https://www.youtube.com/watch?v=g0mTM60Ygwo
პროექტის განმხორცილებელი წამყვანი ორგანიზაციაა აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორი“, ქუთაისი, გუგუნავას ქ. #1. ინოვაციურობის გამომგონებელი და გამოყენებითი კვლევის პროექტის ხელმძღვანელია ინჟინერიის დოქტორი , არჩილ გეგუჩაძე. პროცესს მაქსიმალურად უწყობს ხელს ჩვენი ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"!
ინოვაციური ქარძრავას გამოცდის დროს ნიჭიერმა ახალგაზრდა მკვლევარებმა ნატა სულაქველიძემ და ანრი ყუფარაძემ აღმოაჩინეს სხვა დაუგეგმავი არნახული უპირატესობები, არსებულ ანალოგებთან შედარებით. თეორიულ ნაწილზე იმუშავა დამსახურებულმა სოხუმელმა მეცნიერმა, აკადემიკოსმა რანი ჭაბუკიანმა ! პროექტის გუნდს ვულოცავთ წარმატებებს, რომლითაც შეხვდა ის 2023 წელს! ქარძრავას გამოცდა გრძელდება. შემდეგი ნაბიჯები იქნება ამ სიახლის წარმოებაში დანერგვა. სიახლეების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად შევატყობინებთ!
დამატებთი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ტელეფონებზე : არჩილ გეგუჩაძე- 555 308 308, ანრი ყუფარაძე-599 283 666, მამუკა ცხვარაძე- 571 212 653
ამა წლის 10-11 დკემბერს, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ჩატარადა EU/UNDP-ის (EU4Dialogue-ის) მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომის გადაწყვეტილებით შექმნილი სამედიცინო პროექტების პლატფორმის მორიგი შეხვედრა და ის მიეძღვნა კონფლიქტის ზონებში -ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის მშენებლობის საკითხებზე სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების საკითხებს.
ჯანმრთელობის სფეროში ნდობის მშენებლობისკენ მიმართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობის, არსებული მიღწევების და ახალი გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ დირექტორმა ალუ გმახარიამ. პრეზენტაცია მიმდინარეობდა ვიზუალური ჩვენებით, სადაც დეტალურად იყო გადმოცემული, როგორც მიღწევები, ისე მიმდინარე საქმიანობაში არსებული პრობლემები და გამოწვევები.
საკითხების განხილვა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ღონისძიების დასასრულს, შემუშავდა რეკომენდაციები, დაისახა ამოცანები, ვადებისა და შემსრულებლების მითითებით.
ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროექტის დონორი EU/UNDP-ის (EU4Dialogue-ის) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.
მ/წლის 9 დეკემბერს ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიას“ (ამსკ) სტუმრობდა აშშ-ს ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება კელი დეგნანი.
ორგანიზაციის მისიის, ამოცანების, დასახული გეგმებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ამსკ-ს დირექტორმა ალუ გამახარიამ, კერძოდ, თუ როგორ ხორციელება სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია-მოგვარების ხელშეწყობა .
განაცხადა, ნდობისა და მშვიდობის მშენებლობისათვის ამსკ იყენებს ორ მთავარ ინსტრუმენს, კერძოდ: მისი პროექტების ფარგლებში ხდება აფხაზებისა და ოსებისათვის კვალიფიციური სამედიცინო სევისების მიწოდების ორგანიზება და ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ეკონომიკური პროექტების განხორციელება. ასევე, მიაწოდა ინფორმაცია პროექტების წარმატებით განხორციელების შედეგად მიღწეული შედეგების, არსებული პრობლემების (გამოწვევებისა) და განსახორციელბელი წინანდადებების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, ელჩმა დაათვალიერა პაციენტების ღამის სათევი ოთასები, გაესაუბრა თითოეულ პაციენტს და უთხრა, რომ ილოცებს მათი გამოჯანმრთელობისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ამსკ-ს თანამშრომლები, პარტნიორი ორგანიზაციების ფონდი „სოხუმის“ და სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ წარმომადგენლები.
2022 წლის 10 ნოემბერს, 18:00 -20:00 სთ. ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ) საკონფერენციო დარბაზში სამედიცინო პროექტის ფარგლებში ჩატარდა მასტერ-კლასი თემაზე: ონკოლოგიურ დაავადებათა შემცირების გზები ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვითა და სამკურნალო მცენარეების გამოყენებით.
