ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png
სამშაბათი, 11 აგვისტო 2015 17:43

ინფორმაცია

2015 წლის  7 გვისტოს ქ. ქუთაისში, გუგუნავას ქ. #1-ში,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  მიერ შექმნილ  სსიპ "აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების  და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი"ბიზნესინკუბატორს"   აფხაზეთის ა.რ.  მთავრობის თვმჯდომარე  ბ-ნი  ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით,  იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი  ბატონი  გივი ჭიჭინაძე ეწვია.

 ბატონი გივი ჭიჭინაძე დეტალურად გაეცნო "ბიზნესინკუბატორში" შემოყვანილ, საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე მოქმედ მცირე ბიზნესის წარმომადგენელ კომპანიებს,   სოციალური საწარმო „თერნალი+“-ს და მისი პარტნიორ  ხონის რ-ნ სოფ. დედალაურში შექმნილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ   "ეკომიგრანტ"-ს (მისი წევრები 1989 წელს მეწყერის შედეგად აჭარიდან გადმოსახლებული),  ასოციაცია "მშვიდობიანი და  საქმიანი კავკასია“ -ს  (ამსკ)  მიმდინარე საქმიანობებს, მათ  სამომავლო გეგმებს.

 ასევე, დეტალურად გაეცნო და მოიწონა აფხაზეთის ა.რ. მთავრობისა და USAID/NEO-ს მიერ ერთობლივად ინიცირებული მცირემიწიანი დამწყები ფერმერებისთვის სასწავლო/სადემონსტრაციო, ორგანული სასათბურე მეურნეობის  მოწყობის და საგამოფენო-სავაჭრო პავილიონის პროექტი, რომლის განხორციელებაში  "ბიზნესინკუბატორთან" აქტიურად თანამშრომლობენ  აფხაზეთის ა.რ. სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი (თავმჯდომარე ვალერი ბასარია), აფხაზეთის ა.რ.  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მინისტრი მურმან ფარფალია), სხვა სამსახურები. სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

ბოლოს საქმიანი საუბარი შედგა ოფისში. ბ-ნმა გივი ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასა  და "ბიზნესინკუბატორს"  შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის  ძალიან კარგ შესაძლებლობას ეყრება საფუძველი და ითხოვა მიეწოდოს მას  საპროექტო იდეები, წინადადებები, პროექტები,  პოტენციურ ინვესტორებთან  წარსადგენად, რათა ხელი შეეწყოს  "ბიზნესინკუბატორი"-ს  საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებისკენ  ორიენტირებული პროექტების შემუშავებას. მან  აფხაზეთის ა.რ.  მთავრობასა და "ბიზნესინკუბატორს"  ხელშეწყობა აღუთქვა.

  ღონისძიების დასასრულს,  აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ბ-ნმა ვ. ყოლბაიამ  მადლობა  გადაუხადა ბ-ნ გივი ჭიჭინაძეს და განაცხადა:ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით და საერთო ძალიხმევით, ერთობლივად განვახორციელებთ იმ პროექტებს,   იმ გეგმებს, რომელიც „ბიზნესინკუბატორი"-ს  წინაშე დგას. "ბიზნესინკუბატორი"-ს სრულად   ამუშავება კი - სასიცოცხლოდ აუცილებელია  დევნილი მოსახლეობისთვის."

 სსიპ "ბიზნესინკუბატორი"-ს ხელმძღვანელობამ  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას 10 აგვისტოს მიაწოდა  ეკონომიკური  განვითარებისკენ  მიმართული  იდეები  და  მოსაზრებები.

 

 

შაბათი, 27 ივნისი 2015 06:03

გინკგო ბილობა

 ეს ძალიან საინტერესო და სასარგებლო მცენარე  გინკგო  ბილობაა, რომელიც ევროპაში იშვიათობას წარმოადგენს. ჩვენი საიტის მკითხველებს კმაყოფილებით  ვაცნობებთ, რომ  ორი ძირი  მშვენივრად ხარობს  ქუთაისში, აფხაზეთის სსიპ "ბიზნესინკუბატორი"-ს სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე  (გუგუნავას ქ. #1). 

მისი ასაკი დაახლოებით 35 წელია, სიმაღლე 8-9 მეტრი. დიამეტრი ქვედა ნაწილში  40-მდე სმ-ია.  მცენარე კარგად შეფოთლილია. 

