ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png

ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" და აფხაზეთის სსიპ "ბიზნესინკუბატორი"  იწვევენ ინფორმაციებისა და   გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის, ასევე  პარტნიორული ან/და  კოალიციური  საპროექტო განაცხადების  მომზადების  მსურველ ისეთ ახალშექმნილ , დამწყებ  არასამთავრობო ორგანიზაციებს, სათემო ცენტრებს, რომელთა მისიაა:

-აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების  მშვიდობაინი ტრანსფორმაცია;

-უმუშევრობისა და სიღარიბის  შემცირების ხელშეწყობა.

 

ჩვენი ოფისი  მდებარეობს ქ.ქუთაისში, გუგუნავას ქ. #1

მსურველების შეკრებას ვგეგმავთ  ურთიერთშეთანხმებით, 1 კვირის ვადაში.

ველოდებით თქვენს გამოხმაურებას.

პატივისცემით,

ალუ გამახარია

 

საკონტაქტო ტელეფონები:

(0431)  26 56 01; 598255279, მერი ; ელფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.;

ვებ.გვერდი: www.apbc.ge

ორშაბათი, 18 მაისი 2015 12:56

პილოტური მასტერ-კლასი

2015 წლის 5 მაისს (10:00 საათიდან 20:00 საათამდე ) ქუთაისში ( გუგუნავას ქ#1 ), სსიპ "ბიზნეს ინკუბატორი"-ს საკონფერენციო დარბაზში, უკრაინაში ერთ-ერთი წარმატებული  ბიზნესასოციაციის შემქმნელმა და ხელმძღვანელმა   ბ-ნმა იგორ სტეპანოვმა  ქუთაისელ ბიზნესმენთა 14 კაციან   ჯგუფს ჩაუტარა პილოტური მასტერ-კლასი, საქმიანი თამაშებით.

ბ-ნმა იგორ სტეპანოვმა გააკეთა  თავისი პროექტის პრეზენტაცია. ღონისძიებას 9 საათი დასჭირდა. მონაწილენი კმაყოფილები დარჩნენ. მის მიერ ჩატარებული მასტერ-კლასი და თამაშები ნოვაციურია და ძალიან უწყობს ხელს  ბიზნესკომპანიების   წარმატებულ, მდგრადი საქმიანობის ფაზაში გადაყვანას.

ბ-ნი იგორ სტეპანოვი მიესალმება თანამშრომლობას დაინტერესებულ საქმიან წრეებთან.

 

In May 5, 2015 (from 10:00 till 20:00) pilot master class was conducted for the group of 14 local businessmen by the successful Ukrainian Businessman Mr. Igor Stepanov. The masterclass with business exercises took place at the conference hall of the legal entity`Business Incubator` in Kutaisi (1 Gugunava street) . 

Mr. Igor Stepanov presented his project. The event lasted 9 hours. The participants were satisfied. The master class and the business exercises are innovative and support business companies to continue their work with success and stability. 

Mr. Igor Stepanov is ready to cooperate with interested business networks. 

 

2015 წლის 19 მარტს, თბილისში, კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ში  ასოციაცია "მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასია"-მ (ამსკ) ჩაატარა  ევროკავშირისა და  გაეროს   განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა  COBERM2-ის  მიერმხარდაჭერილიპროექტის "კონფლიქტით დაზარალებულ თემებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ვეხმარებით" -შედეგების პრეზენტაცია.

პროექტის მიზანი:  კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ადამიანებისათვის  სამედიცინო მომსახურების გადაუჭრელი მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დაკმაყოფილების გაუმჯობესება.   გამყოფი ხაზების ორივე მხარის თემებს შორის ნდობის ამაღლება, ურთიერთ კეთილგანწყობის მატება.

2015 წლის 25 თებერვალს, ქუთაისში #23 საჯარო სკოლაში სოციოლოგიური კვლევების ცენტრი „მერმისი“–ს და ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“–ს ერთობლივი ინიციატივით, გაიმართა ფორუმ დისკუსია   თემაზე – „ადამიანი და გარემო“. განხილვის ერთ–ერთი მთავარი საგანი იყო ქართული ჩაი და მისი გავლენის პოტენციალი ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარემოზე და ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search