ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png
Super User

Super User

მ/წლის 9 დეკემბერს ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიას“ (ამსკ) სტუმრობდა   აშშ-ს ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება კელი დეგნანი.

 ორგანიზაციის მისიის, ამოცანების, დასახული გეგმებისა  და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ამსკ-ს დირექტორმა ალუ გამახარიამ, კერძოდ, თუ როგორ  ხორციელება  სახალხო დიპლომატიის  ფარგლებში, კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია-მოგვარების ხელშეწყობა .

განაცხადა, ნდობისა და მშვიდობის მშენებლობისათვის ამსკ იყენებს  ორ მთავარ ინსტრუმენს, კერძოდ: მისი პროექტების ფარგლებში ხდება აფხაზებისა და ოსებისათვის კვალიფიციური სამედიცინო სევისების მიწოდების ორგანიზება და ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ეკონომიკური პროექტების განხორციელება. ასევე,  მიაწოდა ინფორმაცია პროექტების წარმატებით განხორციელების შედეგად მიღწეული შედეგების, არსებული  პრობლემების (გამოწვევებისა)  და განსახორციელბელი  წინანდადებების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს,  ელჩმა დაათვალიერა პაციენტების ღამის სათევი ოთასები, გაესაუბრა თითოეულ პაციენტს და უთხრა, რომ ილოცებს მათი გამოჯანმრთელობისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ამსკ-ს თანამშრომლები, პარტნიორი ორგანიზაციების  ფონდი „სოხუმის“  და სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ წარმომადგენლები.

APBC-ის   პროექტის ფარგლებში პერიოდულად ტარდება  ტრენინგ-სემინარები, რომლებიც ეხმარებიან  ეკონომიკური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების მომზადებით დაინტერესებულთ, როგორც აფხაზეთიდან, ისე სამხრეთ ოსეთიდან.  

ამჟამად, ამ პროექტის ფარგლებში, მცირე გრანტების მიღებაზე 2023 წლის სექტემბრამდე გამოცხადებულია ღია კონკურსი! ამ კონკურსის ფარგლებში შემოსული პროექტებიდან  საკონკურსო კომისიის მიერ ხორციელდება  საუკეთესო პროექტების შერჩევა! ყველა ეს   პროექტი  უნდა ემსახურებოდეს  ტრანსინგურული  თანამშრომლობის   განვითარებას. 

 

2022 წლის 10 ნოემბერს, 18:00 -20:00 სთ. ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ) საკონფერენციო დარბაზში   სამედიცინო პროექტის ფარგლებში   ჩატარდა    მასტერ-კლასი     თემაზე: ონკოლოგიურ დაავადებათა შემცირების გზები ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვითა და სამკურნალო მცენარეების გამოყენებით.

 

უშუალოდ მონაწილეობდნენ  ქუთაისში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი პაციენტები, ასევე,  ონლაინ-რეჟიმში,  ზუმ-ის ჩართვით შემოსული ბენეფიციარები, აფხაზეთის ყველა ქალაქი და რაიონიდან . 

 

  განხილული თემები:

1.       სისხლის გამწმენდი მცენარეული საკვები პროდუქტების სახეობები, მათი დამზადებისა და  მიღების წესები  (მასტერ-კლასი);

2.       ონკოლოგიური დაავადებების  შემაჩერებელი და სამკურნალო მცენარეები და მათგან  კვების პროდუქტების დამზადება (მასტერ-კლასი);

3.       ზოგადი რეკომენდაციები - ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ;

       4.    კვების პროდუქტების დამზადების რეცეპტები, დეგუსტაცია და დისკუსია.

  

 მონაწილენი, სულ:37.

 

ოთხშაბათი, 09 ნოემბერი 2022 18:18

გამოფენა

ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ (ამსკ), მის პარტნიორ ჩაის მწარმოებელ  ორგანიზაციებთან  (სოციალური საწარმო“ თერნალი+“, აგურა ჩაის მწარმოებელი  შპს „თერნალი“, კოოპერატივი „თამარჩაი“) ერთად, მ/წლის 29 ივლისს, გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში  გამართულ ჩაის ფესტივალში  მიიღო მონაწილეობა.

 

 ჩაის ფესტივალი გურიაში პროექტ ჩაის გზის ფარგლებში გაიმართა .