გინკგო  ბილობის შესახებ  ინფორმაციას  დაინტერესებულები  იხილავენ ჩვენს ვებგვერდზე და    არსებულ ინტერნეტ სივრცეში  საიტზე.

                                            

                                                ***

This is a unique and useful spicies of tree Ginkgo Biloba. It rarely grows in Europe. We are happy to inform our  visitors, that two trees of this plant grow in Kutaisi in the area of Abkhazian Legal Entity `Business Incubator` (1. Gugunava street). They are 35 years old, reching a height of 8-9 m. Their lower diameter  is 4 m. They are strong, covered with healthy leaves. 

For more information about the Ginkgo Biloba you can  visit internet and our web site:  www.apbc.ge

 

 

 Интересные факты о гинкго

  • Гинкго билоба (Ginkgo biloba L.) является деревом,которое было названо «живым ископаемым» известным биологом Чарльзом Дарвином, поскольку оно существует на Земле на протяжении 300 миллионов лет и не относится ни к одному из видов растений, существующих в настоящее время.
  • Дерево было обнаружено в Азии, где целебные свойства гинкго используются уже в течение 5000 лет. Активные ингредиенты гинкго содержатся в его листьях.
  • Дерево гинкго билоба росло и в Европе, но исчезло во время ледникового периода. В 1712 году немецкий врач и ботаник Энгельберт Кемпфер привез гинкго в Европу из Японии.
  • Гинкго является двуполым растением с мужскими и женскими цветками, которые не растут на одном и том же дереве. Мужские деревья имеют высокий и тонкий ствол, у женских растений ствол и верхушка дерева - толще.
  • Гинкго может вырастать до 40 м в высоту с уникальными, характерными только для него вееровидными листьями.
  • Дерево имеет очень длинную среднюю продолжительность жизни, оно может жить в течение более 1000 лет. Гинкго также чрезвычайно устойчиво к насекомым, бактериальным и вирусным инфекциям, а также к загрязнению воздуха.
  • Устойчивость гинкго к вредным воздействиям, скорее всего, является результатом выработки многочисленных веществ, которые действуют как мощные антиоксиданты и предотвращают повреждение клеток.
  • Первым растением, которое возродилось к жизни после взрыва атомной бомбы в Хиросиме, были почки гинкго. Новые растения имели все характерные черты гинкго и выросли в большие деревья с обычными для гинкго размерами и формой.

 

ოთხშაბათი, 17 ივნისი 2015 11:49

ინფორმაცია

2015 წლის 10 ივნისს, ქ. ქუთაისში, გუგუნავას ქ. #1-ში,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  მიერ შექმნილი სსიპ "აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების  და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი-ბიზნესინკუბატორში" დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში ჩართული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის,  იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობისა და მისი  სხვადასხვა უწყების თანამშრომლები.  

პარალელურად, აქციის მონაწილენი   გაეცნენ  "ბიზნესინკუბატორში" შემოყვანილ და საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე მოქმედ  6 მცირე ბიზნესის წარმომადგენელი კომპანიის,  1 სოციალური საწარმო „თერნალი+“-ის  და   ამ პროექტის ავტორი  და წამყვანი ასოციაცია "მშვიდობიანი და  საქმიანი კავკასია“ -ს  (ამსკ)  მიმდინარე საქმიანობას, მის  სამომავლო გეგმებს.

აქციის მონაწილეები გაეცნენ  2015 წლის თებერვალში აფხაზეთის ა.რ. მთავრობისა და USAID/NEO-ს მიერ ერთობლივად ინიცირებულ,  აფხაზეთიდან და  სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე, საოკუპაციო ხაზების პირას მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებისკენ მიმართულ, სასათბურე მეურნეობების განვითარების პროექტის  იმ კომპონენტს, რომელიც  "ბიზნესინკუბატორში"  სასწავლო/სადემონსტრაციო სათბურის  მოწყობას ითვალისწინებს. ამ პროექტის სულის ჩამდგმელია  აფხაზეთის ა.რ. სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი, აფხაზეთის ა.რ.  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, სხვა სამსახურები. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ.

