ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png

Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
ორშაბათი, 12 იანვარი 2026 13:13

ამსკ-მ და პარტნიორმა ჩაის მწარმოებლებმა ქართული ჩაის ფესტივალ „ჩაის გზაში“ აქტიური მონაწილეობა მიიღეს Featured

ასოციაცია „მვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ (ამსკ), მის პარტნიორ ჩაის მწარმოებელ  ორგანიზაციებთან  (თერნალი+“, აგურა ჩაის მწარმოებელი  შპს „თერნალი“, შპს „თამარ-ჩაისთან“)  ერთად, მ/წლის  30 აგვისტოს, გურიაში, შეკვეთილში მუსიკოსთა პარკში  გამართულ  ქართული ჩაის  ფესტივალში „ჩაის გზა“   მიიღო აქტიური  მონაწილეობა 

ამსკ-ს საგამოგენო  პანელმა   იქ მოსული საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.    მრავალი  ქართველი და უცხოელი ვიზიტიორი ესტუმრა. ქართველი და  აფხაზი მეწარმეების  ერთობლივად    დამზადებულმა  თეთრმა, მწვანე და შავმა  ჩაიმ,   დარგის სპეციალისტთა  და ვიზიტიორთა  დიდი მოწონება დაიმსახურა.

რადგანაც ამსკ-ს საქმიანობის პრიორიტეტებს შორის, სამედიცინო დახმარებების შემდეგ, მეორე ადგილზე ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური  პარტნიორული, ერთობლივი მცირე ბიზნესის მხარდაჭერაა, ნათლად იკვერთება  მეჩაიეობაში  პარტნიორობის დიდი და რეალური პოტენციალი    

ჩატარებულ ფესტივალზე ქართველ მეწარმეებს მიეცათ საშუალება ეკოლოგიურად სუფთა  ქართილი ჩაის  პროდუქციასთან ერთად 

კვებისა და სამეწარმეო  კუთხის დათვალიერებისა,სამეწარმეო  და სარეალიზაციო  ბაზრების შესწავლისა. 

ფესტივალს სტუმრობდნენ ამსკ-ს აფხაზი ბენრფიციარებიც. ფესტივალმა და იქაურმა გარემომ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი მადლიერები და თანამშრომლობით დაინტერესებულები არიან.

ასევე, შედგა შეხვედრა შვეცარიის სააგენტოს ხელმძვანელთან,  რომელსაც ინფორმაცია მიეწოდა ამსკ-ს   გეგმებზე.

ქართულ - აფხაზური თანამშრომლობის თემა,  ყველა მნახველს აინტერესებდა და მოსწონდა.თვით აფხაზი მეწარმეების მონაწილეობა სხვა დატვირთვას ანიჭებდა ამსკ-ს პანელს.ასევე , ფესტივალის მუშაობას  სოციალური ქსელით თვალს ადევნებდნენ ამსკ-ს ბენეფიციარები  აფხაზეთიდანაც .

ამსკ-ს კუთხეს სტუმრობლნენ  და ჩაი დააგემოვნეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემოადგილე ლაშა ჭელიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერ ავთანდილ თალაკვაძემ.

ღონისძიების დასასრულს, ფესტივალის მონაწილეები, მათ შორის ამსკ, დაჯილდოვდნენ სიგელებით  „ჩაის გზა“.

„ჩაის გზა“ ორგანიზებული იყო ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მიერ. 

 

 
Read 5 times

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2026 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search