ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png
Super User

Super User

ამა წლის 15 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში,  ამავე სკოლის  მშობელთა კომიტეტის წევრებთან      შედგა  შეხვერდა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ) და „საზოგადოება მომავალი თაობისათვის“  ხელმძღვანელების: ალუ გამახარია და ლევან თოდუასი .

შეხვედრა   გახსნა და  სიტყვით გამოვიდა  რუხის საჯარო სკოლის დირექტორი ედუარდ ციკოლია. შეხვედრის მიზანზე ილაპარაკეს     ამსკ-ს გამგეობის თავმჯდომარემ ალუ გამახარიამ, ა/ო „საზოგადოება მომავალი თაობისათვის“ დირექტორმა   ლევან თოდუამ, სჰც „აფხაზეთის“  სამეგრელოს ოფისის ხელმძღვანელმა    ირაკლი ქოჩუამ, მისმა თანამშრომელმა  მაკო ქირიამ.

საუბარი შეეხო რუხის კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი პაციენტების და მათი მომყოლი პირების, რუხელების მიერ  ოჯახებში მიღებისა და მათთვის მოკლე დროით ღამის სათევი ადგილების გამოყოფის საკითხებს.

თბილისში, ქუთაისში,  ზუგდიდში, განსაკუთრებით,  რუხში არსებულ  სამედიცინო კლინიკებში  ჩვენი   მაღალკვალიფიციური  ექიმების მიერ მოწოდებული მკურნალობის  სერვისები      მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ    ქართულ-აფხაზური შერიგებისათვის და „მტრის ხატის“ მოშლისათვის, ხალხებს შორის ადამიანური და საქმიანი  კავშირების დამყარებისათვის.

შეხვედრაზე  აღინიშნა,რომ  რუხში  ამოქმედებული  ანამედროვე სამედიცინო

ცენტრი-რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო,  უმაღლეს დონეზე  და ოპერატიულად    

 ემსახურება  აფხაზეთიდან გადმოყვანილ მძიმე  პაციენტებს.    მაგრამ სერიოზულ გამოწვევად  რჩება  აფხაზი  პაციენტების   სტაციონალური  მკურნალობის პერიოდში,           მათი  მომყოლი პირებისათვის   ღამის სათევი ადგილები. გამომსვლელებმა მოუწოდეს შეხვედრის მონაწილეებს ეფიქრათ ამ პრობლემის  გადაჭრაზე.

შეხვედრაზე მშობელთა კომიტეტის წევრებმა   ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ იდეის  განხორციელება შესამჩნევად წაახალისებს ქართულ-აფხაზური ნდობის მშენებლობსა  და  შერიგებ. შეხვედრის მონაწილენი დაგვპირდნენ, რომ  მოწოდებას (იდეას)  აუცილებლად გააცნობენ სოფლის მოსახლეობას, რათა მოძიებულ იქნენ მოხალისე  ოჯახები,  რომლებიც გამოხატავენ  მზაობას, ღამის სათევის გარეშე დარჩენილი აფხაზი პაციენტების  თანმხლები პირებისთვის, უსასყიდლოდ    მასპინძლობის გაწევის თაობაზე.  

რუხელები ამ იდეის ხორცშესხმით, კიდევ ერთხელ შეახსენებენ  აფხაზებს ქართულ  ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. თავიანთ მხრივ კი,  მასპინძელი  ქართველი და სტუმარი აფხაზი  დაამყარებენ მეგობრულ კავშირებს, შესაძლოა პარტნიორული ეკონომიკური ურთიერთობებიც კი! ამის დასტურად დასახელდა  ერთ-ერთი  რუხელის ოჯახი, რომელიც მასპინძლობდა რუხის კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოსული  პაციენტის თანმხლებ პირებს.ასეთ ურთიერთობებს აუცილებლად მოჰყვება  დადებითი ემოცია და განწყობა. როგორც ლევან თოდუა აღნიშნავს, აფხაზი ოჯახურ ღირებულებებს  დიდ პატივს სცემს და     სტუმართმოყვარეობას ძალიან აფასებს.   დღეს აფხაზსა და ქართველს  შორის არსებულ გაუცხოებაში   მიზეზია მესამე ძალის მიერ თავს მოხვეული ომი და არა  რიგითი ადამიანები. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა და  ხალხების შერიგება გარდაუვალია. რუხელებს,  როგორც არასდროს,  ეძლევათ შანსი,  რომ ამ  ისტორიულ პროცესში თავიანთი ღირებული წვლილი შეიტანონ.