სსიპ "ბიზნესინკუბატორთან" მალე მოეწყობა  მცირემიწიანი დამწყები ფერმერებისთვის სასწავლო/სადემონსტრაციო, ორგანული სასათბურე მეურნეობა, თავისი  საგამოფენო/სავაჭრო პავილიონით.

     პროექტის შედეგად, სამეგრელოსა და გორის რაიონებში იქმნება 58 ფერმერული მეურნეობა, სათბურების საერთო ფართით 4,3 ჰა.  დასაქმდება 200–მდე დევნილი და  საოკუპაციო ხაზების პირას მცხოვრები,დაბალ შემოსავლიანი ოჯახების წარმომადგენლები. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა,საქართველოს  ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რუსთავში ათეულ წლობით უმოქმედოდ არსებული  სასათბურე კონსტრუქციების აფხაზეთის  მთავრობისათვის  უვადო სარგებლობაში გადმოცემის შედეგად.

  ღონისძიების დასასრულს,  აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ბ-ნმა ვ. ყოლბაიამ აქციის მონაწილეებს მადლობა  გადაუხადა და უთხრა მათ:  „ბიზნესინკუბატორს" სერიოზული გეგმები აქვს, მისი სრულად   ამუშავება  დევნილ საზოგადოებას მისცემს  დასაქმების, წინსვლისა და განვითარების საშუალებას.

ასევე  ითქვა, რომ გაგრძელდეს მიზანდასახული  მუშაობა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებისკენ  ორიენტირებული პროექტების შესამუშავებლად.  

 

Inforation

 

In June 10, 2015 clean-up activity took place at legal entity `Business Incubator- Internship and employment center for Abkhazian Internally Displaced People` located at 1 Gugunava street, Kutaisi. Representatives the governments of Abkhazian A.R., Imereti, Samegrelo-Zemo Svaneti  and various officials participated in the activity.

 During the event the participants learnt about the current activities and future plans of 6 small business companies and one social enterprise `Ternali+` operating under the `Business Incubator` and the founder of  `Business Incubator` Association Peaceful and Business Caucasus (APBC).

 

Clean-up activity participants also got detailed information about the training/demonstration greenhouse farm project that will be constructed near the `Business Incubator`. This project was initiated by the government of Abkhazian A.R. and USAID/NEO in February 2015 to support employment of internally displaced population (IDP) from Abkhazia and South Ossetia and also people living near the occupation lines.  The basic initiator of this project is the Ministry of Agriculture, Environment and Natural resource department of Abkhazian A.R.  also the ministry of  finance and economy and other structures. They actively cooperate.

Training/demonstration organic greenhouse farm with the trade exhibition pavilion will be arranged near the Legal Entity `Business Incubator`.

 As a result of this project there will function 58 greenhouse farms in Samegrelo and Gori regions with the total area of 4,3 he. Up to 200 IDPs and vulnerable population near the occupation lines will be employed. The Ministry of Economy of Georgia had made the decision to give  the abandoned greenhouse constructions in Rustavi to the Abkhazian government free of charge for long -term usage. This decision  enabled the implementation of the greenhouse project.

 

By the end of the clean-up activity Mr.V. Kolbaia –a head of the Abkhazian A.R expressed his gratitude towards the participants and said: `Business Incubator ` has serious plans, its total activation will bring the IDP society employment and development opportunity. It is important to continue active works on IDP employment projects.

 

In June 10, 2015 clean-up activity took place at legal entity `Business Incubator- Internship and employment center for Abkhazian Internally Displaced People` located at 1 Gugunava street, Kutaisi. Representatives the governments of Abkhazian A.R., Imereti, Samegrelo-Zemo Svaneti  and various officials participated in the activity.

 During the event the participants learnt about the current activities and future plans of 6 small business companies and one social enterprise `Ternali+` operating under the `Business Incubator` and the founder of  `Business Incubator` Association Peaceful and Business Caucasus (APBC).

 

Clean-up activity participants also got detailed information about the training/demonstration greenhouse farm project that will be constructed near the `Business Incubator`. This project was initiated by the government of Abkhazian A.R. and USAID/NEO in February 2015 to support employment of internally displaced population (IDP) from Abkhazia and South Ossetia and also people living near the occupation lines.  The basic initiator of this project is the Ministry of Agriculture, Environment and Natural resource department of Abkhazian A.R.  also the ministry of  finance and economy and other structures. They actively cooperate.

