ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png
Super User

Super User

სამშაბათი, 19 მარტი 2024 18:00

2 ტრენინგ-სემინარი

APBC-ის   პროექტის ფარგლებში  2023 წლის ოქტომბერში   და 2024 წლის იანვარში    ჩატარდა   2   ტრენინგ-სემინარი,   აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ,    ეკონომიკური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების მომზადებით დაინტერესებულ პირთათვის.

მცირე გრანტების მიღებაზე  გამოცხადებულ ღია კონკურსში  შემოსული  პროექტებიდან  საკონკურსო კომისიის მიერ  შეირჩა და დაფინანსდა  7   საუკეთესო  პარტნიორული  პროექტი.  ყველა ეს   პროექტი  ემსახურება   ტრანსინგურული  თანამშრომლობის   განვითარებას. 

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის-განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისი  ინიციატივები  კონფლიქტის მოგვარებისათვის ფარგლებში,  2023 წლის  20-25 ნოემბერს ჩატარდა ქართულ-აფხაზური საქმიანი ტურის ფარგლებში  გათვალისწინებული  ღონისძიებები. 

ტურის მონაწილეებმა ერთი კვირის განმავლობაში მოიარეს თბილისი, ქუთაისი, რაჭა, აჭარა, სამეგრელო. გაეცნენ ეკონომიკის სხვადასხვა დარგს, გასაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ სფეროებზ, როგორიცაა:  ფერმერული მეურნეობები, მეჩაიეობა,  მეფუტკრება, მეფრინველეობა, მებაღეობა, ტურიზმი, საოჯახო  სასტუმროები, ღვინის მარნები  და სხვ.  შეხვდნენ უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს,დაათვალიერეს მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები,

 კერძოდ: 

·       20 ნოემბერს, თბილისში მგზავრობისას  გზაზე დაათვალიერეს   ავტობანზე გვირაბების და ხიდების მშენებლობის   პროცესი.  შედგა შეხვედრები  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პროფესორ -მასწავლებლებთან და გაეცნენ  საუნივერსიტეტო დიპლომატი. შეხვედნენ  სოხუმელ ძველ მეგობრებს,  კოლეგებს. გაიხსენეს   საინტერესო მოგონებები და   ისტორიები.

·       შეხვედრის ბოლოს, მხარეთა შორის იყო საქმიანი   წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარება   ეკონომიკური თანამშრომლობისა და მათი პერსპექტივების შესახებ. 

21  ნოემბერს   შეხვედრები  შედგა: 

·       საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და  განიხილეს  გალის - სოფ. ბარღებში (აფხაზეთი) გათვალისწინებული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა.

·       საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკისთან. მან   ტურის მონაწილეებს  განუცხადა, რომ:

-       ქართული მხარიდან აფხაზეთს მიმართ ომის არანაირი საშიშროება არ არსებობს. საქართველო ბოლომდე იქნება ერთგული მის მიერ საყოველთაოდ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკისა, უპირველესად, კონფლიქტების დარეგულირების ნაწილში;

-       საქართველოს მთავრობა მომავალშიც თანმიმდევრულად გააგრძელებს აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერას, როგორც უფასო სამედიცინო სერვისების მიწოდების ნაწილში, ისე მცირე მეწარმეობის განვითარების მიმართულებით;

-       ასევე, საუბარი იყო  ქართულ-აფხაზურ გამყოფ ხაზზე ადამიანების და  ტვირთების   გადაადგილების  შესაძლო გაადვილებისა  და სხვა  აქტუალურ  საკითხებზე.  .

22    ნოემბერს:

·       ტურის მონაწილენი  ეწვივნენ   ქ. ქუთაისში   ფუნქციონირებად შპს      „თერნალი-ჩაის“ საწარმოს  მუშაობის პროსესში და გაეცნენ   მწვანე აგურა ჩაის დამზადების  ტექნოლოგიიას.  შეხვედრაზე  გამოიკვეთა მოსაზრება  „თერნალი-ჩაის“  და   აფხაზ მეწარმეებს შორის   პარტნიორული თანამშრომლობის აწყობის საკითხებზე.

·       ამ დღესვე  შეხვედრა შედგა ქუთაისში  აკაკი წერეთლის სახელმწოფო უნივერსიტეტის  უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან  და მოწვეულ  სპეციალისტებთან, სადაც რექტორმა შალვა კირთაძემ განაცხადა, რომ  აფხაზი სტუდენტებისთვის ამ უნივესიტეტში სწავლა და  საცხოვრებელი ფართი რომ იქნება  უფასო. ასევე, მათ გაეწევათ   დაეხმარება   საზღვარგარეთ  უმაღლეს სასწავლებლებში  გაცვლითი პროგრამით უფასოდ  სწავლის გაგრძელებაში.  