რუხელებთან შეხვედრები გაგრძელდება და შეირჩევა ოჯახები, რომლებიც გაჭირვებაში ჩავარდნილ აფხაზებს დახმარების ხელს გაუწოდებენ. ასეთ ოჯახებს ჩვენი ორგანიზაციის მხარდაჭერაც ექნებათ.

 

ამა წლის 1 ნოემბერს, სოფელ რუხში, მულტიფუნქციურ სათემო ცენტრ „ჩემი მორდუში“  შედგა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას (ამსკ) წარმომადგენელთა  და რუხის    აქტივისტების      შეხვედრა,  რომელიც ეხებოდა   მეტად აქტუალურ და მნიშვნელოვან სამშვიდობო და პატრიოტულ  საქმეს-წონადი წვლილის შეტანას   ქართულ-აფხაზური ნდობის მშენებლობისა და შერიგების საქმეში.

ხლა, როცა რუხში აშენებული და ამოქმედებულია საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოთანამედროვე სამედიცინო ცენტრი-რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც  უმაღლეს დონეზე და ოპერატიულად ემსახურება  აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტებს, საგრძნობლად იმატა  ამ  კლინიკაში  აფხაზი პაციენტების მომართვიანობამ.  აქ მომუშავე  მაღალი რანგის ექიმები და ხელმძღვანელობა პირნათლად აკეთებენ თავიანთ  საქმეს, რათა  ისინი  ჯანმრთელნი და კმაყოფილნი დაუბრუნდნენ   საკუთარ ოჯახებსახლობლებს, საზოგადოებას. მაგრამ არის ერთი სერიოზული გამოწვევა-აფხაზი პაციენტების სტაციონალური მკურნალობის პერიოდში,მათი მომყოლი პირები ღამის სათევი ადგილების გარეშე  რჩებიან.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუხელები უნდა დაუბრუნდნენ თავიანთი ისტორიული მისიის შესრულებასშეახსენონ აფხაზებს ქართული ტრადიციული სტუმართმოყვარეობა-სოფელში შეირჩეს რამდენიმე ათეული ოჯახი (მათი სურვილის შემთხვევაში)  და პაციენტების   მომყოლ პირებს, მათი ავადმყოფის კლინიკაში მკურნალობის პერიოდში, შესთავაზონ  ღამის თევა.

ამ მიზნით, უახლოეს პერიოდში შედგება რუხის მოსახლეობასთან შეხვედრა, რათა მოძიებულ იქნენ მოხალისეები, ვინც გამოხატავს მზაობას, ღამის სათევის გარეშე დარჩენილი აფხაზი პაციენტების  თანმხლები პირებისთვის   მასპინძლობის გაწევის თაობაზე.         

ქართულ-აფხაზური ნდობის მშენებლობისა და შერიგების მიმართულებით გვჯერარომ რუხელები ამ პრობლემასროგორც არავინ ისე მოაგვარებენ, აღადგენენ დავიწყებულ კავშირებს  და ასობით აფხაზ მეგობარს და ახლობელს შეიძენე.

შაბათი, 28 სექტემბერი 2024 11:43

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო

ამა წლის 23 სექტემბერს, 13:00 სთ-დან 17:00 საათამდე,   რუხის  რესპუბლიკურ  საავადმყოფოს (სამეგრელო,ზუგდიდის რ-ნი),  არსებულ მდგომარეობ გასაცნობად  და  სამომავლო გეგმების დასასახად,   ეწვია  ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ) თანამშრომელთა ჯგუფი, სოხუმელ ექიმთან ერთად.  

რუხის საავადმყოფოდან შეხვედრას უძღვებოდნენ: კლინიკის დირექტორი  სერგო ფიფია და   კლინიკური  დირექტორი გიგა ფარფალია.

ამსკ-ს გუნდის კლინიკის მენეჯმენტთან  შეხვედრის მიზანი იყო  აფხაზი პაციენტების მკურნალობის საკითხებთან დაკავშირებით,   ამსკ-ს და რუხის საავადმყოფოს შორის   აქტიური თანამშრომლობის აწყობა.

რუხის სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე,  უახლოესი მოდელის სამედიცინო აპარატურებით  და დაკომპლექტებულია განათლებული, წარმატებული, მაღალკვალიფიციური,  ადგილობრივი და მოწვეული  ექიმებით,  უმცროსი მედპერსონალით.