Training/demonstration organic greenhouse farm with the trade exhibition pavilion will be arranged near the Legal Entity `Business Incubator`.

 As a result of this project there will function 58 greenhouse farms in Samegrelo and Gori regions with the total area of 4,3 he. Up to 200 IDPs and vulnerable population near the occupation lines will be employed. The Ministry of Economy of Georgia had made the decision to give  the abandoned greenhouse constructions in Rustavi to the Abkhazian government free of charge for long -term usage. This decision  enabled the implementation of the greenhouse project.

 

By the end of the clean-up activity Mr.V. Kolbaia –a head of the Abkhazian A.R expressed his gratitude towards the participants and said: `Business Incubator ` has serious plans, its total activation will bring the IDP society employment and development opportunity. It is important to continue active works on IDP employment projects.

 

ძალიან ვწუხვართ და განვიცდით  დედაქალაქში განვითარებული სტიქიით გამოწვეული  უბედურებების გამო.

ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო, თბილისელებო,
ამ რთულ და მძიმე ვითარებაში თქვენს გვერდით გვიგულეთ. ვუსამძიმრებ  დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს.

       ალუ გამახარია

ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"-ს დირექტორი

აფხაზეთის ტრაგედიის შედეგად, სოხუმიდან იძულებით გადაადგილებული.

ქუთაისი,

14.06.15წ

პარასკევი, 12 ივნისი 2015 17:39

აფხაზეთის სსიპ "ბიზნესინკუბატორი"

ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"-ს (ამსკ), სხვა პარტნიორი  NGO-ების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლების  და აფხაზეთის ა.რ. მთავრობის ერთობლივი ინიციატივით, შექმნილია და ფუნქციონირებს სსიპ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი "ბიზნესინკუბატორი"  (მოკლედ: აფხაზეთის სსიპ "ბიზნესინკუბატორი"). მას უვადო სარგებლობაში გააჩნია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ყოფილი "ელექრომექანიკური" ქარხნის შენობა -10500მ2-ისსაწარმოო ფართით  და 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი, რათა აქ ხელი შეეწყოს იმერეთში მცხოვრები, ბიზნესსაქმიანობის აწყობის მსურველი, სათანადო განათლების და უნარების მქონე ახალგაზრდების და უმწეო ოჯახების შრომისუნარიან წევრთა დასაქმებას.

 დასაქმების მთავარი ინსტრუმენტია საკუთარი მცირე ბიზნესის აწყობის, ანდა სოფლად ფერმერული მეურნეობების შექმნის  მსურველი ახალგაზრდების  კონკრეტულ   კომპანიებში, ხოლო დამწყები ფერმერების  კი მათთვის სპეციალურად მოწყობილ სასწავლო-სადემონსტრაციო ბიო-სასათბურე მეურნეობაში 6 თვემდე სტაჟირება/სწავლება, მათ მიერ სტარტაპის მოპოვება, ახალწამოწყებული ბიზნესის ინკუბაცია.

 სასტაჟიორო ბაზა იქმნება კერძო ბიზნესის მიერ შემოტანილი საწარმოო-საშუალებებით და ბიზნესის მართვის ტექნოლოგიებით. ის ევროპულ "ბიზნესინკუბატორებში"   არსებულ ძვირადღირებულ ტექნოპარკებს   ჩაანაცვლებს და ამისათვის თანხები არ დაიხარჯება.

  "ბიზნესინკუბატორში" ინდუსტრიული მიმართულების სასტაჟიორო ბაზის შესაქმნელად  გათვალისწინებულია სხვადასხვა პროფილის 20-22 კომპანიის შემოყვანა.  6 კომპანია უკვე შემოსულია.

 აგრარულ მიმართულებაში სტაჟირებისათვის "ბიზნესინკუბატორი"-ს შენობის ირგვლივ  განლაგდება თანამედროვე სასწავლო-სადემონსტრაციო  სათბურები და კლიმატის  შემაკავებელი, გარემოდაცვითი, აგრარული ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ეფექტურად მოქმედი ეკოტექნიკა.   აქვე შესაძლებელი იქნება სათბურების  და ეკოტექნიკის შეძენა ან სტაჟიორების   მიერ საკუთარი ძალებით ადგილზე დამზადება .