·       დაათვალიერეს ქუთაისში X-XI საუკუნის ქართულ-აფხაზური კულტურის ძეგლი ბაგრატის ტაძრი . გაეცნენ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების უძველეს ისტორიას და  ბაგრატის ტაძრის სულიერ კავშირ   სოფ. ბედიაში (ოჩამჩირის რ-ნი)  არსებულ მონასტერთან, სადაც 2016 წელს წმინდანად შერაცხული ბაგრატ-lll  და მასთან ერთად მისი აფხაზი დედა გურანდუხტი განისვენებენ;

23 ნოემბერს:

·       ტურის მონაწილენი  ესტუმრნენ რაჭაში, ამბროლაურის რ-ნ სოფ. წესში  სოხუმელი მიხეილ ელბაქიძის მიერ შექმნილ საოჯახო  სასტუმრო "აზნაურის სახლს" და   გაეცნენ  ტურიზმის სფეროში მათ სამიანობას. განიხილეს აფხაზურ მხარის ტურკომპანიებთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ მოსაზრებები და წინადადებები. შეხვდნენ აქ მოღვაწე  მცირე მეწარმეებს  და განიხილეს   პარტნიორობაზე აწყობილი საქმიანი წინადადებები.     გაეცნენ რაჭული  სამზარეულოს კვების პროდუქტების მომზადების წესებს.  შედგა რაჭაში დამზადებული სხვადასხვა  სახის ღვინის   დეგუსტაცია. 

24 ნოემბერს:

·       ტურის მონაწილეებმა  ბათუმში  დაათვალიერეს  ბათუმის საზღვაო პორტი,აეროპორტი, საქართველო-თურქეთის საზვარზე არსებლი ბათუმი(სარფი)   საბაჟო.

ქედას რაიონ სოფ. პირველ მასიში (ბათუმიდან 35  კმ)   მოინახულეს  „შერვაშიძეების მარანი“,  სადაც ასპინძელი საკუთარი მეურნეობიდან მიღებული ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ ქართული  და ზემო   აჭარული ტრადიციული კერძები  (დოშურვა, სინორი)მათ  გაუმასპონძლდა .

25 ნოემბერს:

·       სენაკში დაათვალიერეს  ფერმერთა სახლი“ და  საქმიანი   შეხვედრა შედგა ადგილობრივ ფერმერებთან. 

და ბოლოს,   შემაჯამებელ შეხვედრაზე  ტურის ყველა მონაწილე   გამოთქვა დიდი სურვილი, რომ   მომავალშიც ჩატარდეს მსგავსი აქტივობები.

ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2023 10:17

ტრენინგ-სემინარი

APBC-ის   პროექტის ფარგლებში  მიმდინარე წელს   ჩატარდა   3   ტრენინგ-სემინარი,   აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ,    ეკონომიკური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების მომზადებით დაინტერესებულ პირთათვის.

მცირე გრანტების მიღებაზე 2022 წლის ოქტომბრიდან  2023 წლის სექტემბრამდე გამოცხადებულ ღია კონკურსში  შემოსული  პროექტებიდან  საკონკურსო კომისიის მიერ  შეირჩა და დაფინანსდა 13   საუკეთესო  პარტნიორული  პროექტი.  ყველა ეს   პროექტი  ემსახურება   ტრანსინგურული  თანამშრომლობის   განვითარებას. 

სამშაბათი, 01 აგვისტო 2023 14:02

ჩაის ფესტივალი

ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ (ამსკ), მის პარტნიორ ჩაის მწარმოებელ  ორგანიზაცია   სოციალური საწარმო“ თერნალი+სთან“ და სხვა მომავალ პარტნიორებთან ერთად, მ/წლის 29 ივლისს, ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით, გურიაშიშეკვეთილის მუსიკოსთა პარკისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით   გამართულ  ქართული ჩაის ფესტივალში  მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ჩაის მწარმოებელი მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქცია  საქართველოს  სხვადასხვა რეგიონიდან.

ამ ღონისძიების  მიზანი იყო  ქართული ჩაის პოპულარიზაცია, კერძოდ, სამეწარმეო პოტენციალის გაცნობა  ფართო საზოგადოებისთვის,  მეჩაიეობის აღირძინების და    დასაქმების ხელშეწყობა,   ადგილობრივ და საერთაშორისო წრეებში ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება.

ჩატარებულმა ჩაის ფესტივალმა  საზოგადოებას აჩვენა    ქართული ჩაის  ასაღორინებლად       არსებული     ადამიანური, მეცნიერული და ტექნიკური  რესურსები,  განვითარების  ტენდენციები  და  პერსპექტივები.

მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს!

 ფესტივალი ძალიან სასარგებლო იყო.  

