ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ (ამსკ), მის პარტნიორ ჩაის მწარმოებელ ორგანიზაცია სოციალური საწარმო“ თერნალი+სთან“ და სხვა მომავალ პარტნიორებთან ერთად, მ/წლის 29 ივლისს, ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით, გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ქართული ჩაის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ჩაის მწარმოებელი მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ამ ღონისძიების მიზანი იყო ქართული ჩაის პოპულარიზაცია, კერძოდ, სამეწარმეო პოტენციალის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის, მეჩაიეობის აღირძინების და დასაქმების ხელშეწყობა, ადგილობრივ და საერთაშორისო წრეებში ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება.
ჩატარებულმა ჩაის ფესტივალმა საზოგადოებას აჩვენა ქართული ჩაის ასაღორინებლად არსებული ადამიანური, მეცნიერული და ტექნიკური რესურსები, განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები.
მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს!
ფესტივალი ძალიან სასარგებლო იყო.
ღონისძიების დასასრულს, ფესტივალის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
მ/წლის 20 ივნისს, დევნილთა/ლტოლვილთა საერთაშორისო დღე ქალთა ფონდმა „სოხუმმა “ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქუთაისის ცენტრალურ პარკში აღნიშნა. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის კულტურულ-გასართობი პროგრამა და დევნილთა სამეწარმეო საქმიანობა.
ღონისძიების დასასრულს , ქალთა ფონდ „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარიამ, განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, მადლობის სერტიფიკატები გადასცა:
ალუ გამახარიას -ასოციაცია „საქმიანი და მშვიდობიანი კავკასიას“ დამფუძნებელს და დირექტორს;შალვა კირთაძეს -აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს;
ქეთევან ცხაკაიას- იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ხელმძღვანელს და სხვებს.
ამა წლის 25 მაისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ადამიანური უსაფრთხოების ჯგუფის მოწვევით, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისათვის ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში შედგა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ) საქმიანობის პრეზენტაცია.
დამსწრე საზოგადოებას ამსკ-ს საქმიანობა , მიღწეული შედეგები და სამომავლო ამოცანები გააცნო ორგანიზაციის დირექტორმა ალუ გამახარიამ.
განაცხადა, რომ EU/UNDP-ის (EU4Dialogue -ის) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე სამედიცინო და ეკონომიკურ პროექტებს, ამსკ (APBC) წარმატებულად ახორციელებს. ამაზე მეტყველებენ ორგანიზაციისათვის აფხაზი და ოსი პაციენტების მომართვიანობის ზრდის ტემპი. 10 წლის განმავლობაში, ორგანიზაციის მიერ მომსახურებული პაციენტების მომართვიანობა 110-დან 1000-მდე, ანუ 9-ჯერ და მეტად გაიზარდა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის კმაყოფილება და კეთილგანწყობა, რომელიც თან მიჰყვება საკუთარ ოჯახებში დაბრუნებულ აფხაზ და ოს პაციენტებს. რამდენიმეწლიანი დაკვირვებებით და კვლევებით დადასტურებულია, რომ აფხაზეთის სინამდვილეში, ყოველი კეთილგანწყობილად შინ დაბრუნებული პაციენტი, ასევე კეთილად განაწყობს ქართველი ექიმებისადმი და ზოგადად, ქართველებისადმი, საშუალოდ არანაკლებ 16 ადამიანს საკუთარ სოციუმში (საფუძველი: დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია).
ეს წარმატებები ქვეყანაში არსებული შერიგების პოლიტიკის, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი პარტნიორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი დამსახურებაა!
აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტები, რუხის სამედიცინო პუნქტთან გამოკრულ ბანერზე ეცნობიან ინფორმაციას ამსკ-ს სამედიცინო პროექტის შესახებ და იღებენ საკონტაქტო ინფორმაციას.
პრობლემების,გამოწვევების შესახებ ითქვა - ყველაზე მთავარი გამოწვევაა ის, რომ აფხაზი პაციენტების 30-35% ონკოლოგიური ავადმყოფია. ჩამოდიან დაგვიანებულ მდგომარეობაში. მკურნალობა ძვირადღირებულია დაა დადგენილი ლიმიტები ხშირად არ არის საკმარისი.