"ბიზნესინკუბატორი"-ს სტრატეგიაა, ქვეყანას მისცეს ყოველწლიურად 200-მდე 6 თვიანი სტაჟირება გავლილი, სტარტაპშექმნილი დამსაქმებელი და მათი მეშვეობით 600-მდე დასაქმებული!  

  • · "ბიზნესინკუბატორი"  მის ბენეფიციარებზე იზრუნებს, მათ მიერ წამოწყებული  ბიზნესების მდგრადობის მიღწევამდე.
  • · პროექტის მთავარი მიზანია:

-პრიორიტეტულად, საზოგადოების მოწყვლადი  ნაწილის,  უპირატესად, დევნილების დასაქმება , უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირება ;

-ქართულ-აფხაზური საქმიანი პარტნიორობის  და ინტეგრაციული  პროცესის ხელშეწყობა.

 

თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის ვიწვევთ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო  ორგანიზაციებს, უმაღლეს და პროფესიულ  სასწავლებლებს, ფონდებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს, ინვესტორებს, ბიზნესმენებს და ბიზნესგაერთიანებებს, უცხოელ პარტნიორებს,  ხელისუფლების დაინტერესებულ სტრუქტურებს , ადგილობრივ  და უცხოელ მოხალისე მენტორებს.

   ალუ გამახარია

ასოციაცია 'მშვიდობიანი და საქმიანი  კავკასია"-ს დირექტორი,

სსიპ "ბიზნესინკუბატორი"-ს ხელმძღვანელი

 

მობ: 599552064, ტელ.: 26 51 06, ელფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript., www.apbc.ge

ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქ.#1

 

------------------------------------------------------------------------------------------------------

Legal Entity of Abkhazia "Business Incubator"      

Resume

 

Through the joint initiative of the Association Peaceful and Business Caucasus (APBC), partner NGOs and Abkhazian A.R. the Legal Entity `Business Incubator`- a center for internship and employment of Internally Displaced People (IDPs) from Abkhazia (for short: Legal Entity of Abkhazia `Business Incubator`), was established and actively operates. It is located on the 10500m2 industrial area of Electromechanical factory and 5 he land allocated by the government for the long-term usage. This place will support internship and employment of the local educated IDPs and other vulnerable youth, who intend to build their own businesses or farms.

 

The employment is ensured through the 6 months internship/training at various companies  or special demonstration bio-greenhouse farm. The interns will make start up and their business will undergo incubation period

 

The base for the internship is made with the industrial means and business management technologies brought by the private companies. They will replace expensive European Technology parks   without expenses.

Up to 20-22 various industrial companies will operate under the Business Incubator. 6 of them  have already been set there.

For the agrarian direction modern demonstration greenhouses and various environmental effective eco techniques will be arranged around the Business Incubator building. Besides, the interns will construct the mentioned echo techniques during the internship period. Together with the greenhouses these devices will be available for purchase.

Business Incubator has a strategy to prepare well trained 200 employers with business start up, who  will employ up to 600 people!

 

  • Business Incubator will support its beneficiaries until their businesses achieve sustainability.
  • Main goal of the project is:

-         To employ vulnerable part of population, mainly IDPs, to reduce unemployment and poverty;

-         To support Georgian-Abkhazian business partnership and integration process.

-          

We invite the local and International NGOs, high and vocational schools, funds, micro finance organizations, banks, investors, businessmen and business networks, foreign partners, interested governmental structures, local and foreign volunteer mentors for partnership and cooperation.

 

Alu Gamakharia

 

 

 Director 
Association "Peaceful and Business Caucasus"
Legal Entity of Abkhazia `Business Incubator`

#1, Gugunava st, Kutaisi 4600, Georgia
Tel: (+995 431) 26 51 06
Mob: +995 5 99 55 20 64
E-mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 
Web-site: www.apbc.ge 
 

ხუთშაბათი, 28 მაისი 2015 11:43

მიმართვა ბაღისკიდელებს

დიდად პატივცემულო ქუთაისელო - ბაღისკიდელებო, ძვირფასო სტუმრებო, მაქვს პატივი საზოგადოება „ზუგდიდელის“ სახელით მოგესალმოთ და კეთილი გულით მოგილოცოთ სამი მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღი ბულვარის 190, ისტორიული „ბაღისკიდეს“ 100 და საზოგადოება, „ბაღის კიდეს“ დაფუძნებას 10 წელი. გიყურებთ და მიხარია, რომ თქვენში ვხედავ ცნობად სახეებს, ღვაწლმოსილ ადამიანებს, ქუთაისელ კოლორიტ პიროვნებებს, რომლებსაც ღირსეულად, უანგაროდ გაგიკეთებიათ სასიკეთო საქმეები ერისა და მამულისათვის. ამისთვის დიდი მადლობა თქვენ.

