ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png
პარასკევი, 04 ივნისი 2021 08:07

სამედიცინო პროექტების შესახებ

Written by

 

COBERM–ის და ამსკ–ს სამედიცინო პროექტი

I. რა კეთდება: -პროექტის მეშვეობით ხდება წელიწადში 500-ზე მეტი ეთნიკური აფხაზი, ოსი ბენეფიციარის მიღება და მკურნალობის ხელშეწყობა, ძველი ურთიერთობების  აღდგენა, ახლის დამყარება, დაახლოება.
 

II. რა შედეგი მიიღწევა: 

1.ხდება მივიწყებული კონტაქტების აღდგენა, ჩნდება ახალი კომუნიკაციები   (იხ.სქემა)

2. შენდება ნდობა და მშვიდობა : -მატულობს კეთილგანწყობილი ადამიანების რაოდენობა (წელიწადში 500x16=8000 ადამიანი);

-მცირდება „მტრის ხატი“ და გამაღიზიანებელი    რიტორიკა;

-არნახულად იზრდება სამოქალაქო და საქმიანი ურთიერთობების  მომხრეთა  რაოდენობა;  

III. რა  ხარვეზებია: სამთავრობო სტრუქტურებთან შეხებისას სამწუხაროდ ხშირად ადგილი აქვს არაოპერატიულობას, ცუდ კოორდინაციას, არასაკმარის კომუნიკაციას

და თანამშრომლობას NGO-ებსა და ხელისუფლებას შორის. არასრულყოფილია შესაბამისი რეგულაციები!

IV. რა გამოუყენებელი პოტენციალია აქ: -მომართვიანობა იზრდება, ხოლო მათი რეალიზების შესაძლებლობები  ქართული მხარიდან იზღუდება.

– გამოწვევების დიდი ნაწილი   რეაგირების გარეშე რჩება;

– ნდობის მშენებლობის 75% გამოუყენებელია.

 

 

„ბიზნესინკუბატორი“ არის ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას" (ამსკ), სხვა პარტნიორი NGO-ების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლების  და აფხაზეთის ა.რ. მთავრობის  ერთობლივი ინიციატივა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ იგი ამსკ–ს მიერ წარმატებით განხორციელებული მასშტაბური, გრძელვადიანი პროექტია, რომელიც შექმნილია და ხორციელდება  ქუთაისში უკვე მე–9 წელია.  „ბიზნესინკუბატორი“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა და სხვა დაინტერესებულ პირთა (ძირითად ახალგაზრდების) სტაჟირებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და დასაქმებას  უწყობს ხელს. სტაჟიორები აქ  საარსებო საშუალებების შექმნის საჭირო უნარ–ჩვევებს იძენენ.

"ბიზნესინკუბატორის"   უვადო სარგებლობაშია 17,0 ათასამდე მ2 სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ყოფილი "ელექტრომექანიკური" ქარხნის შენობები და 0,5ჰა მიწის ნაკვეთი. „ბიზნესინკუბატორის“  მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს იმერეთში და სხვა რეგიონებში  საარსებო წყაროების შექმნის  მსურველ, სათანადო განათლების და უნარების მქონე სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების   დასაქმებას, უმუშევრობის, სიღარიბის და უთანასწორობის შემცირებას, შიმშილის აღმოფხვრას, ადამიანებისათვის ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ის აქტიურად  მონაწილეობს   გარემოს დაბინძურების, კლიმატის ცვლილების  და ტყეების განადგურების შეჩერების ღონისძიებებში.  ეს სრულ თანხვედრაშია 2030 წლამდე გაეროს მდგრადი განვითარების ისეთ გლობალურ მიზნებთან, როგორიცაა:  N1, N2, N3, N7, N8, N16.

აფხაზეთის სსიპ  „ბიზნესინკუბატორს“, ამსკ–სთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესწევს უნარი თავისი წონადი  წვლილი შეიტანოს საქართველოს მთავრობის მეტად მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ რეალიზაციის  საქმეში.

 დასახული მიზნების მიღწევის  მთავარი ინსტრუმენტია მცირე ბიზნესში და ფერმერულ მეურნეობებში ახალგაზრდების 6 თვემდე ვადით სტაჟირება-სწავლება.  გეგმიური სტაჟირების ბოლო ეტაპზე იწყება საკუთარი საარსებო წყაროების შესაქმნელად სტარტაპის  რესურსების მოპოვება, მცირე ბიზნესის წამოწყება და მისი ინკუბაციის უმტკივნეულო  წარმართვა. მთელ ამ პროცესში გამოიყენება  ინოვაციური  მიდგომები.

ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017 15:02

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

 2017  წლის 4 ოქტომბერს, ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასია“-მ (ამსკ APBC)  და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამ  თბილისში „საზოგადოება მომავალი თაობისათვის“ (SFG)   ევროკავშირისა და   გაეროს განვითარების  პროგრამის ერთობლივი ინიციატივა  COBERM III-ის  მხარდაჭერით 2016 წლის  15 აგვისტოს დაწყებული 14  თვიანი   სამედიცინო  ჰუმანიტარული პროექტის დავძლიოთუნდობლობადავაშენოთმშვიდობა-ს ფარგლებში   ჩატარებული     კვლევების    პირველადი     შედეგების     პრეზენტაცია  მოაწყვეს . იგი ჩატარდა  საქართველოს  პარლამენტის   ილია ჭავჭავაძის   სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.

ღონისძიებას  პროექტის მენეჯმენტის გარდა  ესწრებოდა 60  ადამიანი:  შერიგების   სამინისტროდან, საქართველოს პარლამენტიდან,  საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე პროექტის ბენეფიციარები   აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან .

ღონისძიების მიზანი იყო- აღნიშნული პროექტისა და  მის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შესახებ საზოგადოების  ინფორმირება და მიღწეული შედეგების შეფასება, ასევე პროექტის მიმდინარეობის  პროცესში  გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზებზე  მსჯელობის ინიცირება. ეს მიზანი ძირითადად   მღწეული იქნა. დამსწრე საზოგადოებას ეცნობა, რომ ბოლო 14 თვის განმავლობაში 555 აფხაზ და ოს პაციენტს, ქუთაისსა და თბილისში მიეწოდა კვალიფიციური  სამედიცინო სერვისი. ამასთან, როგორც პაციენტებს, ასევე  მათ თანმხლებ პირებს გაეწია  ლოჯისტიკური და სხვა სახის საჭირო მომსახურება.

ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017 12:41

გამოფენა

2017 წლის 15 ოქტომბერს ქ. თბილისში, ევროპის მოედანზე აფხაზეთის სავაჭრო -სამრეწველო პალატის ეგიდით ჩატარებულ გამოფენაზე მონაწილეობდა ქუთაისიდან  სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი „ბიზნესინკუბატორი“. გამოფენაზე გატანილიყო „ბიზნესინკუბატორში“   განლაგებული  პარტნიორი კომპანიების  პროდუქცია და ის ბიზნესპროექტები, რომელთა განხორციელება შესაძლებელია „ბიზნესინკუბატორში“ არსებულ საწარმოო ფართებზე და მის მიმდებარე ტეტიტორიაზე.  

ასევე,  გამოფენაზე  მონაწილეობა მიიღეს  აფხაზმა მეწარმეებმაც. ისინი გამოფენის ვიზიტიორებს თავად  აგემოვნებინებდნენ   აფხაზეთში   მათ მიერ  წარმოებულ პროდუქციას. 

იხილეთ  ფოტოგალერა.

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search