უშუალოდ მონაწილეობდნენ ქუთაისში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი პაციენტები, ასევე, ონლაინ-რეჟიმში, ზუმ-ის ჩართვით შემოსული ბენეფიციარები, აფხაზეთის ყველა ქალაქი და რაიონიდან .
განხილული თემები:
1. სისხლის გამწმენდი მცენარეული საკვები პროდუქტების სახეობები, მათი დამზადებისა და მიღების წესები (მასტერ-კლასი);
2. ონკოლოგიური დაავადებების შემაჩერებელი და სამკურნალო მცენარეები და მათგან კვების პროდუქტების დამზადება (მასტერ-კლასი);
3. ზოგადი რეკომენდაციები - ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ;
4. კვების პროდუქტების დამზადების რეცეპტები, დეგუსტაცია და დისკუსია.
მონაწილენი, სულ:37.
ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ (ამსკ), მის პარტნიორ ჩაის მწარმოებელ ორგანიზაციებთან (სოციალური საწარმო“ თერნალი+“, აგურა ჩაის მწარმოებელი შპს „თერნალი“, კოოპერატივი „თამარჩაი“) ერთად, მ/წლის 29 ივლისს, გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში გამართულ ჩაის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
ჩაის ფესტივალი გურიაში პროექტ ჩაის გზის ფარგლებში გაიმართა .
ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
ჩატარებულ ფესტივალზე ქართველ მეწარმეებს მიეცათ საშუალება ქართული პროდუქციის: ჩაის, ბიოჩაის და ბიოჩირის (ცნობილი ქართველი გამომგონებელი და პილოტური ნიმუშის შემქმნელი გიორგი მუხაშავრია), თაფლის, ღვინის, ჩირის, ჩურჩხელების, აჯიკის და სხვა პროდუქტების გამოფენა-გაყიდვის, სამეწარმეო და სარეალიზაციო ბაზრების შესწავლისა.
ამსკ-ს საგამოგენო კუთხეს მრავალი ქართველი და უცხოელი ვიზიტიორი ესტუმრა.
ძალიან საინტერესო იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ანასეულის ინსტუტუტის დირექტორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის თემურ რევიშვილის და მისი გუნდის მიერ წარმოდგენილი გამოგონებები. მან სხვა საინტერესო გამოგონებებთან ერთად წარმოადგინა მწვანე ჩაის წარმოების ინოვაციური საფიქსაციო მოწყობილობა. ამ დანადგარით დამზადებულმა მწვანე ჩაიმ, დარგის სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
მეტად საინტერესო საუბარი შედგა ბათუმელ გიორგი უსტალიშვილთან, რომელიც გეგმავს ბათუმში გახსნას ქართული ჩაის მაღაზია, სადაც მხოლოდ ქართული ჩაი გაიყიდება და გამოთქვა მზაობა- ამ მაღაზიაში მიიღოს და რეალიზაცია გაუკეთოს აფხაზეთში წარმოებულ ჩაის, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს სახელმწიფო სამშვიდობო პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში.
თავად გიორგი აღფრთოვანებული დარჩა ამ გამოფენით და თქვა, „...მე მეგონა 5 თუ 6 ქართული ჩაის კომპანია თუ იყო; რომ არა დღეს ჩატარებული გამოფენა, არ მეცოდინებოდა ამდენი ქართული ჩაის მწარმოებელი რომ ყოფილა. ძალიან ბევრი კარგი ხარისხის ჩაი დავაგემოვნე...მივესალმები ჩაის ინდუსტრიის აღორძინებას და რომ არა ეს ღონისძიება, ქართული ჩაის მაღაზიის გასხნის საკითხს, კიდევ დიდ ხანს ვერ გადავწყვეტდი. ახლა კი აქტიურად ვიმუშავენ ჩემი ჩანაფიქრის ასრულებაზეო“, თქვა გიორგი უსტალიშვილმა.
ღონისძიების დასასრულს, ფესტივალის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
შეადგინა მერი გვაძაბიამ
2022 წლის 10 სექტემბერს, ქ.წყალტუბოში, სასტუმრო „პრომეთეში“ გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვა” შედეგებისა და გამოცდილების პრეზენტაცია.