აგრეთვე მინდა ყველას მოგილოცოთ ხვალინდელი დღე-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-26 მაისი.

მეგობრებო, ვისთვისაც ჩვენი ისტორია უცხო არ არის, მათთვის თვალნათლივად გასაგებია, რომ ქუთაისი დიდი ისტორიული წარსულის, უძველესი კოლხური კულტურისა და ჩვენი ერისთვის დამახასიათებელი ტრადიციების მატარებელი ქალაქია. ქუთაისი საქართველოს ცხოვრებაში მუდამ ღირსეულად ასრულებდა და ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას. მოვიყვან მარტო ორ მაგალითს: სწორედ ქუთაისში ეკურთხა „აფხაზთა მეფედ“ 978 წელს ერთიან საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III. 1089 წელს მეფედ ეკურთხა დიდი დავით აღმაშენებელი, რომელმაც ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარი და დაარსა უმაღლესი სასწავლებელი-გელათის აკადემია. ამ სიბრძნისა და სიწმინდის მსგავს კერაზე მაშინდელ ევროპას სიზმარშიც არ ჰქონდა წარმოდგენა.

ქუთაისის ისტორიაში „ბაღის კიდესაც“ ეჭირა და დღესაც უჭირავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი. „ბაღის კიდეში“ იკრიბებოდა ქუთაისელთა კოჰორტა, რომელთა საუბრის თუ მსჯელობის თემა მუდმივად ბრუნავდა ერის, მამულისა და ქრისტიანულ მართლმადიდებულური რწმენის ინტერესების გარშემო. ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ „ბაღის კიდე“ იყო და არის პატრიოტიზმის, კაცობისა და ადამიანობის განსახიერების კერა.

მინდა ხაზი გაუსვა ერთ გარემოებასაც: ქუთაისსა და ზუგდიდს ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთან. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. შევჩერდებით მხოლოდ ერთ მომენტზე.

ბევრმა ზუგდიდელმა ქუთაისში მიიღო სხვადასხვა სპეციალობით უმაღლესი განათლება, რომლებიც შემდგომში გახდნენ ცნობილი პარტიული, სახელმწიფო მოღვაწე და მეცნიერი. რაც საბედნიეროდ დღესაც გრძელდება. ამის მაგალითია საზოგადოება „ბაღის კიდესა“ და საზოგადოება „ზუგდიდელის“ საქმიანი, მეგობრული ურთიერთობის ხიდი, დოქტორი, პროფესორი ბატ. თამაზ ცანავა.

სპორტში-რაგბიში-ქუთაისის „აიას“ სპორტულ ღირსებას საკავშირო თუ საერთაშორისო ტურნირებში წარმატებულად იცავდა ზუგდიდელი საშა (ალექსანდრე) ნაჭყებია.

ფეხბურთში ქუთაისის „ტორპედოში“ დაფრთიანდა მეკარე ოთარ გაბელია, რომელიც შემდგომში ღირსეულად იცავდა თბილისის „დინამოს“ კარს საერთაშორისო და საკავშირო ჩემპიონატებზე და მრავალჯერ გახდა ნომერ პირველი მეკარე.

მეტად მნიშვნელოვანია აგრეთვე, ისიც, რომ საზოგადოება „ბაღის კიდესა“ და საზოგადოება „ზუგდიდელს“ შორის 2010 წლის 16 ივლისს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვით ჩატარდა არაერთი საქმიანი შეხვედრა-ღონისძიება, როგორც ქუთაისში, ასევე ზუგდიდში.

აქ მინდა გამოვყო მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საჯარო მედიცინის რეგიონალურმა ცენტრმა ბატ. მერაბ კვიცარიძის ხელმძღვანელობით მედიცინის ექვსი მიმართულებით ჩაუტარა ზუგდიდის რაიონის სოფ. ანაკლიას მოსახლეობის 2014 წლის 14 დეკემბერს უფასო სამედიცინო გამოკვლევა, რისთვისაც არამარტო საზოგადოება „ზუგდიდელი“, არამედ მთელი ზუგდიდიც გიხდით დიდ მადლობას.

