ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png

Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
ხუთშაბათი, 17 ნოემბერი 2022 17:30

მასტერ-კლასი თემაზე: ონკოლოგიურ დაავადებათა შემცირების გზები ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვითა და სამკურნალო მცენარეების გამოყენებით.

 

2022 წლის 10 ნოემბერს, 18:00 -20:00 სთ. ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ) საკონფერენციო დარბაზში   სამედიცინო პროექტის ფარგლებში   ჩატარდა    მასტერ-კლასი     თემაზე: ონკოლოგიურ დაავადებათა შემცირების გზები ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვითა და სამკურნალო მცენარეების გამოყენებით.

 

უშუალოდ მონაწილეობდნენ  ქუთაისში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი პაციენტები, ასევე,  ონლაინ-რეჟიმში,  ზუმ-ის ჩართვით შემოსული ბენეფიციარები, აფხაზეთის ყველა ქალაქი და რაიონიდან . 

 

  განხილული თემები:

1.       სისხლის გამწმენდი მცენარეული საკვები პროდუქტების სახეობები, მათი დამზადებისა და  მიღების წესები  (მასტერ-კლასი);

2.       ონკოლოგიური დაავადებების  შემაჩერებელი და სამკურნალო მცენარეები და მათგან  კვების პროდუქტების დამზადება (მასტერ-კლასი);

3.       ზოგადი რეკომენდაციები - ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ;

       4.    კვების პროდუქტების დამზადების რეცეპტები, დეგუსტაცია და დისკუსია.

  

 მონაწილენი, სულ:37.

 

ღონისძიებას უძღვებოდა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ) დირექტორი ალუ გამახარია. მან   მოკლე ინფორმაცია  გააკეთა სამედიცინო პროექტის მიმდინარეობისა და   მისი შედეგების შესახებ.  განაცხადა, პროექტი  ითვალისწინებს  აფხაზეთიდან   და სამხრეთ ოსეთიდან  მოწყვლადი  ჯგუფის  ჯანმრთელობის  გაუმჯობესებაზე ზრდადი  მომართვიანობის დაკმაყოფილების  ხელშეწყობას!  განსაკუთრებით, მზარდი  და საგანგაშოა  ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტთა რიცხვი.  პროექტი ასევე ორიენტირებულია ჯანსაღი ცხოვრების  წესის  პოპულარიზაციაზე.პროექტის ფარგლებში   თვით ბენეფიციარების ჩართულობით   ტარდება  ასეთი მასტერ-კლასები, რომლის დროსაც   ხდება     საინტერესო საკითხებზე საუბარი, აზრთა გაზიარება და  იქმნება  აფხაზებსა და ქართველებს შორის ჯანმრთელობის აქტუალურ  საკითხებზე  მსჯელობისათვის  კეთილგანწყობილი, არაპოლიტიკური გარემო. ამიტომ, პროექტის  ამ კომპონენტს, როგორც    მშვიდობის მშენებლობის   ინოვაციურ ფაქტორს,  დიდი წვლილი შეაქვს  პროექტის   მიზნის-ნდობის მშენებლობის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის საქმეში!

 

Øღონისძიებაზე ექიმ-იმუნოლოგმა გიორგი ჯუღელმა დეტალურად ისაუბრა  ონკოლოგიური დაავადებების  შემაჩერებელი და სისხლის გამწმენდი    სამკურნალო მცენარეების გამოყენების მნიშვნელობის შესახებ. „... რადგანაც ბოლო წლებში  ყოველი მესამე  აფხაზეთიდან პაციენტი   ონკოლოგიური დაავადებებით მოგვმართავს, აუცილებელად ვთვლით,პრევენციის სახით  იმ მცენარეებისა და ბოსტნეულების  მოხმარებას საკვებად და ნაყენის სახით, რომლებიც წმენდენ სისხლს, ორგანიზმიდან გამოაქვთ  ტოქსინები, აძლიერებენ  იმუნიტეტს და  აქტიურ მონაწილეობას იღებენ  ონკოუჯრედების განადგურებაში“, განაცხადა გიორგი ჯუღელმა. 

