ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png

Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
ორშაბათი, 01 სექტემბერი 2014 13:18

პრესრელიზი: ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალის შესახებ

ასოციაცია „ტურიზმი მშვიდობისა და განვითარებისათვის“, EU/UNDP ერთობლივი ინციატივა COBERM 2-ის მხარდაჭერით, პერევის თემი, სათემო ცენტრი „ქარძმანი“,     ასოციაცია „მშვიდობიანი  და საქმიანი კავკასია“,  NGO -თა   ქართულ-აფხაზურ-ოსური კოალიცია  "ნდობა",   ბიზნესისა და განვითარების კავკასიური ქსელის თბილისის ოფისი   და სხვების   აქტიური ჩართულობით, მიმდინარე წლის 6 სექტემბერს,  12:00 -დან  17:00 საათამდე,  ქართულ-ოსური გამყოფ ზოლთან (საჩხერისა და ჯავის რაიონებს შორისადმინისტრაციულ საზღვართან) მდებარე სოფ. პერევში ჩაატარებენ ნაციონალური სამზარეულოს   მასშტაბურ ფესტივალს, საქართველოს რეგიონების და კუთხეების მონაწილეობით.

 

ფესტივალის მიზანია: ნაციონალური სამზარეულოს პოპულარიზაციით, ხელი შეუწყოს კულტურათა დიალოგს, საზოგადოებას  აჩვენოს   ხალხთა ტრადიციული კერძების და რაციონალური კვების მნიშვნელობა, ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, რაც, ყოველთვის იყო, არის და იქნება ხალხთაშორისი მუდმივი დიალოგის საგანი.

ფესტივალზე წარმოდგენილი  იქნება ქვეყანაში   საუკუნეების განმავლობაში  ერთად მცხოვრები  ხალხების, ეროვნებების და ეთნიკური ჯგუფების: ქართველების,  ოსების, აფხაზების, ებრაელების, აზერბაიჯანლების, სომხების, ბერძნების, თურქების, რუსების, უკრაინელების და სხვების   ტრადიციული ნაციონალური , მრავალფეროვანი   სამზარეულო.

ფესტივალის სტუმრები და  მონაწილენი იქნებიან:  ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების,  ბიზნეს-სექტორის, განათლების, კულტურის  სფეროების და სხვ.  წარმომადგენლები. 

ფესტივალის  მიზნებიდან გამომდინარე, აქ  იმუშავებენ ექიმები,  ექსპერტები,  დიეტოლოგები და სხვები.  გამოვლინდება ვიზიტორებისა და სეციალისტების მიერ განსაკუთრებით მოწონებული კერძები, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე და დღეგრძელობაზე.

ორგანიზებული იქნება მემორიალური ტური. დაახლოებით 500 მეტრში, იმ ადგილიდან, სადაც ფესტივალი ტარდება ქართულ სოფელ პერევსა და ოსურ სინაგურს შორის მდებარე ნასოფლარ  ხახიეთში, რომელიც მთლიანად გაანადგურა მიწისძვრამ (29.04.1991), დაიღუპა 42 ადამიანი (ოსები და ქართველები).  ამ ადგილზე წარმოიშვა ხელოვნური ტბა. ფესტივალზე გადახდილი იქნება პანაშვიდი დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად და  მოხდება ყვავილების ჩაშვება ტბაში. საფუძველი ჩაეყრება   ხახიეთის ტრაგედიის მსხვერპლთა მიმართ  ერთობლივი პატივისცემის ტრადიციას.

ფესტივალი  იქნებაქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური  დაახლოების,   ხალხთაშორისი მეგობრობის,  კულტურათა  დიალოგის   და   ნდობის ამაღლების ახალი შესაძლებლობების გამოვლენის   ხელშემწყობი   ღონისძიება.   

 გამოიცემა ქართულ-რუსულენოვანი ბროშურა, რომელშიც აღწერილი იქნება ფესტივალზე წარმოდგენილი კვების პროდუქტების და კერძების გავლენა  ჯანმრთელობაზე  და დღეგრძელობაზე.

ფესტივალის საკოორდინაციო ცენტრი:

იზოლდა  ხასაია- პროფესორი, პროექტის დირექტორი, ასოციაცია  TPD- თავჯდომარე, მობ.: 599 111 501;

ამირან შუკაკიძე-   პერევის თემის წარმომადგენელი, სოფლის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, მობ.:599138620;

დავით კუტალაძე -სათემო ცენტრი „ქარძმანი“ -ს თავმჯდომარე, მობ.:551848455;

როლანდ კოპალიანი - სრ. პროფესორი, აწსუ-ს რექტორის მოადგილე, კოალიცია „ნდობა“ს თავმჯდომარე, მობ.: 599196570;

მალხაზ ბაზაძე - საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მობ.: 551 444044

თამაზ ნადირაძე - საჩხერის რაიონის საკრებულოს თავჯდომარე, მობ.: 599748252;

ალუ გამახარია- ასოციაცია  „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“-ს  დირექტორი, მობ.: 599552064;

ნოდარ  ჯიქია - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მობ.: 599297794;

თენგიზ სვანიძე- ბიზნესისა და განვითარების კავკასიური ქსელის თბილისის ოფისის ხელძღვანელი, მობ.: 599501872;

გიორგი შიოშვილი  - კავკასიური სახლი, მობ.: 593662886;

ნუგზარ ჩახუნაშვილი  - საქართველოს პარლამენტი, კონფლიქტების დარეგულირების კომისიის აპარატი, მობ.: 591939315.

ნონა ტყემალაძე - დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, მობ.:  599 72 19 19

ფესტივალი ტარდება  EU/UNDP ერთობლივი ინიციატივა COBERM 2 -ის ფინანსური მხარდაჭერით

Read 4472 times Last modified on შაბათი, 01 ნოემბერი 2014 15:49

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search