სამედიცინო პროექტის მეშვეობით ხდება წელიწადში 1000-ზე მეტი ეთნიკური აფხაზი, ოსი ბენეფიციარის მიღება და მკურნალობის ხელშეწყობა, ძველი ურთიერთობების აღდგენა, ახლის დამყარება, დაახლოება;ხდება მივიწყებული კონტაქტების აღდგენა, ჩნდება ახალი კომუნიკაციები; შენდება ნდობა და მშვიდობა ; მატულობს კეთილგანწყობილი ადამიანების რაოდენობა; მცირდება „მტრის ხატი“ და გამაღიზიანებელი რიტორიკა; არნახულად იზრდება სამოქალაქო და საქმიანი ურთიერთობების მომხრეთა რაოდენობა.
2023 წლის აპრილში USAID-ის პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგ-სემინარი, ამ პროექტის ფარგლებში შექმნილ ეკონომიკური (საქმიანი) ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების იდეების განხილვა და პროექტების შემუშავების საკითხებთან დაკავშირებით. მონაწილეებს გაეცნო პროექტების შემუშავების მეთოდოლოგია.
ტრენინგი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
საკონკურსო კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა მიღებული ქართულ-აფხაზური პარტნიორული ბიზნეს-პროექტები, სადაც დასაფინანსებლად შეირჩა 2 პარტნიორული ბიზნეს-პროექტი, რომელიც მიმართულია გამყოფი ხაზის
2023 წლის იანვარში USAID-ის პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგ-სემინარი, ამ პროექტის ფარგლებში შექმნილ ეკონომიკური (საქმიანი) ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების იდეების განხილვა-მომზადების საკითხებთან დაკავშირებით და ტრენინგის მონაწილეებს დეტალურად გააცნო პროექტების შემუშავების მეთოდოლოგია.
გამომდინარე აქედან, თებერვალ-მარტში, საკონკურსო კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა მიღებული ქართულ-აფხაზური პარტნიორული ბიზნეს-პროექტები და დასაფინანსებლად შეირჩა 5 პარტნიორული ბიზნეს-პროექტი. დაფინანსებული პროექტები მიმართულია გამყოფი ხაზის გასწვრივ კონტაქტების განვითარებაზე და საერთო ინტერესის წახალისებაზე.
https://www.youtube.com/watch?v=g0mTM60Ygwo
პროექტის განმხორცილებელი წამყვანი ორგანიზაციაა აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორი“, ქუთაისი, გუგუნავას ქ. #1. ინოვაციურობის გამომგონებელი და გამოყენებითი კვლევის პროექტის ხელმძღვანელია ინჟინერიის დოქტორი , არჩილ გეგუჩაძე. პროცესს მაქსიმალურად უწყობს ხელს ჩვენი ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"!
ინოვაციური ქარძრავას გამოცდის დროს ნიჭიერმა ახალგაზრდა მკვლევარებმა ნატა სულაქველიძემ და ანრი ყუფარაძემ აღმოაჩინეს სხვა დაუგეგმავი არნახული უპირატესობები, არსებულ ანალოგებთან შედარებით. თეორიულ ნაწილზე იმუშავა დამსახურებულმა სოხუმელმა მეცნიერმა, აკადემიკოსმა რანი ჭაბუკიანმა ! პროექტის გუნდს ვულოცავთ წარმატებებს, რომლითაც შეხვდა ის 2023 წელს! ქარძრავას გამოცდა გრძელდება. შემდეგი ნაბიჯები იქნება ამ სიახლის წარმოებაში დანერგვა. სიახლეების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად შევატყობინებთ!
დამატებთი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ტელეფონებზე : არჩილ გეგუჩაძე- 555 308 308, ანრი ყუფარაძე-599 283 666, მამუკა ცხვარაძე- 571 212 653
ამა წლის 10-11 დკემბერს, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ჩატარადა EU/UNDP-ის (EU4Dialogue-ის) მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომის გადაწყვეტილებით შექმნილი სამედიცინო პროექტების პლატფორმის მორიგი შეხვედრა და ის მიეძღვნა კონფლიქტის ზონებში -ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის მშენებლობის საკითხებზე სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების საკითხებს.