მედპერსონალის  სამუშაო გამოცდილება უკავშირდება წლების განმავლობაში  საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ  მიღებულ პრაქტიკას  და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, არა ერთ ტრეინინ-სემინარში მონაწილეობას.  

კლინიკის მედპერსონალი გამოირჩევა პაციენტებისადმი ზრუნვით და თბილი დამოკიდებულებით. მათი მიზანია   კლინიკაში სამედიცინო სერვისების გაძლიერება და განვითარება, რათა ყველა მოქალაქეს ჰქონდეს მაღალი ხარისხის, თანამედროვე სამედიცინო სერვისებზე  ხელმისაწვდომობა.

უხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო,  სამედიცინო სერვისით სარგებლობს, როგორც ადგილობრივი, ისე  აფხაზეთიდან გადმოსული  პაციენტები და მათ, როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული სერვისის მიღება შეუძლიათ  24-საათიან  რეჟიმში.

კლინიკის მენეჯმენტმა ამსკ-ს გუნდს გააცნო კლინიკის განვითარების გეგმებ და  ყურადღება გაამახვილა უახლოეს პერიოდში აქ  სამედიცინო სერვისების გაფართოების,  თანამედროვე სამედიცინო აპარატურით  და კადრებით სრული დაკომპლექტების საკითხებზე.

ყოველივე ამის შემდეგ, ის გახდება საქართველოში ერთ - ერთი საუკეთესო კლინიკა, რომელსაც დიდი როლის შეტანა შეუძლია ქართულ-აფხაზური ნდობის აღდგენა-გაღრმავების საკითხებში.

ამსკ-ს გუნდი  სტუმრობის მომენტში  მოწმე გახდა  კლინიკაში უახლესი ტექნიკის 3 ტესლიანი მრტ- შემოტანის და დამონტაჟების პროცესისა. ასევე, ვნახეთ   უახლესი 600 შრიანი კტ და  სხვა უახლესი თანამედროვე სამედიცინო აპარატურებით  აღჭურვილი განყოფილებები.

ამსკ-ს გუნდის  ამოცანაა-აფხაზეთში რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს  შესახებ       მეტი ცნობადობის შეტანა და    ამ კლინიკასთან  თანამშრომლობაზე  მეტი აქცენტის გადატანა.  

ცალსახად აღინიშნა, რომ აფხაზეთიდან ჩამოსული პაციენტებისამი ამ კლინიკის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, მათდამი თბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულება, თუ როგორ ქმნის აფხაზი ხალხის  კმაყოფილებას და კეთილგანწყობას ქართველებისადმი.

 რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს  მედპერსონალის კეთილშობილური საქმიანობა, ნდობისა და მშვიდობის მშენებლობის დიადი საქმის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის  მხარდაჭერით და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მიმდინარეობს.

შეხვედრა მიდიოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

მადლობა კლინიკის მენეჯმენტს, მედპერსონალს, თანამშრომლობაში მზაობის გამოხატვისათვის.

 

23 სექტემბერი, 2024 წელი

ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2024 19:39

ჩაის ფესტივალში „ჩაის გზა“

ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ (ამსკ), მის პარტნიორ ჩაის მწარმოებელ  ორგანიზაციებთან  (სოციალური საწარმო“ თერნალი+“, აგურა ჩაის მწარმოებელი  შპს „თერნალი“)  ერთად, მ/წლის 13 აგვისტოს, გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში  გამართულ  ქართული ჩაის  ფესტივალში „ჩაის გზა“     მონაწილეობა  მიიღო.

ამსკ-ს საგამოგენო კუთხეში სადეგუსტაციოდ გამოფენილი იყო აფხაზი მეწარმეების მიერ დამზადებული  ელიტური თეთრი, მწვანე და შავი   ჩაი. 

ჩატარებულ ფესტივალზე ქართველ მეწარმეებს მიეცათ საშუალება ეკოლოგიურად სუფთა  ქართული პროდუქციის:  ჩაის, ბიოჩაის,თაფლის,ყველის,  ღვინის, ჩირის, ჩურჩხელების, აჯიკის  და სხვ. პროდუქტების გამოფენა-გაყიდვის, სამეწარმეო  და სარეალიზაციო  ბაზრებს შესწავლისა. 