 

 ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

 

ჩატარებულ ფესტივალზე ქართველ მეწარმეებს მიეცათ საშუალება  ქართული პროდუქციის: ჩაის, ბიოჩაის და ბიოჩირის (ცნობილი ქართველი გამომგონებელი და პილოტური ნიმუშის შემქმნელი გიორგი მუხაშავრია), თაფლის, ღვინის, ჩირის, ჩურჩხელების, აჯიკის  და სხვა პროდუქტების გამოფენა-გაყიდვის, სამეწარმეო  და სარეალიზაციო  ბაზრებს შესწავლისა. 

 

ამსკ-ს საგამოგენო კუთხეს მრავალი  ქართველი და უცხოელი ვიზიტიორი ესტუმრა.

 

ძალიან საინტერესო იყო   საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის  ჩაის, სუბტროპიკული კულტურების  და ჩაის მრეწველობის  ანასეულის ინსტუტუტის   დირექტორის,  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი  თემურ რევიშვილის  და მისი გუნდის მიერ წარმოდგენილი გამოგონებები. მან  სხვა საინტერესო გამოგონებებთან ერთად  წარმოადგინა  მწვანე ჩაის წარმოების ინოვაციური საფიქსაციო მოწყობილობა. ამ დანადგარით დამზადებულმა მწვანე ჩაიმ,   დარგის სპეციალისტთა  დიდი მოწონება დაიმსახურა.

მეტად საინტერესო საუბარი შედგა   ბათუმელ  გიორგი უსტალიშვილთან, რომელიც გეგმავს ბათუმში  გახსნას  ქართული ჩაის მაღაზია, სადაც მხოლოდ ქართული ჩაი გაიყიდება  და  გამოთქვა მზაობა- ამ მაღაზიაში მიიღოს და რეალიზაცია  გაუკეთოს აფხაზეთში წარმოებულ  ჩაის,   რაც სრულ თანხვედრაშია  საქართველოს სახელმწიფო  სამშვიდობო პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“  ფარგლებში.

თავად გიორგი  აღფრთოვანებული  დარჩა ამ გამოფენით და თქვა, „...მე მეგონა 5 თუ 6 ქართული ჩაის კომპანია თუ იყო; რომ არა დღეს ჩატარებული  გამოფენა, არ მეცოდინებოდა ამდენი ქართული ჩაის მწარმოებელი რომ  ყოფილა.  ძალიან ბევრი  კარგი ხარისხის ჩაი დავაგემოვნე...მივესალმები ჩაის ინდუსტრიის აღორძინებას    და რომ არა  ეს ღონისძიება, ქართული ჩაის მაღაზიის გასხნის საკითხს,  კიდევ დიდ ხანს ვერ გადავწყვეტდი.  ახლა კი აქტიურად ვიმუშავენ ჩემი ჩანაფიქრის ასრულებაზეო“, თქვა გიორგი  უსტალიშვილმა.

 

ღონისძიების დასასრულს, ფესტივალის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

 

შეადგინა             მერი გვაძაბიამ

მ/წლის 31 ივლისს,  ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ) ოფისში შედგა  საქმიანი  საუბარი  USAID-ის   წარმომადგენელთან, ამსკ-ს სამომავლო სამედიცინო პროექტთან დაკავშირებით.

სტუმარი ყურადღებით გაეცნო ამსკ-ს საქმიანობას, ესაუბრა პერსონალს და ბენეფიციარებს.

მომავალში მეტი ყურადღება შესაძლოა დაეთმოს ეკონომიკურ პროექტებს.

ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ სამედიცინო პროექტების ფარგლებში,

21-27 სექტემბერს ქუთაისში  ჩატარდა  შეხვედრები, რომელიც ითვალისწინებდა    ექიმებს შორის ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას და  პროფესიული კავშირების დამყარება-გაფართოვებას.

 

ექიმების მეტად საინტერესო შეხვედრები შედგა:

Ø  დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ევექსის:  

·   კარდიოლოგიურ განყოფილებაში  მაღალი დონის  სპეციალისტებთან:  თამარ იობიძე, რეზო შენგელია და  ავთანდილ გოლეთიანთან, რომლებმაც კოლეგებს    თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს,  საერთაშორისო სტანდარტებთან  შესაბამისი  კარდიოლოგიური მიმართულებით მკურნალობის  სიახლეებზე და  დღე-ღამის განმავლობაში  მათ უწყვეტ მომსახურებაზე.

