ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png

Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
ხუთშაბათი, 27 მაისი 2021 05:35

ინფორმაცია აფხაზეთის სსიპ ბიზნესინკუბატორის“ შესახებ

„ბიზნესინკუბატორი“ არის ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას" (ამსკ), სხვა პარტნიორი NGO-ების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლების  და აფხაზეთის ა.რ. მთავრობის  ერთობლივი ინიციატივა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ იგი ამსკ–ს მიერ წარმატებით განხორციელებული მასშტაბური, გრძელვადიანი პროექტია, რომელიც შექმნილია და ხორციელდება  ქუთაისში უკვე მე–9 წელია.  „ბიზნესინკუბატორი“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა და სხვა დაინტერესებულ პირთა (ძირითად ახალგაზრდების) სტაჟირებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და დასაქმებას  უწყობს ხელს. სტაჟიორები აქ  საარსებო საშუალებების შექმნის საჭირო უნარ–ჩვევებს იძენენ.

"ბიზნესინკუბატორის"   უვადო სარგებლობაშია 17,0 ათასამდე მ2 სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ყოფილი "ელექტრომექანიკური" ქარხნის შენობები და 0,5ჰა მიწის ნაკვეთი. „ბიზნესინკუბატორის“  მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს იმერეთში და სხვა რეგიონებში  საარსებო წყაროების შექმნის  მსურველ, სათანადო განათლების და უნარების მქონე სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების   დასაქმებას, უმუშევრობის, სიღარიბის და უთანასწორობის შემცირებას, შიმშილის აღმოფხვრას, ადამიანებისათვის ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ის აქტიურად  მონაწილეობს   გარემოს დაბინძურების, კლიმატის ცვლილების  და ტყეების განადგურების შეჩერების ღონისძიებებში.  ეს სრულ თანხვედრაშია 2030 წლამდე გაეროს მდგრადი განვითარების ისეთ გლობალურ მიზნებთან, როგორიცაა:  N1, N2, N3, N7, N8, N16.

აფხაზეთის სსიპ  „ბიზნესინკუბატორს“, ამსკ–სთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესწევს უნარი თავისი წონადი  წვლილი შეიტანოს საქართველოს მთავრობის მეტად მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ რეალიზაციის  საქმეში.

 დასახული მიზნების მიღწევის  მთავარი ინსტრუმენტია მცირე ბიზნესში და ფერმერულ მეურნეობებში ახალგაზრდების 6 თვემდე ვადით სტაჟირება-სწავლება.  გეგმიური სტაჟირების ბოლო ეტაპზე იწყება საკუთარი საარსებო წყაროების შესაქმნელად სტარტაპის  რესურსების მოპოვება, მცირე ბიზნესის წამოწყება და მისი ინკუბაციის უმტკივნეულო  წარმართვა. მთელ ამ პროცესში გამოიყენება  ინოვაციური  მიდგომები.

 სასტაჟიორო ბაზის დონე ჯერ-ჯერობით დაბალია, მაგრამ იგი  იქმნება და ვითარდება კერძო ბიზნესის მიერ შემოტანილი საწარმოო-საშუალებებით და ბიზნესის მართვის ტექნოლოგიებით. ეს მიდგომა,  ევროპულ "ბიზნესინკუბატორებში"  არსებულ ძვირადღირებული ტექნოპარკების  ჩანაცვლების მცდელობაა და ამისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტებიდან თანხები არ იხარჯება.  
ინდრუსტრიული და აგრარული მიმართულებების სასტაჟიორო ბაზა წარმოადგენს დაახლოებით 20–მდე  სხვადასხვა პროფილის კომპანიას.

დაგეგმილია სტაჟირების უშუალო ჩართვა განახლებადი  ენერგიის წყაროების  შოურუმის შექმნის პროცესში.

ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიასთან“ პარტნიორობით და სხვა NGO–ებთან ნაყოფიერი თანამშრომლობით,  ბიზნესინკუბატორი“ მიისწრაფვის იქითკენ, რომ ყოველწლიურად მოამზადოს არანაკლებ 100,  ექვს თვემდე სტაჟირებაგავლილი საკუთარი საარსებო წყაროს  სტარტაპშექმნილი ახალგაზრდა, მათი მეშვეობით  კი დაასაქმოს 300-მდე სამუშაოს მაძიებელი.უახლოეს პერსპექტივაში „ბიზნესინკუბატორი“  უნდა  იქცეს ქუთაისში  დუალური სწავლებისთვის მიმზიდველ ბაზად.

·   "ბიზნესინკუბატორი" თავის  ბენეფიციარებზე  იზრუნებს მათ მიერ მდგრადი  საარსებო წყაროების  შექმნამდე   და მერეც.

·                     პროექტის სამიზნე ჯგუფებია:

·                     საარსებო წყაროების შექმნით დაინტერესებული შრომისუნარიანი ახალგაზრდები, სტუდენტები, მაგისტრანტები, გოგონები, ქალები, უპირატესად, მოწყვლადი ოჯახებიდან, უშუალოდ სამუშაოს მაძიებელი მ.შ.  დევნილები(IDP)  და მიგრანტები;

·                     სათანადო რესურსების მქონე სამთავრობო სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები,  სპეციალისტები, მოტივირებული ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ და შეუძლიათ ხელი შეუწყონ „ბიზნესინკუბატორის“ განვითარებას, უპირველეს ყოვლისა,   ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ საქმიან პარტნიორობას(!), მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების   ჩამოყალიბებას  და     განვითარებას, საშუალო ფენის შექმნა- გაძლიერებას.

 

ამსკ, „ბიზნესინკუბატორი“ მზად არიან   გრძელვადიანი  თანამშრომლობისა  და  პარტნიორობისათვის, როგორც ერთმანეთთან, ისე ყველა   დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთან, უმაღლეს და სპეციალურ სასწავლებელთან. ისინი  იწვევენ მოხალისე მენტორებს, სტაჟირების მსურველებს!  „ბიზნესინკუბატორის“ ფუნქციონირებისა და  განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს ასოციაცია „მშვიდობიანი  და საქმიანი კავკასიას“ მენეჯმენტი. თავის მხრივ, „ბიზნესინკუბატორის“ სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო  ფართებზე  განთავსებულია ამსკ–ს (ჰოსტელის ტიპის) მცირე სასტუმრო, რითაც  უსასყიდლოდ  სარგებლობენ ამ ორგანიზაციის ჰუმანიტარულ–სამედიცინო პროექტის ბენეფიციარები, რომლებიც სამკურნალოდ ჩამოდიან აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

Read 999 times Last modified on ორშაბათი, 21 თებერვალი 2022 17:55

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search