ამსკ-ს საგამოგენო კუთხეს     მრავალი  ქართველი და უცხოელი ვიზიტიორი ესტუმრა.  აფხაზი მეწარმეების მიერ დამზადებულმა  თეთრმა, მწვანე და შავმა  ჩაიმ,   დარგის სპეციალისტთა  და ვიზიტიორთა  დიდი მოწონება დაიმსახურა.

აფხაზრეთში წარმოებული ჩაი დააგემოვნეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა  გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა  ავთანდილ თალაკვაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან  და სხვ.

თავად ჩაის დარგის გამოცდილი  სპეციალისტი, გასული საუკუნის 90-იან  წლებში  აფხაზეთში მწვანე ჩაის ერთადერთი მწარმოებელი და ერთ-ერთი  ჩაის  ფაბრიკის  ყოფილი   დირექტორი   მურმან ყოლბაია   აღფრთოვანებული  დარჩა ფესტივალზე  წარმოდგენილი ჩაის პროდუქციით და თქვა, „...მე მეგონა, საქართველოში დღეისთვის  5- 6 ქართული ჩაის კომპანია თუ აწარმოებდა ჩაის. რომ არა დღეს ორგანიზებული ფესტივალი „ჩაის გზა“, არ მეცოდინებოდა ამდენი ქართული ჩაის მწარმოებელი რომ  ყოფილა.  ძალიან ბევრი  კარგი ხარისხის ჩაი დავაგემოვნე...მივესალმები აფხაზეთში  ჩაის ინდუსტრიის აღორძინებას    და რომ  არა ფესტივალი „ჩაის გზა“, ქართულ მხარეს არსებული ჩაის მწარმოებლები  ვერც გაიგებდნენ თუ როგორი ხარისხის  ჩაი იწარმოება დღეს  აფხაზეთში“.

ღონისძიების დასასრულს, ფესტივალის მონაწილეები, მათ შორის ამსკ-ს პარტნიორი შპს „თერნალი-ჩაი“  დაჯილდოვდნენ სიგელებით.

ფესტივალის მუშაობას  სოციალური ქსელით თვალს ადევნებდნენ ამსკ-ს ბენეფიციარები  აფხაზეთიდანაც .

ქართული ჩაის ფესტივალი გურიაში პროექტ  ჩაის გზის ფარგლებში    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით  გაიმართა.

 

 

 

 

 

USAID-ის მიერ დაფინანსებული, ფონდი  „სოხუმის“ პროექტის:  „განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისი  ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისათვის”, რომლის პარტნიორია ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“,  საანგარიშო პერიოდში -2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, აფხაზეთიდან და  ცხინვალის რეგიონიდან  ეკონომიკური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების მომზადებით დაინტერესებულ პირთათვის ჩაატარა 3 ტრენინგ-სემინარი და    კონკურსის ფარგლებში შემოსული პროექტებიდან,  საკონკურსო კომისიის მიერ შეირჩა 14   პროექტი. ყველა ეს   პროექტი ემსახურება   პარტნიორული თანამშრომლობის   განვითარებას. 

 მიმდინარე წლის 10 ივნისს, ქ. ქუთაისში, ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიას“ (ამსკ) ოფისს ეწვია შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და       სამინისტროს აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ  ოსეთის  ავტონომიური ოლქის  საკითხთა  დეპარტამენტის უფროსი    ზვიად ზვიადაძე.

ოფისში შესვლამდე, ქალბატონი  თეა ახვლედიანის და ბატონი ზვიად ზვიადაძის შეხვედრა და გასაუბრება  შედგა   ეზოში, შერიგების კუთხესთან  შეკრებილი, „ბიზნესინკუბატორში“ მომუშავე, ამსკ-ს პარტნიორების-„შერიგების  ასოციაციის“  წევრებთან  .

მათ  დაათვალიერეს   შერიგების სამინისტროს მიერ ამსკ-სთვის სიმბოლური  იჯარის პირობებში სარგებლობისათვის გადმოცემული შენობის  სამივე სართული, სადაც 1-ლი სართული განკუთვნილია  შშმ პირებისათვის და პაციენტების მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციისათვის,  მე-3 სართულზე   ფუნქციონირებს აფხაზების სასტუმრო ოთახები, ხოლო მე-2 სართულზე-  ამსკ-ს ოფისი  და  სააქტო დარბაზია.