·            ლინიკის ნეიროქირურგიული განყოფილების  გუნდთან;    ნეიროქირურგმა იაგო ცერცვაძემ კოლეებს  გააცნო  გეგმიური და გადაუდებელი სრული ნეიროქირურგიული სერვისის მიღების საკითხები. ასევე, ექიმები დაასწრო  ურთულეს   ოპერაციას, რომელიც ჩაუტარდა   ინსულტით შემოყვანილ, მარცხენა ხელ-ფეხ  და მეტყველება  წართმეულ ახალგაზრდა ქალს. დოქტორ იაგო ცერცვაძის გუნდმა, ძვირადღირებული მიკროკატეტერების გამოყენებით,პაციენტს ინსულტი უსისხლო ოპერაციის დაწყებიდან, 7 წუთში გაუქრო! ავადმყოფს  კიდურები აუმოძრავდა და მეტყველება აღუდგა.

·            ტრავმატოლოგია/ორთოპედიის განყოფილებაში,  მსოფლიო ტრავმატოლოგთა  ასოციაციის წევრმა,  საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა,ასოცირებულმა პროფესორმა   ზურაბ ხაბეიშვილმა  კოლეგებს  გააცნო  კლინიკაში   მაღალი სირთულის ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური  სამედიცინო სერვისები და 
ისაუბრეს   კოლეგიალური ურთიერთობის აწყობის საკითხებზე. 

·         ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში,  ოკო ექიმებმა-ხათუნა ბიბიჩაძემ, მარინა სიმსივემ, რადიაციული ონკოლოგიის  დეპარტამენტიდან-აკაკი ჩიხლაძემ, თორნიკე ბაძგარაძემ,   ჯარჯი ბაციკაძემ,   მათ განყოფილებაში მომუშავე სხვა მედიკოსებმა, ჩიკაგოში მოღვაწე რადიაციულ ონკოლოგ კრისტინა  კილიმ,რომელიც კლინიკაში წელიწადში ჩამოდის 3-4-ჯერ,   კოლეგებს გააცნეს თუ როგორ ხდება ამ კლინიკაში  ონკოლოგიური პაციენტების მართვა, დიაგნოსტიკური ღონისძიებების დაგეგმვა  და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა. აღნიშნულ გუნდში ჩართულია ყველა სპეციალობის ექიმი: სხივური ონკოლოგები, ქიმიოთერაპევტები, ქირურგები, რადიოლოგები... აქ   ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტსძლევა შესაძლებლობა, ჩვენების მიხედვით, ერთ სივრცეში ჩაიტაროს შესაბამისი სრული ონკოლოგიური კვლევა და მკურნალობის კურსი ადგილობრივი და საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმების ჩართულობით გაიაროს.

Ø  ქუთაისის ერთ-ერთ წარმატებული ინფექციური (COVID-19) მიმართულების კლინიკა ლჯ და კომპანიას-დირექტორმა, პროფესორმა ნოდარ მაღლაფერიძემ, წამყვან ექიმ-ინფექციონისტმა, პროფესორ დარეჯან ხაჭაპურიძე, კლინიკის მთავარმა ექთანმა  ნესტან ყიფიანმა  კოლეგებს დაათვალიერებინეს და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მკურნალობის ახალ საინტერესო მიგნებებზე და მეთოდებზე.

Ø  წყალტუბოში, განმაჯანსაღებელ კომპლექსში „პრომეთე“, ექიმ-იმუნოლოგმა გიორგი ჯუღელმა და  ექიმმა ირმა თუთბერიძემ  ექიმებს დეტალურად გააცნეს წყალტუბოს  მინერალური წყლების ფიზიკო-ქიმიური თვისებები.    წყალტუბოში არსებული სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურები და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა სასიამოვნო გარემოს ქმნის კომფორტული მკურნალობისათვის, აღნიშნეს  ექიმებმა და სურვილი გამოთქვეს მომავალში თანამშრომლობის აწყობაზე.

Øექიმებმა მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში  ბათუმის რეფერალური  ჰოსპიტალის  პროფესორ კახაბერ ქაშიბაძის და მისი გუნდის მიერ ჩატარებულ  ღვიძლის  ტრანსპლანტაციის   კონფერენციაში.  

Øწყალტუბოში,  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელ კომპანია   „ჰერბიას“ ხელმძღვანელმა  ზურაბ ჯანელიძემ  ექიმებს  გააცნო და დაათვალიერებინა,   თანამედროვე ტექნოლოგიების და ხარისხის სტანდარტების დაცვით,     მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად,  სასუქის გამოყენების გარეშე  თუ როგორ მოჰყავთ მწვანილი, ბოსტნეული ,  როგორ  ხდება  წარმოებული პროდუქციის დაფასოება და  დისტრიბუცია  საქართველოს  სხვადასხვა  600-დან 700-მდე სავაჭრო ქსელში. ასევე, კომპანიას მოწყობილი აქვს პროდუქციის დასაფასოებელი უბანი და  საწყობი-მაცივარი.  