მეგობრებო, ვსარგებლობ დღევანდელი შეხვედრით და მინდა გამოვთქვა ასეთი მოსაზრებაც: წესდების მიხედვით, ორივე საზოგადოების ამოცანები და მიზნები ბევრ საკითხებში თანხვედრია, რაც გვაძლევს საშუალებას ვიმოქმედოთ პრაგმატიკულად და მიზანმიმართულად, საზოგადოების წევრთა აქტიური ჩართულობით წინ აღუდგეთ ერის სულიერ გახლეჩვას და სხვა ჯანსაღ საზოგადოებრივ ძალებთან მყარი თანამშრომლობით, ერისა და ბერის სულიერად და იდეურად გაერთიანება-გამთლიანებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილიც.

ასევე, ჩვენს ორივე საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა თქვას თავისი მართებული სიტყვა აფხაზ ძმებსა და დებს და ჩვენს შორის ძმობის, მეგობრობის, ძუძუმტეობის „ჩატეხილი ხიდის“ აღსადგენად, პირველ რიგში კი შერიგების პროცესების დაწყებისათვის. დროა ყინული დავძრათ ადგილიდან.

ამას მე შემთხვევით არ ვლაპარაკობ. ამას მე მალაპარაკებს ჩვენი წარსულის, მძიმე ისტორიული მომენტები, რომლის მიხედვითაც საქართველოს სხვადასხვა მხარეებს შორის ზოგიერთ შემთხვევაში არსებული ურთულესი ურთიერთდამოკიდებულებისა, ყოველთვის უპოვიათ საერთო ენა ჭირში და ლხინში ერთად დგომისათვის საჭირო საყრდენი წერტილის გამოსანახავად.

ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით საუკეთესო სურვილებით, იყავით მუდამ წარმატებული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და რაც მთავარია ღმერთმა ნუ მოგიშალოთ ქუთაისური იერი, იმერული სიპეწე, სტუმარ-მასპინძლობის ეშხი და რაც მთავარია თქვენებური ხუმრობანი და ოხუნჯობანი.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

 

საზოგადოება „ზუგდიდელის“

თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ბატ. მურმან ნაჭყებია

2015  წლის  25 მაისი

ქ. ქუთაისი.

ძვირფასო   მეგობრებო,

თუ ასე გაგრძელდება , ქართული ჩაის  არაფერი ეშველება. იხილეთ ეს ეტიკეტი (ქართველი "პატრიოტი"  იმპორტიორების მიერ გაკეთებული), თუ  რა მარშრუტს გადის შრილანკიდან საქართველოში  იმპორტირებული ჩაი. ნახეთ,  ვის   და სადაურ  მეჩაიეებს  ვაფინანსებთ გაჭირვებული ქართველი მომხმარებლები. ვაი, ჩვენი ცოდვა!

დიდი გულისწყრომით,

ალუ გამახარია

***

ცეილონის  ბაიხის  შავი  ჩაი ერთჯერად პაკეტებში, შენახვის ვადა -2 წელი, წარმოების თარიღი და ვარგისიანობის   ვადის  გასვლის  თარიღი მითითებულია  შეფუთვაზე.

სპეციალურად გრინფილდ ტი ლტლ-სათვის, ლონდონი. შპს  "ორიმი  ტრეიდ" რუსეთი 194044. სანკტ-პეტერბურგი, ტობოლსკის ქუჩა 3. ტელ/ფაქსი:(812)346 8240. კონტროლით. წარმოებულია შპს "ნეპ" რუსეთი. 188682. ლენინგრადის ოლქი ვსევოლჟსკის რაიონი, სვერდლოვის სახ. დას., მ/რ 1.15/4

იმპორტიორი: შპს "ლიდერ დისტრიბუშენი" მის: ქ. თბილისი,  შანდორ  პეტეფის ქ#14

ე.ი. გამოდის, რომ   შრილანკიდან ჩაი წავიდა ლონდონში, იქ მაღალი ტექნოლოგიური  ოპერაცია გაიარა, მერე რუსეთის  კომპანია -ორამი ტრეიდმა  იყიდა ლონდონში და ჩამოიტანა ლენინგრადში, იქ ამ ოლქის ერთ-ერთ სოფელში დააფასოვა და  გახარებულმა შპს "ლიდერ  დისტრიბუმენმა" ლენინგრადის სოფელში დაფასოებული ჩაი  იყიდა და ჩამოიტანა თბილისში...?!