შეხვედრაზე მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ამსკ-ს სამედიცინო და ეკონომიკური პროექტების ბენეფიციარები.

 

ოფისის დათვალიერების შემდეგ, ამსკ-ს სააქტო დარბაზში მინისტრი  მიესალმა  ღონისძიების მონაწილეებს    და შედგა  მოკლე თვითწარდგენა.  

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში.

ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი  კავკასიას“(ამსკ) საქმიანობის შესახებ , სოხუმის  დატოვების დღიდან დაწყებული, რომელსაც თავისი  წვლილი უწყვეტად შეაქვს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური   ნდობის მშენებლობის მიმართულებით, ინფორმაცია გააკეთა ამსკ-ს გამგეობის თავმჯდომარემ  ალუ გამახარიამ. განაცხადა, რომ ამსკ-ს საქმიანობამ ნათლად აჩვენა, რომ  აფხაზებთან და ოსებთან „მტრის ხატის“ მოშლის და ნდობის აღდგენის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია ჰუმანიტარული სამედიცინო დახმარების გაწევა და მათი ჩართვა პარტნიორულ ეკონომიკურ პროექტებში,   ადამიანებისათვის სიკეთის კეთება.   ეს კი,  ორივე მხარეს – სიკეთის მიმღებს და მის გამცემს,  ერთმანეთის მიმართ კეთილად განაწყობს. ამას   თან ახლავს მივიწყებული კავშირ–ურთიერთობების აღდგენა. აფხაზ-ოს პაციენტებს ქართულ სამედიცინო კლინიკებში  მკურნალობისას უჩნდებათ მადლიერების გრძნობა, ექმნებათ კეთილგანწყობა ქართველი ექიმებისადამი და საერთოდ, ქართველების მიმართ, რაც ელვის სისწრაფით  ვრცელდება მათ  ოჯახებში, სოციუმებში და  საზოგადოებებში. მედიცინა ბაზაა   სხვადასხვა მიმართულების  პროექტების განსახორციელებლად, რასაც აუცილებლად სჭირდება ხორცშესხმა.

 ღონისძიების მონაწილეებმა  მოისმინეს აფხაზეთში,ზემო ბარღების ადმინისტრაციის  წარმომადგენლის  ინფორმაცია სოფელ ბარღების აღორძინების გეგმებზე. განაცახადა,  ამ სოფელში   ჩამოყალიბებულია აგრო მეწარმეთა ქართულ-აფხაზური გუნდი და  მათ  შემუშავებული აქვთ  აგრო მიმართულების  პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ სოფლის აღორძინებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, სოფლის მკვიდრი დევნილების დაბრუნებას.  ისაუბრა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“       ფარგლებში წარდგენილ  ბიზნეს-გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს   ბარღების  ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციის  საკითხებს.          

მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია  გააკეთეს ამსკ-ს ეკონომიკური პარტნიორული   პროექტების ავტორებმა, რომლებმაც ასევე   მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო პროგრამაში   „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ, მათ შორის ტურიზმის ხაზითაც, რომლებიც  დღეს  აფხაზეთში არიან წარმატებულნი  მცირე საგრანტო  პროექტების განხორციელებაში .

ღონისძიების დასასრულს, ქალბატონი  თეა პირადად გაესაუბრა აფხაზ პაციენტებს, გულისყურით მოუსმინა მათ  და  განაცახადა: „...დღეს აქ, ქუთაისში აფხაზეთის პატარა ატმოსფეროს ვეზიარეთ... აქ მოსმენილ საკითხებს მხედველობაში მივიღებთ.  როცა საჭიროდ ჩათვლით, მე მზად ვარ, ბატონ ზვიადისთან ერთად, განვიხილოთ   პრობლემური საკითხები, მათი   დროულად  მოგვარების მიზნით.  ვიყოთ კავშირზე ერთმანეთთან. ნდობაა,  როცა  ქართულ მხარეს კონფლიქტის ზონებიდან  ყოველწლიურად გადმოდის  დაავადების სხვადასხვა სახით    1500-ზე მეტი ავადმყოფი  სამკურნალოდ   და საქართველოს რეფერალური პროგრამით ხდება მათი მკურნალობა. დღეს კი,   აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთ ქართულ მხარეს არსებულ ყველა პროგრამაში შეუძლიათ  მონაწილეობა  მიიღონ.

