სასტაჟიორო ბაზის დონე ჯერ-ჯერობით დაბალია, მაგრამ იგი იქმნება და ვითარდება კერძო ბიზნესის მიერ შემოტანილი საწარმოო-საშუალებებით და ბიზნესის მართვის ტექნოლოგიებით. ეს მიდგომა, ევროპულ "ბიზნესინკუბატორებში" არსებულ ძვირადღირებული ტექნოპარკების ჩანაცვლების მცდელობაა და ამისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტებიდან თანხები არ იხარჯება.
ინდრუსტრიული და აგრარული მიმართულებების სასტაჟიორო ბაზა წარმოადგენს დაახლოებით 20–მდე სხვადასხვა პროფილის კომპანიას.
დაგეგმილია სტაჟირების უშუალო ჩართვა განახლებადი ენერგიის წყაროების შოურუმის შექმნის პროცესში.
ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიასთან“ პარტნიორობით და სხვა NGO–ებთან ნაყოფიერი თანამშრომლობით, „ბიზნესინკუბატორი“ მიისწრაფვის იქითკენ, რომ ყოველწლიურად მოამზადოს არანაკლებ 100, ექვს თვემდე სტაჟირებაგავლილი საკუთარი საარსებო წყაროს სტარტაპშექმნილი ახალგაზრდა, მათი მეშვეობით კი დაასაქმოს 300-მდე სამუშაოს მაძიებელი.უახლოეს პერსპექტივაში „ბიზნესინკუბატორი“ უნდა იქცეს ქუთაისში დუალური სწავლებისთვის მიმზიდველ ბაზად.
· "ბიზნესინკუბატორი" თავის ბენეფიციარებზე იზრუნებს მათ მიერ მდგრადი საარსებო წყაროების შექმნამდე და მერეც.
· პროექტის სამიზნე ჯგუფებია:
· საარსებო წყაროების შექმნით დაინტერესებული შრომისუნარიანი ახალგაზრდები, სტუდენტები, მაგისტრანტები, გოგონები, ქალები, უპირატესად, მოწყვლადი ოჯახებიდან, უშუალოდ სამუშაოს მაძიებელი მ.შ. დევნილები(IDP) და მიგრანტები;
· სათანადო რესურსების მქონე სამთავრობო სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, სპეციალისტები, მოტივირებული ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ და შეუძლიათ ხელი შეუწყონ „ბიზნესინკუბატორის“ განვითარებას, უპირველეს ყოვლისა, ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ საქმიან პარტნიორობას(!), მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას და განვითარებას, საშუალო ფენის შექმნა- გაძლიერებას.
ამსკ, „ბიზნესინკუბატორი“ მზად არიან გრძელვადიანი თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის, როგორც ერთმანეთთან, ისე ყველა დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთან, უმაღლეს და სპეციალურ სასწავლებელთან. ისინი იწვევენ მოხალისე მენტორებს, სტაჟირების მსურველებს! „ბიზნესინკუბატორის“ ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ მენეჯმენტი. თავის მხრივ, „ბიზნესინკუბატორის“ სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ფართებზე განთავსებულია ამსკ–ს (ჰოსტელის ტიპის) მცირე სასტუმრო, რითაც უსასყიდლოდ სარგებლობენ ამ ორგანიზაციის ჰუმანიტარულ–სამედიცინო პროექტის ბენეფიციარები, რომლებიც სამკურნალოდ ჩამოდიან აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.