ღონისძიების დასასრულს, ფესტივალის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

მ/წლის 20 ივნისს,  დევნილთა/ლტლვილთა საერთაშორისო დღე ქალთა ფონდმა „სოხუმმა    პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად,     ქუთაისის ცენტრალურ პარკში აღნიშნა.   წარმოდგენილი იყო  სხვადასხვა სახის  კულტურულ-გასართობი     პროგრამა  და  დევნილთა  სამეწარმეო საქმიანობა.

ღონისძიების დასასრულს , ქალთა ფონდ სოხუმის თავმჯდომარე ალლა გამახარიამგანსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობისთვისმადლობის სერტიფიკატები გადასცა:

ალუ გამახარიას -ასოციაცია საქმიანი და მშვიდობიანი კავკასიას დამფუძნებელს  და დირექტორს;შალვა კირთაძეს -აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს;

ქეთევან ცხაკაიასიმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ სპექტრის ხელმძღვანელს  და სხვებს.

ამა წლის 25 მაისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო  მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ადამიანური უსაფრთხოების ჯგუფის მოწვევით, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისათვის  ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში შედგა  ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ)  საქმიანობის პრეზენტაცია.

დამსწრე საზოგადოებას ამსკ-ს საქმიანობა , მიღწეული შედეგები და სამომავლო ამოცანები  გააცნო ორგანიზაციის დირექტორმა ალუ გამახარიამ.

განაცხადა, რომ  EU/UNDP-ის (EU4Dialogue -ის)  და აშშ-ს განვითარების სააგენტოს, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე სამედიცინო და ეკონომიკურ პროექტებს,  ამსკ (APBC) წარმატებულად   ახორციელებს.  ამაზე მეტყველებენ ორგანიზაციისათვის აფხაზი და ოსი პაციენტების მომართვიანობის ზრდის ტემპი. 10 წლის განმავლობაში, ორგანიზაციის მიერ   მომსახურებული პაციენტების მომართვიანობა 110-დან 1000-მდე, ანუ 9-ჯერ და მეტად გაიზარდა. ასევე,  უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის კმაყოფილება და კეთილგანწყობა, რომელიც თან მიჰყვება საკუთარ ოჯახებში დაბრუნებულ აფხაზ და ოს პაციენტებს. რამდენიმეწლიანი დაკვირვებებით და კვლევებით დადასტურებულია, რომ აფხაზეთის სინამდვილეში, ყოველი კეთილგანწყობილად შინ  დაბრუნებული პაციენტი, ასევე კეთილად განაწყობს ქართველი ექიმებისადმი და ზოგადად, ქართველებისადმი, საშუალოდ   არანაკლებ 16 ადამიანს  საკუთარ სოციუმში (საფუძველი: დიმიტრი უზნაძის განწყობის  თეორია).

ეს წარმატებები ქვეყანაში არსებული შერიგების პოლიტიკის, შესაბამისი  სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი პარტნიორი ადგილობრივი  არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი დამსახურებაა! 

აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტები, რუხის სამედიცინო პუნქტთან  გამოკრულ ბანერზე ეცნობიან ინფორმაციას ამსკ-ს სამედიცინო პროექტის შესახებ და იღებენ საკონტაქტო ინფორმაციას.

 პრობლემების,გამოწვევების შესახებ ითქვა - ყველაზე მთავარი გამოწვევაა ის, რომ აფხაზი პაციენტების 30-35%  ონკოლოგიური ავადმყოფია. ჩამოდიან დაგვიანებულ მდგომარეობაში. მკურნალობა ძვირადღირებულია და  დადგენილი ლიმიტები ხშირად  არ არის საკმარისი.

სამედიცინო პროექტის მეშვეობით  ხდება წელიწადში  1000-ზე მეტი ეთნიკური აფხაზი, ოსი ბენეფიციარის მიღება და მკურნალობის ხელშეწყობა, ძველი ურთიერთობების  აღდგენა, ახლის დამყარება, დაახლოება;ხდება მივიწყებული კონტაქტების აღდგენა, ჩნდება ახალი კომუნიკაციები;   შენდება ნდობა და მშვიდობა ; მატულობს კეთილგანწყობილი ადამიანების რაოდენობა; მცირდება მტრის ხატიდა გამაღიზიანებელი    რიტორიკა; არნახულად იზრდება სამოქალაქო და საქმიანი ურთიერთობების  მომხრეთა  რაოდენობა. 

შაბათი, 27 მაისი 2023 16:28

ტრენინგ-სემინარი

202წლის  აპრილში   USAID-ის   პროექტის ფარგლებში ჩატარდა  ტრენინგ-სემინარი, ამ პროექტის ფარგლებში შექმნილ ეკონომიკური (საქმიანი)  ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების იდეების განხილვა და  პროექტების შემუშავების  საკითხებთან დაკავშირებით. მონაწილეებს გაეცნო პროექტების შემუშავების მეთოდოლოგია.

