ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png

Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
ხუთშაბათი, 24 ივლისი 2014 05:57

ქართული და აფხაზური თემები-მცენარეთა დაცვის, სუფთა და ჯანსაღი გარემოსათვის

ასოციაცია “მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასია”-მ  (ამსკ) , ევროკავშირისა და  გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM 2-ის მხარდაჭერით, ამა წლის მაისში დაიწყო პროექტი: “ქართული და აფხაზური თემები-მცენარეთა დაცვის, სუფთა და ჯანსაღი გარემოსათვის”.

პროექტი ხორციელდება  ქართული და აფხაზური მხარეების  მონაწილეობით ზუგდიდის, გალის და Oოჩამჩირის  რაიონებში,  შავი ზღვის 5 კმ-იან ზოლზე და მოიცავს მდ. ენგურიდან მდ. ღალიძგამდე.

 ის ითვალისწინებს  ამერიკული თეთრი პეპელას,  არაფარდი პარკხვევიას და  მცენარეთა სხვა მავნებლების განადგურებას, მოსახლეობასთან  აქტიური ინფორმაციული მუშაობით, მათი მობილიზაციით და ჩართულობის გზით. 

ასოციაცია “მშვიდობიანმა  და    საქმიანმა    კავკასია”-მ  (ამსკ) , ევროკავშირისა    და  გაეროს     განვითარების   პროგრამის    ერთობლივი   ინიციატივა COBERM 2-ის   მხარდაჭერით, ამა   წლის  აგვისტოში  დაიწყო პროექტი: "კონფლიქტით დაზარალებულ თემებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ვეხმარებით"

პროექტი ითვალისწინებს  საქართველოს მოქალაქეობის არმქონე  აფხაზი და ოსი პაციენტებისათვის,   რომლებიც საყოველთაო დაზღვევის   სახელმწიფო პროგრამებში ვერ მონაწილეობენ,  სხვადასხვა სახის ჯანდაცვითი ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. 

  

Read 3080 times Last modified on კვირა, 23 მაისი 2021 06:46

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search