პროექტი წარმატებულად განხორციელდა „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ და პარტნიორი ორგანიზაციების - „საქართველოს დახმარების კომიტეტი“ და ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ მიერ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, პროექტის წარმატებები ქვეყანაში არსებული შერიგების პოლიტიკის, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათი პარტნიორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი დამსახურებაა და იმსჯელეს შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზეც.
ამ პროექტის ფარგლებში ამსკ-ს მიერ მომსახურებულ იქნა 671 პაციენტი და ყველა ისინი კმაყოფილები და კეთილგანწობილები დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში.
ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ:
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის, სსიპ “ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის განყოფილების, ქ.წყალტუბოს მერიის, ქუთაისის და ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკების, ასოციაცია “იმედის“ წარმოამდგენლები და სხვ.
შეხვედრაზე სამადლობელი სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთიდან ქართულ მხარეს სამკურნალოდ გადმოსული პაციენტებიც.
2022 წლის 22 აგვისტოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ააიპ ფონდი „საქართველოს ემიგრანტებსა“ (დირექტორი ქეთევან კინწურაშვილი) და ააიპ ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიას“ (დირექტორი ალუ გამახარია) შორის.
მემორანდუმის მიზანია ქართული დიასპორული პროექტების ფარგლებში:
ერთობლივი კულტურული, სოციალური და საქველმოქმედო პროექტების (აქტივობების) განხორციელება;
კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების მხარდაჭერა.
მ/წლის 31 ივლისს, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ) ოფისში შედგა საქმიანი საუბარი USAID-ის წარმომადგენელთან, ამსკ-ს სამომავლო სამედიცინო პროექტთან დაკავშირებით.
სტუმარი ყურადღებით გაეცნო ამსკ-ს საქმიანობას, ესაუბრა პერსონალს და ბენეფიციარებს.
მომავალში მეტი ყურადღება შესაძლოა დაეთმოს ეკონომიკურ პროექტებს.
ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ“ (ამსკ) EU/UNDP–ის ერთობლივი პროგრამა „DIALOGUE-ის მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან დაიწყო სამედიცინო ჰუმანიტარული პ
პროექტი ერთწლიანია და მის ფარგლებში, ქ.ქუთაისის და ქ.თბილისის კლინიკებში კვალიფიციური სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა უნდა გაეწიოს კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე მოწყვლად პაციენტებს.
COBERM–ის და ამსკ–ს სამედიცინო პროექტი
II. რა შედეგი მიიღწევა:
2. შენდება ნდობა და მშვიდობა : -მატულობს კეთილგანწყობილი ადამიანების რაოდენობა (წელიწადში 500x16=8000 ადამიანი);
-მცირდება „მტრის ხატი“ და გამაღიზიანებელი რიტორიკა;
-არნახულად იზრდება სამოქალაქო და საქმიანი ურთიერთობების მომხრეთა რაოდენობა;
III. რა ხარვეზებია: სამთავრობო სტრუქტურებთან შეხებისას სამწუხაროდ ხშირად ადგილი აქვს არაოპერატიულობას, ცუდ კოორდინაციას, არასაკმარის კომუნიკაციას
და თანამშრომლობას NGO-ებსა და ხელისუფლებას შორის. არასრულყოფილია შესაბამისი რეგულაციები!
IV. რა გამოუყენებელი პოტენციალია აქ: -მომართვიანობა იზრდება, ხოლო მათი რეალიზების შესაძლებლობები ქართული მხარიდან იზღუდება.
– გამოწვევების დიდი ნაწილი რეაგირების გარეშე რჩება;
– ნდობის მშენებლობის 75% გამოუყენებელია.
„ბიზნესინკუბატორი“ არის ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას" (ამსკ), სხვა პარტნიორი NGO-ების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლების და აფხაზეთის ა.რ. მთავრობის ერთობლივი ინიციატივა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ იგი ამსკ–ს მიერ წარმატებით განხორციელებული მასშტაბური, გრძელვადიანი პროექტია, რომელიც შექმნილია და ხორციელდება ქუთაისში უკვე მე–9 წელია. „ბიზნესინკუბატორი“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა და სხვა დაინტერესებულ პირთა (ძირითად ახალგაზრდების) სტაჟირებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და დასაქმებას უწყობს ხელს. სტაჟიორები აქ საარსებო საშუალებების შექმნის საჭირო უნარ–ჩვევებს იძენენ.