მადლობა უდიდესი, თბილი  და გულახდილი  მიღებისათვის. წარმატება ყველას და მომავალ შეხვედრამდე, თქვა ქ-ნმა თეა ახვლედიანმა.

წასვლისას კი, მინისტრმა  მისი სურვილი  ამოსავლელ კიბესთან  კედელზე, სადაც აფხაზი პაციენტები მადიერებას წერილობით  გამოხატავენ და ტოვებენ ,   შემდეგი სიტყვებით დააფიქსირა: „წარმატებები მშვიდობისა და ნდობის მშენებლობის საქმეში!“

უახლოეს მომავალში კი შერიგების სამინისტროში შედგება შეხვედრა, სადაც განხილულ იქნება  საკითხები, რომელთა გადაჭრა  ნდობის მშენებლობისა და შერიგების  პროცესის  ეფექტურობას საგრძნობლად გაზრდის .

2024 წლის 15 ივნისს, ქ.ქუთაისში, სასტუმრო "ქუთაისი ინნში",  დასავლეთ საქართველოს  სამედიცინო ცენტრის   ნეიოროქირურგიის  სამსახურის მიერ  ჩატარდა   მასშტაბური ღონისძიება თემაზე: „თავის ტვინის სიმსივნის ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი კონფერენცია“, სადაც  მოწვეულები ვიყავით ასოციაცია „მშვიდობაინი და საქმაინი კავკასიას“ ( ამსკ)  თანამშრომლები.

კონფერენციას ესწრებოდნენ ქ.ქუთაისის და თბილისის  სამედიცინო კლინიკების  წამყვანი ნეიროქირურგები,  ნევროლოგები, სხვადასხვა დარგის წამყვანი  ექიმები, ქუთაისის უნივერსიტეტის  პროფესორები, საკითხით დაინტერესებული პირები.

კონფერენციის მიზანი იყო ნეიროონკოლოგიის, თავის ტვინის და  ხერხემლის  სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

კონფერენციას უძღვებოდა დასავლეთ საქართველოს  სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი,   ქუთაისის უნივერსიტეტის  ასისტენტ-პროფესორი, ევროპის  ნეიროქირურგიული საზოგადოების ნაციონალური დელეგატი, ნეიროქირურგი   იაკობ (იაგო) ცერცვაძე.

მოხსენებები წარადგინეს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის  ნეიროქირურგებმა, კრისტინა კილის  სახელობის ონკოლოგიის ცენტრის  კლინიკურმა და რადიაციულმა ონკოლოგებმა.

კონფერენციის მონაწილე  სამედიცინო პერსონალმა,  თავიანთი მოხსენებები (პრეზენტაცია)  დამსწრე საზოგადოებას  წარუდგინეს ყოფილ პაციენტებთან  გასაუბრებებით და ვიზუალიზაციით.

კონფერენციაზე მოწვეულებმა ნახეს და მოისმინეს-თუ რა მაღალი დონის და ხარისხის სამედიცინო სერვისების მიღება შეუძლიათ დასავლეთ საქართველოს  სამედიცინო ცენტრში  მოხვედრილ პაციენტებს, თუ როგორ არის  ჩართული  კლინიკის სხვადასხვა განყოფილების მთელი მედ-პერსონალი   მათ გადასარჩენად. 

ხაზგასმით აღინიშნა,  კლინიკის მენეჯმენტის  ხელშეწყობა ნეიროქირურგიის განყოფილებისათვის-მეტად აუცილებელი სამედიცინო აპარატურების შეძენა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების  დამკვიდრებაში.   გავიგეთ, რომ უახლოეს მომავალში აპირებენ  ნეიროქირურგიის ნავიგაციის დანერგვასაც. 

 კლინიკა თამამად პასუხობს  პაციენტების გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ  გამოწვევებს. აქ არის მაღალი  სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა  ნებისმიერი ასაკის  ავადმყოფისათვის. წამყვანი ექმიმები მუდვივად  გადიან    მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში ტრენინგ-სემინარებს. შეიძლება  თამამად ითქვას, რომ ეს ის გუნდია, რომელსაც შეიძლება ადამიანმა თამამად ანდოს საკუთარი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე.

კლინიკის ნეოროქირურგიის სამსახურის მიერ, ამსკ-ს სამედიცინო პროექტების ფარგლებში  არაერთი აფხაზი პაციენტისთვის არის  ურთულესი ოპერაციული მკურნალობა  ჩატარებული, რომელთა უმეტესი ნაწილი დღეს თავს კარგად გრძობს  და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებენ. 

