ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას" ორგანიზებით და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 16-19 ივლისს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა ოთხდღიანი ტრენინგ-სემინარი თემაზე: "მცირე მეწარმეობის და ბიზნეს სექტორის ხელშემწყობი პროექტების წერა/მენეჯმენტი და ფონდების მოძიება." ტრენინგს უძღვებოდა ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორი, ქალბატონი ლიკა კილაძე.
ტრენინგ-სემინარში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისში მცხოვრებმა 50-მა 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდამ. პროექტის ბენებიციარებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიც არის საპროექტო განაცხადის და ბიზნეს გეგმის შედგენის ტექნიკა, პროექტის მონიტორინგი და შეფასება, ბიუჯეტის შედგენა და სხვ.
პროექტის პარტნიორია ქუთაისის ბიზნეს ინკუბატორი, რომელიც ტრენინგის მონაწილე ახალგაზრდებს სთავაზობს 6 თვიან სტაჟირებას სხვადასხვა პროფილის კერძო კომპანიებში. გარდა ამისა, ბიზნეს ინკუბატორი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს წარმოადგინონ თავიანთი იდეები. გამოცდილი სპეციალისტები ახალგაზრდებს მიცემენ საჭირო რეკომენდაციებს და დაეხმარებიან საპროექტო განაცხადების და ბიზნეს გეგმების სწორად შედგენაში. ბიზნეს ინკუბატორი თავად აწარმოებს ფონდების მოძიების კამპანიას და ეცდება მოიპოვოს საჭირო ფინანსები ახალგაზრდების იდეების განსახორციელებლად.