 

Øხანგრძლივი  და ჯანმრთელი ცხოვრების  წესის დამკვიდრების  შესახებ რეკომენდაციის სახით, მასტერ-კლასის მონაწილეებს ინფორმაცია  მიაწოდა პროფესორმა რანი ჭაბუკიანმა. ისაუბრა იმაზე, რომ  „... ადა­მი­­ნისთვის   ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ს და  მი­სით ტკბო­ბამო­აქვს ხა­ლი­სი და შთა­გო­ნე­ები“.

 

Øსოხუმიდან  ჩამოსულმა ექიმმა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა ისაუბრა მკურნალობის პერიოდში ჰომეოპათიის როლზე, როგორც ალტერნატიული მედიცინის ერთ-ერთი ეფექტურ მეთოდზე.

Øჰომეოპათიაზე  მოსაზრება გამოთქვა პროფესორმა რანი ჭაბუკიანმაც.  

 

Øსამკურნალო მცენარეებისგან  კერძების მომზადებაში  ამსკ-ს პერსონალთან ერთად მონაწილეობდნენ თვით აფხაზი ბენეფიციარებიც.

 

Øმასტერკლასის  მუშაობას და მასში მონაწილე თითოეულ აფხაზს განსაკუთრებული სითბოთი და   სიყვარულით  მიესალმა  საქართველოს პარლამენტის    ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,                                                                                                                  ბატონი     ვლადიმერ კახაძე,   წარმოშობით სოხუმელი   ექიმი .

       მისალმებისას მან ასეთი სიტყვები თქვა:„...დღეს ასეთი  აქტივობები  ჭრილობების მოშუშებისთვის ეფექტური წამალია.   განსახილველად მეტად  საინტერესო თემებია გამოტანილი.     ღირსეულ სიტყვას კი  ძლიერი ძალა აქვს... დღევანდელ ღონისძიებას  შეუძლია,   ერთმანეთს  სიკეთე ვაჩუქოთ. მე ვნახე დღეს „აფთიაქი“, რომელიც სიტყვით კურნავს ადამიანს! თითოეული თქვენგანისგან ისმის არგუმენტირებული საუბარი. უფლებამოსილი ვარ ჩემი კოლეგების  სახელით,  საქართველოს პარლამენტიდან  კიდევ ერთხელ მოგესალმოთ,  გისურვოთ წარმატებები  და  გამოვთქვა მზაობა  შემდგომი თანამშრომლობის შესახებ!

 

Øღონისძიების მონაწილენი აქტიურად იყვნენ ჩართულნი   დისკუსიაში და ასეთი შეხვედრების მოწყობა ძალიან დადებითად შეაფასეს.

 

Ø ორგანიზაციის  დირექტორმა ალუ გამახარიამ მადლობა  გადაუხადა მასტერ-კლასის ჩამტარებლებს, მონაწილეებს  და  თქვა,     სამედიცინო ჰუმანიტარული  პროექტი,   გარდა   ჩვენი მეგობრების მკურნალობაში დახმარებისა,   ხელს უწყობს  სხვა ახალ სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებას, სამომავლო ორმხრივი, სამხრივი თანამშრომლობის განვითარებას. იზრდება გამოჯანმრთელებული პაციენტების  ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ  ერთობლივი ეკონომიკურ პროექტებში ჩართვის მსურველთა რიცხვი.ყოველი შეხვედრა აჩვენებს, თუ რამდენად დიდია აფხაზებსა და ქართველებს  შორის მონატრება, წარსულისადმი ნოსტალგია....

 

Read 670 times Last modified on ხუთშაბათი, 17 ნოემბერი 2022 17:37

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search