ჯანმრთელობის სფეროში ნდობის მშენებლობისკენ მიმართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობის, არსებული მიღწევების და ახალი გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ დირექტორმა ალუ გმახარიამ. პრეზენტაცია მიმდინარეობდა ვიზუალური ჩვენებით, სადაც დეტალურად იყო გადმოცემული, როგორც მიღწევები, ისე მიმდინარე საქმიანობაში არსებული პრობლემები და გამოწვევები.
საკითხების განხილვა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ღონისძიების დასასრულს, შემუშავდა რეკომენდაციები, დაისახა ამოცანები, ვადებისა და შემსრულებლების მითითებით.
ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროექტის დონორი EU/UNDP-ის (EU4Dialogue-ის) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.
მ/წლის 9 დეკემბერს ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიას“ (ამსკ) სტუმრობდა აშშ-ს ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება კელი დეგნანი.
ორგანიზაციის მისიის, ამოცანების, დასახული გეგმებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ამსკ-ს დირექტორმა ალუ გამახარიამ, კერძოდ, თუ როგორ ხორციელება სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია-მოგვარების ხელშეწყობა .
განაცხადა, ნდობისა და მშვიდობის მშენებლობისათვის ამსკ იყენებს ორ მთავარ ინსტრუმენს, კერძოდ: მისი პროექტების ფარგლებში ხდება აფხაზებისა და ოსებისათვის კვალიფიციური სამედიცინო სევისების მიწოდების ორგანიზება და ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ეკონომიკური პროექტების განხორციელება. ასევე, მიაწოდა ინფორმაცია პროექტების წარმატებით განხორციელების შედეგად მიღწეული შედეგების, არსებული პრობლემების (გამოწვევებისა) და განსახორციელბელი წინანდადებების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, ელჩმა დაათვალიერა პაციენტების ღამის სათევი ოთასები, გაესაუბრა თითოეულ პაციენტს და უთხრა, რომ ილოცებს მათი გამოჯანმრთელობისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ამსკ-ს თანამშრომლები, პარტნიორი ორგანიზაციების ფონდი „სოხუმის“ და სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ წარმომადგენლები.
APBC-ის პროექტის ფარგლებში პერიოდულად ტარდება ტრენინგ-სემინარები, რომლებიც ეხმარებიან ეკონომიკური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების მომზადებით დაინტერესებულთ, როგორც აფხაზეთიდან, ისე სამხრეთ ოსეთიდან.
ამჟამად, ამ პროექტის ფარგლებში, მცირე გრანტების მიღებაზე 2023 წლის სექტემბრამდე გამოცხადებულია ღია კონკურსი! ამ კონკურსის ფარგლებში შემოსული პროექტებიდან საკონკურსო კომისიის მიერ ხორციელდება საუკეთესო პროექტების შერჩევა! ყველა ეს პროექტი უნდა ემსახურებოდეს ტრანსინგურული თანამშრომლობის განვითარებას.
2022 წლის 10 ნოემბერს, 18:00 -20:00 სთ. ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ) საკონფერენციო დარბაზში სამედიცინო პროექტის ფარგლებში ჩატარდა მასტერ-კლასი თემაზე: ონკოლოგიურ დაავადებათა შემცირების გზები ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვითა და სამკურნალო მცენარეების გამოყენებით.
უშუალოდ მონაწილეობდნენ ქუთაისში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი პაციენტები, ასევე, ონლაინ-რეჟიმში, ზუმ-ის ჩართვით შემოსული ბენეფიციარები, აფხაზეთის ყველა ქალაქი და რაიონიდან .
განხილული თემები:
1. სისხლის გამწმენდი მცენარეული საკვები პროდუქტების სახეობები, მათი დამზადებისა და მიღების წესები (მასტერ-კლასი);
2. ონკოლოგიური დაავადებების შემაჩერებელი და სამკურნალო მცენარეები და მათგან კვების პროდუქტების დამზადება (მასტერ-კლასი);
3. ზოგადი რეკომენდაციები - ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ;
4. კვების პროდუქტების დამზადების რეცეპტები, დეგუსტაცია და დისკუსია.
მონაწილენი, სულ:37.
არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს, რეგისტრაციის
#5/4102-5/ზ-11.