ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png

Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017 15:02

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

 2017  წლის 4 ოქტომბერს, ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასია“-მ (ამსკ APBC)  და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამ  თბილისში „საზოგადოება მომავალი თაობისათვის“ (SFG)   ევროკავშირისა და   გაეროს განვითარების  პროგრამის ერთობლივი ინიციატივა  COBERM III-ის  მხარდაჭერით 2016 წლის  15 აგვისტოს დაწყებული 14  თვიანი   სამედიცინო  ჰუმანიტარული პროექტის დავძლიოთუნდობლობადავაშენოთმშვიდობა-ს ფარგლებში   ჩატარებული     კვლევების    პირველადი     შედეგების     პრეზენტაცია  მოაწყვეს . იგი ჩატარდა  საქართველოს  პარლამენტის   ილია ჭავჭავაძის   სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.

ღონისძიებას  პროექტის მენეჯმენტის გარდა  ესწრებოდა 60  ადამიანი:  შერიგების   სამინისტროდან, საქართველოს პარლამენტიდან,  საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე პროექტის ბენეფიციარები   აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან .

ღონისძიების მიზანი იყო- აღნიშნული პროექტისა და  მის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შესახებ საზოგადოების  ინფორმირება და მიღწეული შედეგების შეფასება, ასევე პროექტის მიმდინარეობის  პროცესში  გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზებზე  მსჯელობის ინიცირება. ეს მიზანი ძირითადად   მღწეული იქნა. დამსწრე საზოგადოებას ეცნობა, რომ ბოლო 14 თვის განმავლობაში 555 აფხაზ და ოს პაციენტს, ქუთაისსა და თბილისში მიეწოდა კვალიფიციური  სამედიცინო სერვისი. ამასთან, როგორც პაციენტებს, ასევე  მათ თანმხლებ პირებს გაეწია  ლოჯისტიკური და სხვა სახის საჭირო მომსახურება.

ღონისძიების მონაწილეების მიერ მაღალი შეფასება მიეცა პროექტის შედეგებს, მის დიდ გავლენას ნდობის და მშვიდობის  მშენებლობაზე.

აქვე ხაზი გაესვა იმ პრობლემებს, რომელთა დროული გადაჭრა, კიდევ  უფრო აამაღლებდა ამ პროექტისა და საერთოდ , საქართველოს მთავრობის  რეფერალური პროგრამის ეფექტურობას.

პრეზენტაციას  ესწრებოდა  და იღებდა    „ სტუდია რე“.

იხ. ფოტოგალერა

 

         Information

 On 4 October, 2017 association “Peaceful and Business Caucasus” APBC and its partner organization in Tbilisi “Society for Future Generation” with the support of EU and UNDP joint development initiative COBERM III organized the presentation of primary results of the study conducted  within the framework of medical humanitarian project “defeat mistrust and build peace”. Presentation took place at Ilia Chavchavadze National Library Conference hall. 

 

Apart from Project management, 60 people attended the event: from the ministry of reintegration, from Georgian parliament, international organizations, representatives from NGOs and beneficiaries from Abkhazia and South Ossetia.

The objective of the event was informing society about the results of the study, assessing already accomplished results, also initiating discussion about solving several problems. These objectives were achieved.  Present society was informed, that 555 patients from Abkhazia and South Ossetia received qualified medical care, as well as logistic and other kinds of the services.

Event participants positively evaluated study results and admitted its role over peace and confidence building.

Problems were identified; solving them would further increase the efficiency of this project and generally the efficiency of Georgian government referral program.

Presentation was recorded by “Studio Re”.

See photo gallery

  

 

Read 3356 times Last modified on შაბათი, 12 ივნისი 2021 16:43

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search