ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png
შაბათი, 27 მაისი 2023 16:28

ტრენინგ-სემინარი

202წლის  აპრილში   USAID-ის   პროექტის ფარგლებში ჩატარდა  ტრენინგ-სემინარი, ამ პროექტის ფარგლებში შექმნილ ეკონომიკური (საქმიანი)  ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების იდეების განხილვა და  პროექტების შემუშავების  საკითხებთან დაკავშირებით. მონაწილეებს გაეცნო პროექტების შემუშავების მეთოდოლოგია.

ტრენინგი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.  

საკონკურსო კომისიის სხდომაზე   განხილულ იქნა    მიღებული ქართულ-აფხაზური   პარტნიორული  ბიზნეს-პროექტები, სადაც  დასაფინანსებლად შეირჩა 2  პარტნიორული ბიზნეს-პროექტი, რომელიც     მიმართულია  გამყოფი ხაზის გასწვრივ   საერთო ინტერესის წახალისებაზე.  

 

 
სამშაბათი, 04 აპრილი 2023 17:56

ტრენინგ-სემინარი

202წლის  იანვარში   USAID-ის   პროექტის ფარგლებში ჩატარდა  ტრენინგ-სემინარი, ამ პროექტის ფარგლებში შექმნილ ეკონომიკური (საქმიანი)  ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების იდეების განხილვა-მომზადების საკითხებთან დაკავშირებით და ტრენინგის მონაწილეებს დეტალურად გააცნო პროექტების შემუშავების მეთოდოლოგია.

გამომდინარე აქედან, თებერვალ-მარტში,  საკონკურსო კომისიის სხდომაზე   განხილულ იქნა    მიღებული ქართულ-აფხაზური   პარტნიორული  ბიზნეს-პროექტები და დასაფინანსებლად შეირჩა  5  პარტნიორული ბიზნეს-პროექტი.   დაფინანსებული  პროექტები    მიმართულია  გამყოფი ხაზის გასწვრივ კონტაქტების განვითარებაზე და  საერთო ინტერესის წახალისებაზე.  

შაბათი, 07 იანვარი 2023 07:31

ინოვაციური ქარძრავას შესახებ

https://www.youtube.com/watch?v=g0mTM60Ygwo

პროექტის განხორცილებელი წამყვანი ორგანიზაციაა აფხაზეთის სსიპ ბიზნესინკუბატორიქუთაისიგუგუნავას . #1.  ინოვაციურობის  გამომგონებელი და გამოყენებითი  კვლევის  პროექტის  ხელმძღვანელია ინჟინერიის დოქტორი , არჩილ გეგუჩაძე. პროცესს მაქსიმალურად უწყობს ხელს ჩვენი ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"!

ინოვაციური ქარძრავას  გამოცდის დროს ნიჭიერმა ახალგარდა მკვლევარებმა ნატა სულაქველიძემ და ანრი ყუფარაძემ აღმოაჩინეს  სხვა დაუგეგმავი არნახული უპირატესობებიარსებულ ანალოგებთან შედარებით.  თეორიულ ნაწილზე იმუშავა დამსახურებულმა სოხუმელმა მეცნიერმა, აკადემიკოსმა რანი ჭაბუკიანმა პროექტის გუნდს ულოცავ წარმატებებს, რომლითაც შეხვდა ის 2023 წელსქარძრავას გამოცდა გრძელდება.  შემდეგი ნაბიჯები იქნება ამ სიახლის  წარმოებაში დანერგვა. სიახლეების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად შევატყობინებთ!

დამატებთი ინფორმაცია  შეგიძლიათ  მიიღოთ  ტელეფონებზე : არჩილ გეგუჩაძე- 555 308 308, ანრი ყუფარაძე-599 283 666, მამუკა ცხვარაძე- 571 212  653

 

                                                

  ამა წლის 10-11 დკემბერს,   სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“   ჩატარადა  EU/UNDP-ის (EU4Dialogue-ის) მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომის გადაწყვეტილებით შექმნილი სამედიცინო პროექტების პლატფორმის მორიგი შეხვედრა და ის   მიეძღვნა    კონფლიქტის ზონებში -ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის მშენებლობის საკითხებზე სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების  საკითხებს. 

 

ჯანმრთელობის სფეროში ნდობის მშენებლობისკენ მიმართული  და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროექტების  მიმდინარეობის, არსებული მიღწევების და ახალი გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა  ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“  დირექტორმა ალუ გმახარიამ. პრეზენტაცია მიმდინარეობდა ვიზუალური ჩვენებით, სადაც  დეტალურად იყო  გადმოცემული, როგორც მიღწევები, ისე  მიმდინარე საქმიანობაში არსებული პრობლემები  და გამოწვევები.

 

საკითხების განხილვა მიმდინარეობდა   კითხვა-პასუხის რეჟიმში.  

 

ღონისძიების დასასრულს, შემუშავდა რეკომენდაციები, დაისახა ამოცანები, ვადებისა და შემსრულებლების მითითებით.

 

ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ  სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროექტის დონორი  EU/UNDP-ის (EU4Dialogue-ის)  და აშშ-ს განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2023 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search