ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"-ს (ამსკ), სხვა პარტნიორი NGO-ების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლების და აფხაზეთის ა.რ. მთავრობის ერთობლივი ინიციატივით, შექმნილია და ფუნქციონირებს სსიპ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი "ბიზნესინკუბატორი" (მოკლედ: აფხაზეთის სსიპ "ბიზნესინკუბატორი"). მას უვადო სარგებლობაში გააჩნია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ყოფილი "ელექრომექანიკური" ქარხნის შენობა -10500მ2-ისსაწარმოო ფართით და 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი, რათა აქ ხელი შეეწყოს იმერეთში მცხოვრები, ბიზნესსაქმიანობის აწყობის მსურველი, სათანადო განათლების და უნარების მქონე ახალგაზრდების და უმწეო ოჯახების შრომისუნარიან წევრთა დასაქმებას.
დასაქმების მთავარი ინსტრუმენტია საკუთარი მცირე ბიზნესის აწყობის, ანდა სოფლად ფერმერული მეურნეობების შექმნის მსურველი ახალგაზრდების კონკრეტულ კომპანიებში, ხოლო დამწყები ფერმერების კი მათთვის სპეციალურად მოწყობილ სასწავლო-სადემონსტრაციო ბიო-სასათბურე მეურნეობაში 6 თვემდე სტაჟირება/სწავლება, მათ მიერ სტარტაპის მოპოვება, ახალწამოწყებული ბიზნესის ინკუბაცია.
სასტაჟიორო ბაზა იქმნება კერძო ბიზნესის მიერ შემოტანილი საწარმოო-საშუალებებით და ბიზნესის მართვის ტექნოლოგიებით. ის ევროპულ "ბიზნესინკუბატორებში" არსებულ ძვირადღირებულ ტექნოპარკებს ჩაანაცვლებს და ამისათვის თანხები არ დაიხარჯება.
"ბიზნესინკუბატორში" ინდუსტრიული მიმართულების სასტაჟიორო ბაზის შესაქმნელად გათვალისწინებულია სხვადასხვა პროფილის 20-22 კომპანიის შემოყვანა. 6 კომპანია უკვე შემოსულია.
აგრარულ მიმართულებაში სტაჟირებისათვის "ბიზნესინკუბატორი"-ს შენობის ირგვლივ განლაგდება თანამედროვე სასწავლო-სადემონსტრაციო სათბურები და კლიმატის შემაკავებელი, გარემოდაცვითი, აგრარული ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ეფექტურად მოქმედი ეკოტექნიკა. აქვე შესაძლებელი იქნება სათბურების და ეკოტექნიკის შეძენა ან სტაჟიორების მიერ საკუთარი ძალებით ადგილზე დამზადება .
"ბიზნესინკუბატორი"-ს სტრატეგიაა, ქვეყანას მისცეს ყოველწლიურად 200-მდე 6 თვიანი სტაჟირება გავლილი, სტარტაპშექმნილი დამსაქმებელი და მათი მეშვეობით 600-მდე დასაქმებული!
- · "ბიზნესინკუბატორი" მის ბენეფიციარებზე იზრუნებს, მათ მიერ წამოწყებული ბიზნესების მდგრადობის მიღწევამდე.
- · პროექტის მთავარი მიზანია:
-პრიორიტეტულად, საზოგადოების მოწყვლადი ნაწილის, უპირატესად, დევნილების დასაქმება , უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირება ;
-ქართულ-აფხაზური საქმიანი პარტნიორობის და ინტეგრაციული პროცესის ხელშეწყობა.
თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის ვიწვევთ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, ფონდებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს, ინვესტორებს, ბიზნესმენებს და ბიზნესგაერთიანებებს, უცხოელ პარტნიორებს, ხელისუფლების დაინტერესებულ სტრუქტურებს , ადგილობრივ და უცხოელ მოხალისე მენტორებს.
ალუ გამახარია
ასოციაცია 'მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"-ს დირექტორი,
სსიპ "ბიზნესინკუბატორი"-ს ხელმძღვანელი
მობ: 599552064, ტელ.: 26 51 06, ელფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript., www.apbc.ge
ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქ.#1
------------------------------------------------------------------------------------------------------
Legal Entity of Abkhazia "Business Incubator"
Resume
Through the joint initiative of the Association Peaceful and Business Caucasus (APBC), partner NGOs and Abkhazian A.R. the Legal Entity `Business Incubator`- a center for internship and employment of Internally Displaced People (IDPs) from Abkhazia (for short: Legal Entity of Abkhazia `Business Incubator`), was established and actively operates. It is located on the 10500m2 industrial area of Electromechanical factory and 5 he land allocated by the government for the long-term usage. This place will support internship and employment of the local educated IDPs and other vulnerable youth, who intend to build their own businesses or farms.
The employment is ensured through the 6 months internship/training at various companies or special demonstration bio-greenhouse farm. The interns will make start up and their business will undergo incubation period.
The base for the internship is made with the industrial means and business management technologies brought by the private companies. They will replace expensive European Technology parks without expenses.
Up to 20-22 various industrial companies will operate under the Business Incubator. 6 of them have already been set there.
For the agrarian direction modern demonstration greenhouses and various environmental effective eco techniques will be arranged around the Business Incubator building. Besides, the interns will construct the mentioned echo techniques during the internship period. Together with the greenhouses these devices will be available for purchase.
Business Incubator has a strategy to prepare well trained 200 employers with business start up, who will employ up to 600 people!
- Business Incubator will support its beneficiaries until their businesses achieve sustainability.
- Main goal of the project is:
- To employ vulnerable part of population, mainly IDPs, to reduce unemployment and poverty;
- To support Georgian-Abkhazian business partnership and integration process.
-
We invite the local and International NGOs, high and vocational schools, funds, micro finance organizations, banks, investors, businessmen and business networks, foreign partners, interested governmental structures, local and foreign volunteer mentors for partnership and cooperation.
Alu Gamakharia
Director
Association "Peaceful and Business Caucasus"
Legal Entity of Abkhazia `Business Incubator`
#1, Gugunava st, Kutaisi 4600, Georgia
Tel: (+995 431) 26 51 06
Mob: +995 5 99 55 20 64
E-mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
Web-site: www.apbc.ge