერული და ტექნიკური რესურსები, განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები.
მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს!
ფესტივალი ძალიან სასარგებლო იყო.
ღონისძიების დასასრულს, ფესტივალის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
მ/წლის 20 ივნისს, დევნილთა/ლტოლვილთა საერთაშორისო დღე ქალთა ფონდმა „სოხუმმა “ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქუთაისის ცენტრალურ პარკში აღნიშნა. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის კულტურულ-გასართობი პროგრამა და დევნილთა სამეწარმეო საქმიანობა.
ღონისძიების დასასრულს , ქალთა ფონდ „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარიამ, განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, მადლობის სერტიფიკატები გადასცა:
ალუ გამახარიას -ასოციაცია „საქმიანი და მშვიდობიანი კავკასიას“ დამფუძნებელს და დირექტორს;შალვა კირთაძეს -აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს;
ქეთევან ცხაკაიას- იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ხელმძღვანელს და სხვებს.
არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს, რეგისტრაციის
#5/4102-5/ზ-11.