კონფერენცია მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ყველა დასმულ  კითხვას, დარგის სპეციალისტების მიერ გაეცა ამომწურავი პასუხი. 

P.S.  თან ერთვის ღონისძიების დღის   წესრიგი კლინიკის  ნეიროქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელის იაკობ (იაგო) ცერცვაძის ხელმოწერთ.

ასოციაცია“მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“

სამშაბათი, 19 მარტი 2024 18:00

2 ტრენინგ-სემინარი

APBC-ის   პროექტის ფარგლებში  2023 წლის ოქტომბერში   და 2024 წლის იანვარში    ჩატარდა   2   ტრენინგ-სემინარი,   აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ,    ეკონომიკური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების მომზადებით დაინტერესებულ პირთათვის.

მცირე გრანტების მიღებაზე  გამოცხადებულ ღია კონკურსში  შემოსული  პროექტებიდან  საკონკურსო კომისიის მიერ  შეირჩა და დაფინანსდა  7   საუკეთესო  პარტნიორული  პროექტი.  ყველა ეს   პროექტი  ემსახურება   ტრანსინგურული  თანამშრომლობის   განვითარებას. 

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის-განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისი  ინიციატივები  კონფლიქტის მოგვარებისათვის ფარგლებში,  2023 წლის  20-25 ნოემბერს ჩატარდა ქართულ-აფხაზური საქმიანი ტურის ფარგლებში  გათვალისწინებული  ღონისძიებები. 

ტურის მონაწილეებმა ერთი კვირის განმავლობაში მოიარეს თბილისი, ქუთაისი, რაჭა, აჭარა, სამეგრელო. გაეცნენ ეკონომიკის სხვადასხვა დარგს, გასაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ სფეროებზ, როგორიცაა:  ფერმერული მეურნეობები, მეჩაიეობა,  მეფუტკრება, მეფრინველეობა, მებაღეობა, ტურიზმი, საოჯახო  სასტუმროები, ღვინის მარნები  და სხვ.  შეხვდნენ უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს,დაათვალიერეს მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები,

 კერძოდ: 

·       20 ნოემბერს, თბილისში მგზავრობისას  გზაზე დაათვალიერეს   ავტობანზე გვირაბების და ხიდების მშენებლობის   პროცესი.  შედგა შეხვედრები  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პროფესორ -მასწავლებლებთან და გაეცნენ  საუნივერსიტეტო დიპლომატი. შეხვედნენ  სოხუმელ ძველ მეგობრებს,  კოლეგებს. გაიხსენეს   საინტერესო მოგონებები და   ისტორიები.

·       შეხვედრის ბოლოს, მხარეთა შორის იყო საქმიანი   წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარება   ეკონომიკური თანამშრომლობისა და მათი პერსპექტივების შესახებ. 

21  ნოემბერს   შეხვედრები  შედგა: 

·       საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და  განიხილეს  გალის - სოფ. ბარღებში (აფხაზეთი) გათვალისწინებული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა.

·       საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკისთან. მან   ტურის მონაწილეებს  განუცხადა, რომ:

-       ქართული მხარიდან აფხაზეთს მიმართ ომის არანაირი საშიშროება არ არსებობს. საქართველო ბოლომდე იქნება ერთგული მის მიერ საყოველთაოდ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკისა, უპირველესად, კონფლიქტების დარეგულირების ნაწილში;

-       საქართველოს მთავრობა მომავალშიც თანმიმდევრულად გააგრძელებს აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერას, როგორც უფასო სამედიცინო სერვისების მიწოდების ნაწილში, ისე მცირე მეწარმეობის განვითარების მიმართულებით;

-       ასევე, საუბარი იყო  ქართულ-აფხაზურ გამყოფ ხაზზე ადამიანების და  ტვირთების   გადაადგილების  შესაძლო გაადვილებისა  და სხვა  აქტუალურ  საკითხებზე.  .

22    ნოემბერს:

·       ტურის მონაწილენი  ეწვივნენ   ქ. ქუთაისში   ფუნქციონირებად შპს      „თერნალი-ჩაის“ საწარმოს  მუშაობის პროსესში და გაეცნენ   მწვანე აგურა ჩაის დამზადების  ტექნოლოგიიას.  შეხვედრაზე  გამოიკვეთა მოსაზრება  „თერნალი-ჩაის“  და   აფხაზ მეწარმეებს შორის   პარტნიორული თანამშრომლობის აწყობის საკითხებზე.