P.S. თუ არ გვინდა  ქართული ჩაის  მთლიანად ამოძირკვა  გადავწყვიტოთ, მოდით , ქე მაინც,  პირდაპირ  შრილანკიდან  ვიყიდოთ კარგი ჩაი და აქ, საქართველოში დავაფასოვოთ. იქნებ დამატებით 2-3 კაცი მაინც დავასაქმოთ! შეგახსენებთ, რომ უმუშევრობის მაჩვენებლით საქართველო კავკასიაში  I ადგილზეა, საქართველოში კი ყოველი მეორე შრომისუნარიანი ადამიანი  თავს უმუშევრად თვლის.  ჩვენი ქალები,მ.შ. ისინი, ვინც  ადრე ჩაის კრეფდნენ,  ახლა   თურქებს, ბერძნებს, ამერიკელებს და სხვებს უვლიან ! 

ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" და აფხაზეთის სსიპ "ბიზნესინკუბატორი"  იწვევენ ინფორმაციებისა და   გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის, ასევე  პარტნიორული ან/და  კოალიციური  საპროექტო განაცხადების  მომზადების  მსურველ ისეთ ახალშექმნილ , დამწყებ  არასამთავრობო ორგანიზაციებს, სათემო ცენტრებს, რომელთა მისიაა:

-აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების  მშვიდობაინი ტრანსფორმაცია;

-უმუშევრობისა და სიღარიბის  შემცირების ხელშეწყობა.

 

ჩვენი ოფისი  მდებარეობს ქ.ქუთაისში, გუგუნავას ქ. #1

მსურველების შეკრებას ვგეგმავთ  ურთიერთშეთანხმებით, 1 კვირის ვადაში.

ველოდებით თქვენს გამოხმაურებას.

პატივისცემით,

ალუ გამახარია

 

საკონტაქტო ტელეფონები:

(0431)  26 56 01; 598255279, მერი ; ელფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.;

ვებ.გვერდი: www.apbc.ge

ორშაბათი, 18 მაისი 2015 12:56

პილოტური მასტერ-კლასი

2015 წლის 5 მაისს (10:00 საათიდან 20:00 საათამდე ) ქუთაისში ( გუგუნავას ქ#1 ), სსიპ "ბიზნეს ინკუბატორი"-ს საკონფერენციო დარბაზში, უკრაინაში ერთ-ერთი წარმატებული  ბიზნესასოციაციის შემქმნელმა და ხელმძღვანელმა   ბ-ნმა იგორ სტეპანოვმა  ქუთაისელ ბიზნესმენთა 14 კაციან   ჯგუფს ჩაუტარა პილოტური მასტერ-კლასი, საქმიანი თამაშებით.

ბ-ნმა იგორ სტეპანოვმა გააკეთა  თავისი პროექტის პრეზენტაცია. ღონისძიებას 9 საათი დასჭირდა. მონაწილენი კმაყოფილები დარჩნენ. მის მიერ ჩატარებული მასტერ-კლასი და თამაშები ნოვაციურია და ძალიან უწყობს ხელს  ბიზნესკომპანიების   წარმატებულ, მდგრადი საქმიანობის ფაზაში გადაყვანას.

ბ-ნი იგორ სტეპანოვი მიესალმება თანამშრომლობას დაინტერესებულ საქმიან წრეებთან.

 

In May 5, 2015 (from 10:00 till 20:00) pilot master class was conducted for the group of 14 local businessmen by the successful Ukrainian Businessman Mr. Igor Stepanov. The masterclass with business exercises took place at the conference hall of the legal entity`Business Incubator` in Kutaisi (1 Gugunava street) . 

Mr. Igor Stepanov presented his project. The event lasted 9 hours. The participants were satisfied. The master class and the business exercises are innovative and support business companies to continue their work with success and stability. 

Mr. Igor Stepanov is ready to cooperate with interested business networks. 

 

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search