2015 წლის 25 თებერვალს, ქუთაისში #23 საჯარო სკოლაში სოციოლოგიური კვლევების ცენტრი „მერმისი“–ს და ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“–ს ერთობლივი ინიციატივით, გაიმართა ფორუმ დისკუსია თემაზე – „ადამიანი და გარემო“. განხილვის ერთ–ერთი მთავარი საგანი იყო ქართული ჩაი და მისი გავლენის პოტენციალი ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარემოზე და ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ღონისძიებას დაესწრნენ ქუთაისის სამეცნიერო და პედაგოგიური ინტელიგენცია, მოსწავლეები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმზე გამოფენა და ჩაის დეგუსტაცია მოაწყვეს სოც. საწარმო „თერნალი+“–ის წარმომადგენლებმა. ღონისძიებამ ქართული ჩაის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია. დამსწრე საზგადოებას დაურიგდა ფლაერები.
ფორუმზე გაჟღერდა ახალგაზრდების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევების (გამოკითხვების) შედეგები. დადებითი პასუხების მიხედვით, კითხვაზე „რომელ ჩაის მიირთმევთ თქვენ და თქვენი ოჯახი“, „ქართული ჩაი“–ს მიმრთმევთა რაოდენობა ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.ამაზე თავის კომენტარები გააკეთეს დარგის სპეციალისტებმა, პროფესორებმა, ალექსანდრე მიქელაძემ, თამაზ ცანავამ, რანი ჭაბუკიანმა.
ამ გამოკვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რაოდენ დაბალია ქართული მოსახლეობის ცნობიერების დონე ჩაის შესახებ, მისი ხარსხისა და მირთმევის კულტურის თაობაზე. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ სწორედ ჩვენი ასეთი მიდგომის გამო იღუპება მეჩაიეობა საქართველოში. სოციალური საწრმო „თერნალი+“–ის მიერ შემოთავაზებული ჩაის ასორტიმენტი და მისი ხარისხი ფორუმის მონაწილეებს მოეწონა. ითქვა, რომ მსგავსი ღონისძიებების ხშირად ჩატარებით, მოსახლეობისა და ინტელიგენციის მეტი ჩართულობით, მედიის აქტიურობით, მართლაც შესაძლებელია ქართული ჩაის გადარჩენა და აღორძინება.
„თერნალი+“–ის წარმომადგენლებმა დამაჯერებლად აუხსნეს ფორუმის მონაწილეებს, თუ რატომ უნდა დავლიოთ ქართული ჩაი და მოიყვანეს ასეთი არგუმენტები.
1 . ის, იმპორტულ ჩაიზე მეტად სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის იმიტომ, რომ:
- საქართველოში ჯერ კიდევ შენარჩუნებულ ჩაის პლანტაციებში დიდი ხანია არ შეაქვთ ქიმიური სასუქები, ქართული ჩაი არ შეიცავს ნიტრატებს და მავნე ნივთიერებებს;
- ქართული ჩაის პლანტაციები ჩინურისგან განსხვავებით არ იწამლება. მათ პესტიციდებთან შეხება არ აქვთ;
- საქართველოში ნიადაგი და კლიმატური პირობები განსაკუთრებულია და ის მეჩაიეობისათვის ძალიან ხელსაყრელია.
2. მეჩაიეობაში დიდია ქვეყანაში არსებული სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის პოტენციალი:
- თუ მთელი საქართველო გადავა ქართული ჩაის მოხმარებაზე, ქართველი ფერმერები შეძლებენ აწარმოონ და მარტო შიდა ბაზარზე გაყიდონ დაახლოებით 3000 ტონა ხარისხიანი ჩაი. ეს კი დაასაქმებს სოფლად მცხოვრებ არანაკლებ 9 ათას ადამიანს და წაახალისებს ქვეყანაში მეჩაიეობის აღორძინებას;
- საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია და რეაბილიტაციას ექვემდებარება 20–25 ათასი ჰა ჩაის პლანტაცია. ამ რესურსებით შესაძლებელია 20 ათას ტონამდე ხარისხიანი, მათ შორის არანაკლებ 5 ათასი ტონა, მწვანე და შავი ელიტური ჩაის წარმოება. ამ პლანტაციების სრული გამოყვანა, მცირე ფაბრიკებში ჩაის პირველადი გადამუშავება, დაფასოება და რეალიზაცია საშუალებას მოგვცემს მეჩაიეობის დარგში, სოფლად დასაქმდეს არანაკლებ 65–70 ათასი სამუშაოს მაძიებელი, რაც საქართველოში მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობას და სიღარიბეს.
3. მეჩაიეობას მოაქვს ასევე დიდი ეკოლოგიური სარგებელი.
- ჩაის პლანაცია იცავს ნიადაგს ეროზიისაგან.
- ამიტომაც, სოციალური საწარმო „თერნლი+“ ზრუნავს ქართული ელიტური ჩაის მირთმევის კულტურის ამაღლებაზე და ის მოუწოდებს მთელ საქართველოს, ჩაის მომხმარებლებს მ ი ი რ თ ვ ა ნ ქ ა რ თ უ ლ ი ჩ ა ი!
მხოლოდ ამ გზით შეეწყობა ხელი სოფლად გავერანებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, ქართული მეჩაიეობის აღორძინებას!
ამაში მდგომარეობს სოციალური საწარმო – არასამეწარმეო, არამომგებიანი იურიდიული პირი „თერნალი+“–ის მთავარი სოციალური მიზანი და ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს თანამშრომლობას!
სოც. საწარმო „თერნალი+“–ის დირექტორი
გოჩა კუჭუხიძე
Tel.: 558 177 047
E-mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.