ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png
ოთხშაბათი, 09 ნოემბერი 2022 18:18

გამოფენა

ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ (ამსკ), მის პარტნიორ ჩაის მწარმოებელ  ორგანიზაციებთან  (სოციალური საწარმო“ თერნალი+“, აგურა ჩაის მწარმოებელი  შპს „თერნალი“, კოოპერატივი „თამარჩაი“) ერთად, მ/წლის 29 ივლისს, გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში  გამართულ ჩაის ფესტივალში  მიიღო მონაწილეობა.

 

 ჩაის ფესტივალი გურიაში პროექტ ჩაის გზის ფარგლებში გაიმართა .

 

 ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

 

ჩატარებულ ფესტივალზე ქართველ მეწარმეებს მიეცათ საშუალება  ქართული პროდუქციის: ჩაის, ბიოჩაის და ბიოჩირის (ცნობილი ქართველი გამომგონებელი და პილოტური ნიმუშის შემქმნელი გიორგი მუხაშავრია), თაფლის, ღვინის, ჩირის, ჩურჩხელების, აჯიკის  და სხვა პროდუქტების გამოფენა-გაყიდვის, სამეწარმეო  და სარეალიზაციო  ბაზრებს შესწავლისა. 

 

ამსკ-ს საგამოგენო კუთხეს მრავალი  ქართველი და უცხოელი ვიზიტიორი ესტუმრა.

 

ძალიან საინტერესო იყო   საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის  ჩაის, სუბტროპიკული კულტურების  და ჩაის მრეწველობის  ანასეულის ინსტუტუტის   დირექტორის,  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი  თემურ რევიშვილის  და მისი გუნდის მიერ წარმოდგენილი გამოგონებები. მან  სხვა საინტერესო გამოგონებებთან ერთად  წარმოადგინა  მწვანე ჩაის წარმოების ინოვაციური საფიქსაციო მოწყობილობა. ამ დანადგარით დამზადებულმა მწვანე ჩაიმ,   დარგის სპეციალისტთა  დიდი მოწონება დაიმსახურა.

მეტად საინტერესო საუბარი შედგა   ბათუმელ  გიორგი უსტალიშვილთან, რომელიც გეგმავს ბათუმში  გახსნას  ქართული ჩაის მაღაზია, სადაც მხოლოდ ქართული ჩაი გაიყიდება  და  გამოთქვა მზაობა- ამ მაღაზიაში მიიღოს და რეალიზაცია  გაუკეთოს აფხაზეთში წარმოებულ  ჩაის,   რაც სრულ თანხვედრაშია  საქართველოს სახელმწიფო  სამშვიდობო პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“  ფარგლებში.

თავად გიორგი  აღფრთოვანებული  დარჩა ამ გამოფენით და თქვა, „...მე მეგონა 5 თუ 6 ქართული ჩაის კომპანია თუ იყო; რომ არა დღეს ჩატარებული  გამოფენა, არ მეცოდინებოდა ამდენი ქართული ჩაის მწარმოებელი რომ  ყოფილა.  ძალიან ბევრი  კარგი ხარისხის ჩაი დავაგემოვნე...მივესალმები ჩაის ინდუსტრიის აღორძინებას    და რომ არა  ეს ღონისძიება, ქართული ჩაის მაღაზიის გასხნის საკითხს,  კიდევ დიდ ხანს ვერ გადავწყვეტდი.  ახლა კი აქტიურად ვიმუშავენ ჩემი ჩანაფიქრის ასრულებაზეო“, თქვა გიორგი  უსტალიშვილმა.

 

ღონისძიების დასასრულს, ფესტივალის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

 

შეადგინა             მერი გვაძაბიამ

მ/წლის 31 ივლისს,  ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ) ოფისში შედგა  საქმიანი  საუბარი  USAID-ის   წარმომადგენელთან, ამსკ-ს სამომავლო სამედიცინო პროექტთან დაკავშირებით.

სტუმარი ყურადღებით გაეცნო ამსკ-ს საქმიანობას, ესაუბრა პერსონალს და ბენეფიციარებს.

მომავალში მეტი ყურადღება შესაძლოა დაეთმოს ეკონომიკურ პროექტებს.

2022 წლის 22 აგვისტოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ააიპ ფონდი „საქართველოს ემიგრანტებსა“ (დირექტორი ქეთევან კინწურაშვილი) და ააიპ ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიას“ (დირექტორი ალუ გამახარია) შორის.

მემორანდუმის  მიზანია  ქართული დიასპორული პროექტების ფარგლებში:

*   ერთობლივი კულტურული, სოციალური და საქველმოქმედო პროექტების (აქტივობების)  განხორციელება;

*   კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების მხარდაჭერა.

2022 წლის 10 სექტემბერს, ქ.წყალტუბოში, სასტუმრო „პრომეთეში“  გაიმართა    ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვა”  შედეგებისა და გამოცდილების   პრეზენტაცია.

პროექტი წარმატებულად  განხორციელდა „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ და პარტნიორი ორგანიზაციების - „საქართველოს დახმარების კომიტეტი“ და ასოციაცია  „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ მიერ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, პროექტის  წარმატებები ქვეყანაში არსებული შერიგების პოლიტიკის, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათი პარტნიორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი დამსახურებაა  და იმსჯელეს  შემდგომი განვითარების  შესაძლებლობებზეც.

ამ პროექტის ფარგლებში  ამსკ-ს მიერ  მომსახურებულ იქნა 671 პაციენტი და ყველა ისინი  კმაყოფილები და კეთილგანწობილები დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში.  

ღონისძიებაზე   მონაწილეობდნენ:  

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი  ზვიად ზვიადაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის, სსიპ “ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის  განყოფილების,  ქ.წყალტუბოს მერიის,  ქუთაისის და ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკების, ასოციაცია “იმედის“  წარმოამდგენლები და სხვ.

შეხვედრაზე სამადლობელი სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთიდან    ქართულ მხარეს სამკურნალოდ გადმოსული პაციენტებიც.

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search