"ბიზნესინკუბატორის" უვადო სარგებლობაშია 17,0 ათასამდე მ2 სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ყოფილი "ელექტრომექანიკური" ქარხნის შენობები და 0,5ჰა მიწის ნაკვეთი. „ბიზნესინკუბატორის“ მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს იმერეთში და სხვა რეგიონებში საარსებო წყაროების შექმნის მსურველ, სათანადო განათლების და უნარების მქონე სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების დასაქმებას, უმუშევრობის, სიღარიბის და უთანასწორობის შემცირებას, შიმშილის აღმოფხვრას, ადამიანებისათვის ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ის აქტიურად მონაწილეობს გარემოს დაბინძურების, კლიმატის ცვლილების და ტყეების განადგურების შეჩერების ღონისძიებებში. ეს სრულ თანხვედრაშია 2030 წლამდე გაეროს მდგრადი განვითარების ისეთ გლობალურ მიზნებთან, როგორიცაა: N1, N2, N3, N7, N8, N16.
აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორს“, ამსკ–სთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესწევს უნარი თავისი წონადი წვლილი შეიტანოს საქართველოს მთავრობის მეტად მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ რეალიზაციის საქმეში.
დასახული მიზნების მიღწევის მთავარი ინსტრუმენტია მცირე ბიზნესში და ფერმერულ მეურნეობებში ახალგაზრდების 6 თვემდე ვადით სტაჟირება-სწავლება. გეგმიური სტაჟირების ბოლო ეტაპზე იწყება საკუთარი საარსებო წყაროების შესაქმნელად სტარტაპის რესურსების მოპოვება, მცირე ბიზნესის წამოწყება და მისი ინკუბაციის უმტკივნეულო წარმართვა. მთელ ამ პროცესში გამოიყენება ინოვაციური მიდგომები.
2017 წლის 4 ოქტომბერს, ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასია“-მ (ამსკ APBC) და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამ თბილისში „საზოგადოება მომავალი თაობისათვის“ (SFG) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM III-ის მხარდაჭერით 2016 წლის 15 აგვისტოს დაწყებული 14 თვიანი სამედიცინო ჰუმანიტარული პროექტის „დავძლიოთუნდობლობადავაშენოთმშვიდობა“-ს ფარგლებში ჩატარებული კვლევების პირველადი შედეგების პრეზენტაცია მოაწყვეს . იგი ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.
ღონისძიებას პროექტის მენეჯმენტის გარდა ესწრებოდა 60 ადამიანი: შერიგების სამინისტროდან, საქართველოს პარლამენტიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე პროექტის ბენეფიციარები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან .
ღონისძიების მიზანი იყო- აღნიშნული პროექტისა და მის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და მიღწეული შედეგების შეფასება, ასევე პროექტის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობის ინიცირება. ეს მიზანი ძირითადად მღწეული იქნა. დამსწრე საზოგადოებას ეცნობა, რომ ბოლო 14 თვის განმავლობაში 555 აფხაზ და ოს პაციენტს, ქუთაისსა და თბილისში მიეწოდა კვალიფიციური სამედიცინო სერვისი. ამასთან, როგორც პაციენტებს, ასევე მათ თანმხლებ პირებს გაეწია ლოჯისტიკური და სხვა სახის საჭირო მომსახურება.
2017 წლის 15 ოქტომბერს ქ. თბილისში, ევროპის მოედანზე აფხაზეთის სავაჭრო -სამრეწველო პალატის ეგიდით ჩატარებულ გამოფენაზე მონაწილეობდა ქუთაისიდან სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი „ბიზნესინკუბატორი“. გამოფენაზე გატანილიყო „ბიზნესინკუბატორში“ განლაგებული პარტნიორი კომპანიების პროდუქცია და ის ბიზნესპროექტები, რომელთა განხორციელება შესაძლებელია „ბიზნესინკუბატორში“ არსებულ საწარმოო ფართებზე და მის მიმდებარე ტეტიტორიაზე.
