ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასია“-მ (ამსკ) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM3-ის მხარდაჭერით 2016 წლის 15 აგვისტოდან დაიწყო სამედიცინოჰუმანიტარულიპროექტი: „დავამარცხოთ ვირუსები, დავძლიოთ უნდობლობა და ვაშენოთ მშვიდობა“.
პროექტის მიზანია კონფლიქტის ზონაში მცხოვრები -საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებისათვის, უპირატესად, მოწყვლადი აფხაზებისა და ოსებისათვის, ქუთაისის და თბილისის თანამედროვე სამედიცინო კლინიკებში ჰუმანიტარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზება, აფხაზი/ოსი პაციენტების ინტერესებისა და უფლებების ადვოკატირება.
თბილისში ამსკ-ს პარტნიორი ორგანიზაციაა „საზოგადოება მომავალი თაობისათვის“ (ლევან თოდუა, მობ.: +995 577 05 15 07) .
საკონტაქტო პირები:
ქუთაისში: გიორგი ჯუღელი, მობ.:+ 995 599 97 68 30 ;
თბილიში – ლევან თოდუა, მობ.: +995 577 05 15 07 ;
ცხელი ხაზი:მობ.+995599 976830; +995 598255279; +995 597 928383 .