·       ამ დღესვე  შეხვედრა შედგა ქუთაისში  აკაკი წერეთლის სახელმწოფო უნივერსიტეტის  უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან  და მოწვეულ  სპეციალისტებთან, სადაც რექტორმა შალვა კირთაძემ განაცხადა, რომ  აფხაზი სტუდენტებისთვის ამ უნივესიტეტში სწავლა და  საცხოვრებელი ფართი რომ იქნება  უფასო. ასევე, მათ გაეწევათ   დაეხმარება   საზღვარგარეთ  უმაღლეს სასწავლებლებში  გაცვლითი პროგრამით უფასოდ  სწავლის გაგრძელებაში.  

·       დაათვალიერეს ქუთაისში X-XI საუკუნის ქართულ-აფხაზური კულტურის ძეგლი ბაგრატის ტაძრი . გაეცნენ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების უძველეს ისტორიას და  ბაგრატის ტაძრის სულიერ კავშირ   სოფ. ბედიაში (ოჩამჩირის რ-ნი)  არსებულ მონასტერთან, სადაც 2016 წელს წმინდანად შერაცხული ბაგრატ-lll  და მასთან ერთად მისი აფხაზი დედა გურანდუხტი განისვენებენ;

23 ნოემბერს:

·       ტურის მონაწილენი  ესტუმრნენ რაჭაში, ამბროლაურის რ-ნ სოფ. წესში  სოხუმელი მიხეილ ელბაქიძის მიერ შექმნილ საოჯახო  სასტუმრო "აზნაურის სახლს" და   გაეცნენ  ტურიზმის სფეროში მათ სამიანობას. განიხილეს აფხაზურ მხარის ტურკომპანიებთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ მოსაზრებები და წინადადებები. შეხვდნენ აქ მოღვაწე  მცირე მეწარმეებს  და განიხილეს   პარტნიორობაზე აწყობილი საქმიანი წინადადებები.     გაეცნენ რაჭული  სამზარეულოს კვების პროდუქტების მომზადების წესებს.  შედგა რაჭაში დამზადებული სხვადასხვა  სახის ღვინის   დეგუსტაცია. 

24 ნოემბერს:

·       ტურის მონაწილეებმა  ბათუმში  დაათვალიერეს  ბათუმის საზღვაო პორტი,აეროპორტი, საქართველო-თურქეთის საზვარზე არსებლი ბათუმი(სარფი)   საბაჟო.

ქედას რაიონ სოფ. პირველ მასიში (ბათუმიდან 35  კმ)   მოინახულეს  „შერვაშიძეების მარანი“,  სადაც ასპინძელი საკუთარი მეურნეობიდან მიღებული ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ ქართული  და ზემო   აჭარული ტრადიციული კერძები  (დოშურვა, სინორი)მათ  გაუმასპონძლდა .

25 ნოემბერს:

·       სენაკში დაათვალიერეს  ფერმერთა სახლი“ და  საქმიანი   შეხვედრა შედგა ადგილობრივ ფერმერებთან. 

და ბოლოს,   შემაჯამებელ შეხვედრაზე  ტურის ყველა მონაწილე   გამოთქვა დიდი სურვილი, რომ   მომავალშიც ჩატარდეს მსგავსი აქტივობები.

ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2023 10:17

ტრენინგ-სემინარი

APBC-ის   პროექტის ფარგლებში  მიმდინარე წელს   ჩატარდა   3   ტრენინგ-სემინარი,   აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ,    ეკონომიკური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების მომზადებით დაინტერესებულ პირთათვის.

მცირე გრანტების მიღებაზე 2022 წლის ოქტომბრიდან  2023 წლის სექტემბრამდე გამოცხადებულ ღია კონკურსში  შემოსული  პროექტებიდან  საკონკურსო კომისიის მიერ  შეირჩა და დაფინანსდა 13   საუკეთესო  პარტნიორული  პროექტი.  ყველა ეს   პროექტი  ემსახურება   ტრანსინგურული  თანამშრომლობის   განვითარებას. 

გვერდი 1 სულ 3

Apbc.Ge

არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი  ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს,     რეგისტრაციის

 #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search