ასევე, გამოფენაზე მონაწილეობა მიიღეს აფხაზმა მეწარმეებმაც. ისინი გამოფენის ვიზიტიორებს თავად აგემოვნებინებდნენ აფხაზეთში მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას.
იხილეთ ფოტოგალერა.
Сообщаем, что врач-консультант Георги ( Гиа) Джугели в медицинском проекте Ассоциации «Мирный и деловой Кавказ» (АМДК) с 04 августа 2017 года не работает . При необходимости обращайтесь непосредственно в офис организации на горячую линию:+5597928383; +995589255279;+995577051507.
Директор АМДК Алу Гамахария моб: +995 599 55 20 64
ქუთაისში მოქმედი ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" და მისი პარტნიორი აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორი“, რომლებიც უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირებას უწყობენ ხელს, აცხადებენ შემდეგვაკანსიებს:
– სპეციალისტი საგრანტო და საინვესტიციო პროექტების, საპროექტო განაცხადების შემუშავების საკითხებში;
– სპეციალისტი მარკეტინგისა და ექპსორტის საკითხებში.
კონკურსანტებს უნდაშეეძლოთ:
პირველი. სპეციალისტისაგრანტოდასაინვესტიციოპროექტების, საპროექტოგანაცხადებისშემუშავებისსაკითხებში
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM-III-ის მიერ მხარდაჭერილი სამედიცინო პროექტის - „დავძლიოთ უნდობლობა და ვაშენოთ მშვიდობა“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მისი განხორციელების II ეტაპზე (2016 წლის 16 ნოემბრიდან 2017 წლის 15 მარტამდე) ამსკ-მ და თბილისში მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამ „საზოგადოება მომავალი თაობისათვის“ (SFG) კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება (კონსულტაციები, გამოკვლევები და მკურნალობა) გაუწიეს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ, ძირითადად საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე 167 პაციენტს.
ამ პერიოდში, ქუთაისში აფხაზი პაციენტების მონაწილეობით ჩატარდა შეხვედრები, დიალოგი და მასტერ-კლასები ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის, რაციონალური და სრულფასოვანი კვების საკითხებთან დაკავშირებით.
ასევე, ქუთაისში აფხაზ პაციენტებს ჩაუტარდათ გამოკვლევები უჯრედოვან დონეზე ფუნქციური კვლევის მეთოდით და მათ სამახსოვროდ გადაეცათ ბროშურები: „ჯანმრთელობის საიდუმლო“ და 2017 წლის მთვარის ასტროლოგიური კალენდარი.
აფხაზ/ოს პაციენტებს ხელი ეწყობათ ქართულ მხარეს მყოფი მათი ნათესავების, ყოფილი თანამშრომლების, ძველი მეგობრების, მეზობლების გამოძებნა-დაკავშირებაში.
მათი სურვილის შემთხვევაში ეწყობა ექსკურსიები და კულტურული ძეგლების დათვალიერება.
დაწყებულია მუშაობა აფხაზი და ოსი პაციენტებისთვის ქართულ საზოგადოებაში სოციალური ფილანტროპიის განვითარებისა და სამედიცინო მომსახურების ალტერნატიული ფინანსური რესურსების მოძიება/მოზიდვაზე.
Information
During the II stage (from 16 November 2016 to 15 March 2017) of Medical project "Defeat Mistrust and Build Peace" beingimplemented with support of European Union and UN Development program initiative COBERM, APBC (Association for the Peaceful and Business Caucasus) and its partner in Tbilisi SFG (Society for future Generations) provided qualified medical services (consultations, diagnostics and treatment) to 167 residents of Abkhazia and South Ossetia, who do not have Georgian citizenship.
During the mentioned period, we organized meetings, dialogues and master classes about healthy lifestyle, rational and balanced diet.
In addition, patients in Kutaisi received medical examination on cellular level, with function test method and they received brochures: "Secrets of Health" and 2017 astrological moon calendar.
Abkhazian/Ossetian patients receive our support if they try to find and revive relationships with their relatives, old colleagues, old friends, neighbors etc.
In case beneficiaries express their interest, we organize excursions to visit cultural heritage sites.
We have begun our work to develop social philanthropy in Georgian society for Abkhazian and Ossetian patients and to find alternative funding for medical services.
არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს, რეგისტრაციის
#5/4102-5/ზ-11.