ტრენინგი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.  

საკონკურსო კომისიის სხდომაზე   განხილულ იქნა    მიღებული ქართულ-აფხაზური   პარტნიორული  ბიზნეს-პროექტები, სადაც  დასაფინანსებლად შეირჩა 2  პარტნიორული ბიზნეს-პროექტი, რომელიც     მიმართულია  გამყოფი ხაზის გასწვრივ   საერთო ინტერესის წახალისებაზე.  

 

 
სამშაბათი, 04 აპრილი 2023 17:56

ტრენინგ-სემინარი

202წლის  იანვარში   USAID-ის   პროექტის ფარგლებში ჩატარდა  ტრენინგ-სემინარი, ამ პროექტის ფარგლებში შექმნილ ეკონომიკური (საქმიანი)  ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების იდეების განხილვა-მომზადების საკითხებთან დაკავშირებით და ტრენინგის მონაწილეებს დეტალურად გააცნო პროექტების შემუშავების მეთოდოლოგია.

გამომდინარე აქედან, თებერვალ-მარტში,  საკონკურსო კომისიის სხდომაზე   განხილულ იქნა    მიღებული ქართულ-აფხაზური   პარტნიორული  ბიზნეს-პროექტები და დასაფინანსებლად შეირჩა  5  პარტნიორული ბიზნეს-პროექტი.   დაფინანსებული  პროექტები    მიმართულია  გამყოფი ხაზის გასწვრივ კონტაქტების განვითარებაზე და  საერთო ინტერესის წახალისებაზე.  

შაბათი, 07 იანვარი 2023 07:31

ინოვაციური ქარძრავას შესახებ

https://www.youtube.com/watch?v=g0mTM60Ygwo

პროექტის განხორცილებელი წამყვანი ორგანიზაციაა აფხაზეთის სსიპ ბიზნესინკუბატორიქუთაისიგუგუნავას . #1.  ინოვაციურობის  გამომგონებელი და გამოყენებითი  კვლევის  პროექტის  ხელმძღვანელია ინჟინერიის დოქტორი , არჩილ გეგუჩაძე. პროცესს მაქსიმალურად უწყობს ხელს ჩვენი ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"!

ინოვაციური ქარძრავას  გამოცდის დროს ნიჭიერმა ახალგარდა მკვლევარებმა ნატა სულაქველიძემ და ანრი ყუფარაძემ აღმოაჩინეს  სხვა დაუგეგმავი არნახული უპირატესობებიარსებულ ანალოგებთან შედარებით.  თეორიულ ნაწილზე იმუშავა დამსახურებულმა სოხუმელმა მეცნიერმა, აკადემიკოსმა რანი ჭაბუკიანმა პროექტის გუნდს ულოცავ წარმატებებს, რომლითაც შეხვდა ის 2023 წელსქარძრავას გამოცდა გრძელდება.  შემდეგი ნაბიჯები იქნება ამ სიახლის  წარმოებაში დანერგვა. სიახლეების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად შევატყობინებთ!

დამატებთი ინფორმაცია  შეგიძლიათ  მიიღოთ  ტელეფონებზე : არჩილ გეგუჩაძე- 555 308 308, ანრი ყუფარაძე-599 283 666, მამუკა ცხვარაძე- 571 212  653

 

                                                

  ამა წლის 10-11 დკემბერს,   სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“   ჩატარადა  EU/UNDP-ის (EU4Dialogue-ის) მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომის გადაწყვეტილებით შექმნილი სამედიცინო პროექტების პლატფორმის მორიგი შეხვედრა და ის   მიეძღვნა    კონფლიქტის ზონებში -ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის მშენებლობის საკითხებზე სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების  საკითხებს. 

 

ჯანმრთელობის სფეროში ნდობის მშენებლობისკენ მიმართული  და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროექტების  მიმდინარეობის, არსებული მიღწევების და ახალი გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა  ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“  დირექტორმა ალუ გმახარიამ. პრეზენტაცია მიმდინარეობდა ვიზუალური ჩვენებით, სადაც  დეტალურად იყო  გადმოცემული, როგორც მიღწევები, ისე  მიმდინარე საქმიანობაში არსებული პრობლემები  და გამოწვევები.

 

საკითხების განხილვა მიმდინარეობდა   კითხვა-პასუხის რეჟიმში.  

 

ღონისძიების დასასრულს, შემუშავდა რეკომენდაციები, დაისახა ამოცანები, ვადებისა და შემსრულებლების მითითებით.

 

ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ  სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროექტის დონორი  EU/UNDP-ის (EU4Dialogue-ის)  და აშშ-ს განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

გვერდი 1 სულ 3

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search