21 ნოემბერს, 11:00 სთ-დან 15:00 საათამდე, თბილისში, შპს "ბიოაგრო"-ში, ასოციაცია "მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ (ამსკ) და შპს "ბიოაგრო"-მ ერთობლივი ძალისხმევით ჩაატარეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM2-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ქართული და აფხაზური თემები-მცენარეთა დაცვის, სუფთა და ჯანსაღი გარემოსათვის" პრეზენტაცია.
21 ნოემბერს, 11:00 სთ-დან 15:00 საათამდე, თბილისში, შპს "ბიოაგრო"-ში, ასოციაცია "მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ (ამსკ) და შპს "ბიოაგრო"-მ ერთობლივი ძალისხმევით ჩაატარეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM2-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ქართული და აფხაზური თემები-მცენარეთა დაცვის, სუფთა და ჯანსაღი გარემოსათვის" პრეზენტაცია.
ინფორმაცია პროექტის განხორციელებისა და მისი შედეგების შესახებ გააკეთა პროექტის დირექტორმა ალუ გამახარიამ.
სამიზნე სოფლების სერვისცენტრების ხელმძღვანელებმა (ენგურიდან ღალიძგამდე) ინფორმაციები გააკეთეს ათპ-სთან და მცენარეთა სხვა მავნებლებთან სისტემური ბრძოლით მიღწეული შედეგებისა და ქართულ-აფხაზური ნდობის ამაღლების შესახებ.
ასევე, მოისმინეს შპს "ბიოაგრო"-ს დირექტორი, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი კარლო კიკორიას, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კომპანიის სამეცნიერო ხელმძღვანელი შაქრო ყანჩაველის, კომპანიის ტექნიკური დირექტორი ოლეგ ცირეკიძის, კომპანიის მთავარი ტექნოლოგი დავით ჩაჩანიძის ინფორმაციები სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლების ზიანის შესამცირებლად და მოსავლიანობის ასამაღლებლად მეცნიერული კვლევების და სამომავლო გეგმების შესახებ.
გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე პროექტის როლს ქართულ-აფხაზურ თემთაშორის დაახლოება/თანამშრომლობაზე და ნდობის ამაღლებაზე.
პროექტის სამიზნე სოფლების წარმომადგენლებმა შპს "ბიოაგრო"-ში დაათვალიერეს ბიოპრეპარატებისა და ბიოსასუქების წარმოება.
პრეზენტაციის მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს პროექტის შედეგებსა და წარმატებულად ცნეს იგი.
ასევე, გაჟღერდა აფხაზეთის სოფლებიდან შემოსული თხოვნები - მომდევნო წლებში ანალოგიური საქმიანობის გაგრძელებისა და სამოქმედო არეალის გაფართოების თაობაზე.
On November 21, from 11:00 am to 15:00 pm Association "Peaceful and Business Caucasus" (APBC) and LTD "Bioagro" has arranged a joint presentation of the project: "Georgian and Abkhazian communities for plant protection, clean and healthy environment," supported by a joint EU and UNDP initiative COBERM 2.
Presentation about the project implementation and its results was made by the project director - Alu Gamakharia.
Heads of the target villages' service centers (From Enguri to Galidzga) have made presentation about the results achieved by the systemic struggle against AWB and the other plant pests. They, also, have made presentation about the results of the Georgian-Abkhazian confidence building.
Besides, There were held presentations about the agricultural pests damage reduction to improve productivity. Presentations were held by the director of LTD "Bioagro", professor of the agricultural sciences - Karlo Kikoria, scientific head of the company Shakro Kanchaveli, technical director of the company - Oleg Tsirekidze, chief technologist of the company - David Chachanidze.
Presenters have emphasized the role of the project towards Georgian-Abkhazian inter-communal cooperation and confidence building.
Representatives from the target villages have viewed bio-fertilizers and pesticides production process in LTD "Bioagro".
The participants praised presentation of the project results and acknowledge it as a successful project.
Also, there were voiced requests from the target villages - to continue this project in the next years and to expand the area of activities.