კომპანიის ტერიტორიაზე, მშენებლობის პროცესშია „ღია ცის ქვეშ  სოფლის ევოლუციის მუზეუმი“,  სადაც მოხდება  მამა-პაპისეული ტრადიციებით,  მოსული სტუმრების, ტურისტების მიღება.ეს იქნება კულტურული ცენტრი,თავისი  საგამოფენო დარბაზით,სადაც მოსული სტუმარი  გაეცნობა ქვეყნის წარსულს და მის მომავალს.

 

შეხვედრებისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართველი ექიმები მზად არიან ხელი შეუწყონ    ტელემედიცინის  განვითარებას და თავიანთ   კოლეგებს  გაუწიონ ვიდეო კონსულტაციები, რათა ერთობლივი ძალებით მოხდეს  რაც შეიძლება მეტი პაციენტების გადარჩენა. 

 

ყოველი შეხვედრის შემდეგ ხდებოდა   საკონტაქტო ტელეფონის ნომრების გაცვლა. 

 

 

 

 

 

2022 წლის 22 აგვისტოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ააიპ ფონდი „საქართველოს ემიგრანტებსა“ (დირექტორი ქეთევან კინწურაშვილი) და ააიპ ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიას“ (დირექტორი ალუ გამახარია) შორის.

მემორანდუმის  მიზანია  ქართული დიასპორული პროექტების ფარგლებში:

*   ერთობლივი კულტურული, სოციალური და საქველმოქმედო პროექტების (აქტივობების)  განხორციელება;

*   კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების მხარდაჭერა.

2022 წლის 10 სექტემბერს, ქ.წყალტუბოში, სასტუმრო „პრომეთეში“  გაიმართა    ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვა”  შედეგებისა და გამოცდილების   პრეზენტაცია.

პროექტი წარმატებულად  განხორციელდა „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ და პარტნიორი ორგანიზაციების - „საქართველოს დახმარების კომიტეტი“ და ასოციაცია  „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ მიერ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, პროექტის  წარმატებები ქვეყანაში არსებული შერიგების პოლიტიკის, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათი პარტნიორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი დამსახურებაა  და იმსჯელეს  შემდგომი განვითარების  შესაძლებლობებზეც.

ამ პროექტის ფარგლებში  ამსკ-ს მიერ  მომსახურებულ იქნა 671 პაციენტი და ყველა ისინი  კმაყოფილები და კეთილგანწობილები დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში.  

ღონისძიებაზე   მონაწილეობდნენ:  

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი  ზვიად ზვიადაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის, სსიპ “ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის  განყოფილების,  ქ.წყალტუბოს მერიის,  ქუთაისის და ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკების, ასოციაცია “იმედის“  წარმოამდგენლები და სხვ.

შეხვედრაზე სამადლობელი სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთიდან    ქართულ მხარეს სამკურნალოდ გადმოსული პაციენტებიც.

ხუთშაბათი, 21 ივლისი 2022 11:07

ახალი პროექტის დასაწყისი

ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ“  (ამსკ) EU/UNDP–ის ერთობლივი პროგრამა „DIALOGUE-ის  მხარდაჭერით 2022   წლის ივლისიდან    დაიწყო    სამედიცინო ჰუმანიტარული   როექტი „ნდობისა და ხანგრძლივი მშვიდობის მშენებლობა ჯანდაცვის  სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით“.

  პროექტი  ერთწლიანია და მის  ფარგლებში, ქ.ქუთაისის და ქ.თბილისის  კლინიკებში კვალიფიციური სამედიცინო  გამოკვლევები და მკურნალობა უნდა გაეწიოს კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე   მოწყვლად პაციენტებს.

ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022 16:31

განახლებული საიტის პრეზენტაცია

ამოქმედდა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“ განახლებული ვებგვერდი www.apbc.ge. შედგა წარმატებული თანამშრომლობა ახალგაზრდა IT  სპეციალისტ- პროგრამისტ   გიორგი სანიკიძესა და ორგანიზაციის  მენეჯმენტის წარმომადგენლებს: გოჩა კუჭუხიძეს ლანა კვეტენაძეს და მერი გვაძაბიას  შორის.

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search